სამშაბათი, მაისი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებიდახვეწილი საცხოვრებელი სივრცე ყოფილი გამაგრილებელი სასმელების ქარხანაში

დახვეწილი საცხოვრებელი სივრცე ყოფილი გამაგრილებელი სასმელების ქარხანაში

ისეთი ადგილის მოწყობა, სადაც სიმშვიდე და სიმყუდროვეა, ნებისმიერ ადგილას შეიძლება. იქნება ეს სამუშაო სივრცე, სახლი, რაიმე შენობა თუ ა.შ.

ამსტერდამში მდებარე ყოფილ გამაგრილებელი სასმელების ერთ ქარხანაზე მოგიყვებით, რომელიც დღეს დახვეწილ  საცხოვრებელ სივრცეს წარმოადგენს. მისი ფართობი 109 კვადრატულ მეტრს შეადგენს. შენობის ისტორიიდან გამომდინარე, ბინას საკმაოდ მაღალი ჭერი ამშვენებს, რაც ოთახების ორ სართულზე გადანაწილების შესაძლებლობას იძლევა, ინტერიერის კუთხით კი აპარტამენტი მთლიანად ლოფტის სტილშია მოწყობილი.

დახვეწილი საცხოვრებელი სივრცე ყოფილი გამაგრილებელი სასმელების ქარხანაში | შენი ინტერიერი

ბინა 2019 წელს გარემონტდა, სადაც საკმაოდ თამამი და საინტერესო მასალებია გამოყენებული. სწორედ ეს ხდის ამ ძველ ქარხანას განსხვავებულს და  მის ულამაზეს ინტერიერს კიდევ უფრო გამოკვეთს. სახლში ნამდვილად მყუდრო ატმოსფერო სუფევს.

დახვეწილი საცხოვრებელი სივრცე ყოფილი გამაგრილებელი სასმელების ქარხანაში | შენი ინტერიერი

რემონტის ეტაპზე ქვედა სართულის თითქმის მთელი გეგმა გადაკეთდა და ღია დაგეგმარება შემუშავდა. ფანჯრებისა და ღია სივრცეების წყალობით, საცხოვრებელი ძალიან ნათელია. რემონტის ეტაპზე სახლში განთავსდა უჟანგავი ფოლადისგან შექმნილი სამზარეულოს ავეჯი, რომელიც შეხამებულია თეთრ კერამიკულ ფილებთან. აპარტამენტის მისაღებ სივრცეს თანამედროვე, დახვეწილი ბუხარი ამშვენებს, რომელიც სახლში უფრო მყუდრო და მომხიბლავ განწყობას ქმნის.

დახვეწილი საცხოვრებელი სივრცე ყოფილი გამაგრილებელი სასმელების ქარხანაში | შენი ინტერიერი

ინტერიერი საკმაოდ მარტივი, სადა და ელეგანტურია. კიბისა და ვიწრო დერეფნების წყალობით, სივრცეები მაქსიმალურად არის ათვისებული, რაც საბოლოო ჯამში, სახლში კომფორტულ და მყუდრო ხასიათს აღვიძებს.

დახვეწილი საცხოვრებელი სივრცე ყოფილი გამაგრილებელი სასმელების ქარხანაში | შენი ინტერიერი

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყარო https://www.homeis.ge/lophtis-stilis-bina-qarkhanashi/

author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
READ  სამი ჭკვიანური ხრიკი პატარა სამზარეულოს სრულყოფილად ასათვისებლად
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები