ხუთშაბათი, ნოემბერი 28, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიკოვიდი არ გამქრალა, ისევე, როგორც რუსეთის იმპერიული ძალა - გიორგი ფხაკაძე

კოვიდი არ გამქრალა, ისევე, როგორც რუსეთის იმპერიული ძალა – გიორგი ფხაკაძე

11/03/2022

ის, რაც უკრაინაში ხდება, მსოფლიოში ყველა ადამიანს ეხება. ეს თითოეულის პრობლემა და გამოწვევაა, მნიშვნელობა არა აქვს, მდიდარია თუ ღარიბი, მორწმუნეა თუ ათეისტი, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


პოსტს „პრაიმთაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:


„პირველი, რაც ახლა საქართველოსთვის აუცილებელია – ქვეყანას სჭირდება ერთი ლიდერი, რომლის ირგვლივ ხალხი გაერთიანდება; ადამიანი, რომელიც იდგება პოლიტიკაზე მაღლა; ადამიანი, რომელიც იქნება არა პოლიტიკისთვის, არამედ ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის და მის ირგვლივ ყველა უნდა გაერთიანდეს;


სამწუხაროდ, წლებია, საქართველოში ერთი ლიდერის გარშემო კონსოლიდაცია ვერ მოხერხდა. ხალხი ერთმანეთს ვჭამთ, ვებრძვით, ენერგიებს არასწორად ვხარჯავთ. არსად ჩანს სიყვარული, სითბო, ერთობა.


ახლა რთული დროა. თუ გვინდა, გადავრჩეთ, როგორც ადამიანები, როგორც ერი, თუ გვინდა, ქართული სიტყვა ჟღერდეს ქვეყნის შიგნით და გარეთ, ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ;
ერთობა არის ჩვენი სიძლიერე. შეხედეთ უკრაინას. მას ერთიანობა გადაარჩენს. ერთიანობა რომ არა, სამ დღეში ყველგან რუსული დროშა იფრიალებდა და უკრაინულად ლაპარაკი ყველას აეკრძალებოდა. მაგრამ უკრაინა მედგრად დგას, იბრძვის და ის გაიმარჯვებს;


საქართველოს ახლა ერთიანობა ისე სჭირდება. როგორც არასდროს. ყველა, ვინც ამ ერთობის წინააღმდეგია, ქვეყნის მტერია.
რა შეიძლება გავაკეთოთ? არსებული ლიდერებიდან იდეალური არავინაა, პოლიტიკური პარტიები ამდენ ხანს ვერ მორიგდნენ. ჩემი აზრით, ერთადერთი ბოლო ბერკეტი, რაც დარჩა, ეს არის ქალბატონი პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი.


მე პირადად არ ვიცნობ ქალბატონ სალომეს. გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, რამდენჯერმე რბილად გავაკრიტიკე კიდეც, მაგრამ, ამავე დროს, არაერთხელ გადავუხადე დიდი მადლობა სწორი პოზიციისთვის.


გახსოვთ, ვაქცინაციასთან დაკავშირებით რომ პრობლემები იყო, მე ხელისუფლებას მოვუწოდე, საჯაროდ აცრილიყვნენ და ხალხისთვის მაგალითი მიეცათ. პირველი, ვინც საჯაროდ აიცრა და საზოგადოებასაც სწორი მესიჯები გაუგზავნა, ქალბატონი პრეზიდენტი გახლდათ. მე მაშინ მას საჯაროდ დიდი მადლობა გამოვუცხადე.


ბოლო ორი წლის მანძილზე, კრიტიკულ სიტუაციებში, ქალბატონმა სალომემ არაერთი სწორი ნაბიჯი გადადგა, როგორც პრეზიდენტმა. მე მას არ ვიცნობ, ხმაც არ მიმიცია მისთვის, რადგან არჩევნების დროს საქართველოში არ ვიყავი, მაგრამ სიტუაციის შეფასებისას რეალობა ესაა, რასაც გიყვებით – ქვეყანას სჭირდება ლიდერი და ქალბატონი პრეზიდენტი არსებული პოლიტიკური სპექტრიდან ყველაზე სწორად იქცევა;


არც ერთ პოლიტიკურ პარტიას მხარს არ ვუჭერ, ყველა მხრიდან უამრავი შეცდომა იყო, მაგრამ პირადი ამბიციები დღეს ყველამ გვერდზე უნდა დადადოს, რადგანაც ქვეყნის გადასარჩენად ერთიანობაა საჭირო.


პანდემიის დროს პრეზიდენტი ადეკვატურ ნაბიჯებს დგამდა: აიცრა, სამედიცინო პირბადესაც იყენებდა, საზოგადოებასაც სწორი მესიჯებით მიმართავდა. ჩემთვის, როგორც სამედიცინო ექსპერტისთვის, პრეზიდენტის გადაწყვეტილებები იყო ევროპული, სწორი და სტანდარტული. ასევე, ის ძალისხმევა, რაც ევროკავშირთან მიმართებაში გააკეთა, იყო სწორი და გაბედული. დანარჩენი – არ ვიცი, მე პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ ვხედავ, რომ გადასარჩენად ერთობა გვჭირდება;


ლოდინის დრო არ გვაქვს, გადაწყვეტილებები ახლაა მისაღები. ამოვიდა ყელში „ნაცობა“ და „ქოცობა“. პოლარიზაცია ქვეყანას ღუპავს. ჩვენ გვყავს ორი მტერი: კორონა და რუსეთი; არც ერთი არსად არ წასულა – გვებრძვის და ეს ორი რთული პრობლემა ერთიანობით უნდა მოვაგვაროთ;


ხალხი ბრძენია, ეს ჩანს. ახლა პოლიტიკოსებმა მიიღეთ ადეკვატური გადაწყვეტილება – გაერთიანდით ერთი ლიდერის ირგვლივ და ეს ქვეყანა ყველამ ერთად გადავარჩინოთ.
კიდევ ერთიც – სანამ მიტინგზე წახვალთ, შეირბინეთ პოლიკლინიკაში და ბუსტერი გაიკეთეთ, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, დისტანცია მაქსიმალურად დაიცავით. კოვიდი არ გამქრალა, ისევე, როგორც რუსეთის იმპერიული, ფაშისტური ძალა. მათ ერთად უნდა შევებრძოლოთ. ჯანმრთელობას გისურვებთ. მე მჯერა, რომ ძალა ერთობაშია, მჯერა, რომ გავიმარჯვებთ, მჯერა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. Слава Украiнi,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/kovidi-ar-gamqrala-iseve-rogorts-rusetis-imperiuli-dzala-giorgi-fkhakadze


მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

28 November, 2024
კვლევის მიზანი: შეფასდეს, შემცირდა თუ არა ანთებითი პასუხი მეორე ვარჯიშის შემდეგ, უვარჯიშებელ პირებში პირველი ვარჯიშის შემდეგ პასუხთან შედარებით

კვლევის მიზანი: შეფასდეს, შემცირდა თუ არა ანთებითი პასუხი მეორე ვარჯიშის შემდეგ, უვარჯიშებელ პირებში პირველი ვარჯიშის შემდეგ პასუხთან შედარებით

ნოემბერი 28, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
ხეზე კვეთის ოსტატი მიხეილ ოდიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისიდან.

ხეზე კვეთის ოსტატი მიხეილ ოდიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისიდან.

ნოემბერი 28, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

ნოემბერი 28, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევარჩიოთ კომში

როგორ შევარჩიოთ კომში

ნოემბერი 28, 2024
3 ფერი რომელიც თქვენს რუჯს გამოკვეთავს

3 ფერი რომელიც თქვენს რუჯს გამოკვეთავს

ნოემბერი 28, 2024
ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

28 ნოემბერი 2024
თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

ნოემბერი 28, 2024
Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

ნოემბერი 28, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები