სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი“კონფლიქტი არავისთან მინდა, მაგრამ…”- ვის და რატომ აკრიტიკებს გიორგი ფხაკაძე

“კონფლიქტი არავისთან მინდა, მაგრამ…”- ვის და რატომ აკრიტიკებს გიორგი ფხაკაძე

21/06/2021

“კონფლიქტი არავისთან მინდა, არ ვარ კონფლიქტური, პატივს ვცემ ყველა ჩემს კოლეგას, მაგრამ საჯარო პირი ასეთ რამეს როცა საჯაროდ ამბობს, მიუღებელია. იქნებ ეს ჩვენი მთავრობა თავის ჩინოვნიკებიანად ჩამოყალიბდნენ, ვინ და რომელია ჩვენი ქვეყნისთვის სამაგალითო: ამერიკის წამლის სააგენტო თუ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია?!”, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითებში გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ინფექციური საავადმყოდოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ დაწერა.

განმარტება:
თუ შემოგვაქვს “რემდესივირი” და არაპროფესიონალურ/არაეთიკულ რეკლამას ვუკეთებთ, მაშინ ლოგიკურად გამოდის, რომ ამ სიტუაციაში ამერიკის წამლის სააგენტო არის “ძლიერი მარეგულირებელი”. მაშინ ვაქცინებთან დაკავშირებითაც ასევე მოიქეცით და საქართველოში ავტორიზაცია მიეცით მხოლოდ “ფაიზერს”, “მოდერნას” და “ჯონსონი@ჯონსონის” ვაქცინებს (ჩინური ვაქცინები და “ასტრაზენეკა” ამერიკაში დაშვებული არ არის)
თუ თქვენთვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არის ძლიერი მარეგულირებელი, მაშინ მესმის “ასტრაზენეკას” და ჩინური ვაქცინების დაშვება ქვეყანაში, მაგრამ ამ ორგანიზაციამ 2020 წლის ნოემბერშივე თქვა, რომ “რემდესივირი” არაეფექტურია და ერთი თვის წინ საერთოდ ამოიღო კოვიდსამკურნალო პრეპარატების ოფიციალური სიიდან.
დამატებითი ინფორმაცია – ინდოეთმა, რომელიც არის “რემდესივირის” ყველაზე დიდი მწარმოებელი და მომხმარებელი, 17 მაისის გადაწყვეტილებით, “რემდესივირი” კოვიდმკურნალობის სქემიდან ოფიციალურად ამოიღო.

გაფიცებთ ლოგიკას, ამას თუ ხედავთ ?!

მე ვხედავ აქ:
არაპროფესიონალიზმს (წამლის ასეთი რეკლამა, ყველა სტანდარტის მიხედვით, დაუშვებელია).
სამედიცინო ეთიკის დარღვევას. ეს წამალი საქართველოში შემოვიდა კლინიკური კვლევის ფაზის ფარგლებში და ესეც არის ეთიკური გამჭირვალობის საკითხი, თუ რატომ უკეთებს საჯარო მოხელე საჯაროდ რეკლამას სამედიცინო პროდუქტს.
რა დაინტერესება აქვთ ამ პროცესში ჩართულ ყველა მონაწილეს (ფინანსური/თანამდებობრივი თუ სხვა ?! კორუფცია?! – ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის. ამისთვის შესაბამისი ორგანოები არსებობენ.
.
და, ბოლოს,, მტკიცებულებებზე დაყრდნობით საუბარი ვისწავლოთ.

დასკვნა:
უწყვეტი სამედიცინო განათლება რომ აგეწყოთ, ასეთი პოსტები და საუბრები საჭირო არ იქნებოდა.

დიახ, გიორგი ფხაკაძე საქართველოში “რემდესივირის” შემოტანის წინააღმდეგია, ვინაიდან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცის საბოლოო დასკვნის მიხედვით, “რემდესივირი” ეფექტური არ არის!
მე, რა თქმა უნდა, ვეთანხმები!

საქართველოში დებატებში შესვლას არავისთან ვაპირებ. ამისთვის, როგორც მინიმუმ, მეორე მხარეს ჩემი დონის ეთიკური პრინციპები, პროფესიონალიზმი, გამოცდილება და რეპუტაცია უნდა ჰკონდეს…

შეგხსენებთ, ათი ათასი ფლაკონი “რემდესივირი“ საჩუქრად საქართველოს გამოეცა – 4 მილიონი დოლარის ღირებულების ტვირთი უკვე თბილისშია. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თქმით, ამერიკული კომპანია Gilead-ის გზავნილი ქვეყანას COVID პაციენტების წარმატებულ მართვაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.
ასევე, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ რამდენიმე ანგაჟირებულმა ექიმმა ყველაფერი გააკეთა ამ მედიკამენტის დისკრედიტაციისათვის, თუმცა ის დღემდე ფართოდ გამოიყენება მთელ მსოფლიოში.
“ამერიკისგან მივიღეთ დიდი დახმარება, ძალიან სერიოზული დახმარება, გამონაკლისის სახით, ერთჯერადი დონაციის სახით, უფასოდ გადმოსცა საქართველოს “რემდესივირის” 10 000 ფლაკონი.
​როგორც საქართველოში მცხოვრები, ისე საქართველოს გარეთ მცხოვრებმა ზოგიერთმა ქართველმა ექიმმა შეეცადნენ ამ მედიკამენტის დისკრედიტაციას, რაც გააბათილა ამ მედიკამენტის გამოყენების ძალიან კარგმა შედეგებმა,” – განაცხადა ცერცვაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/konfliqti-aravistan-minda-magram-vis-da-ratom-akritikebs-giorgi-fkhakadze/



მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
უძილობა მჭირს. რა ვქნა? – გაარკვიეთ რა ტიპის უძილობა გაწუხებთ, და გაწუხებთ თუ არა საერთოდ?

უძილობა მჭირს. რა ვქნა? – გაარკვიეთ რა ტიპის უძილობა გაწუხებთ, და გაწუხებთ თუ არა საერთოდ?

ნოემბერი 26, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
რამდენი ხანი ძლებს საყინულეში საკვები ისე, რომ ვარგისიანობა შეინარჩუნოს

რამდენი ხანი ძლებს საყინულეში საკვები ისე, რომ ვარგისიანობა შეინარჩუნოს

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
თბილისში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის 4 შემთხვევა დაფიქსირდა — თბილისი ენერჯი

თბილისში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის 4 შემთხვევა დაფიქსირდა — თბილისი ენერჯი

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები