თუ გაინტერესებთ, რომელი მცენარეებია თქვენი სახლისთვის და ინტერიერისთვის უკეთესი, გაგაცნობთ მცენარეების რამდენიმე სახეობას და მათი მოვლის წესებს… ისინი აუცილებლად დაამშვენებენ თქვენი სახლის ინტერიერს.
1. მცენარე “ობობა”
“ობობა” დიდი პოპულარობით სარგებლობს ხალხში, ერთ-ერთი საუკეთესო მცენარეა შესანახად და იმ ადამიანებისთვის საჩუქრად, რომელთაც ყვავილების მოვლა და შენარჩუნება უჭირთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ მცენარეს მზის შუქი უყვარს, ის არ არის მზის უშუალო მიღების დიდი “გულშემატკივარი”. ერთადერთი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, არის მისი ჭურჭელი – რომელიც უნდა შეიცვალოს რამდენიმე წელიწადში ერთხელ. “ობობა” ჰაერის დამაბინძურებლების საწინააღმდეგო თვისებებითაც გამოირჩევა.
- ალოე ვერა
ალოე ვერას აქვს რამდენიმე სარგებელი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის შენობაშია. იგი ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით. ალოე ვერას შეუძლია ჰაერის მავნე დამაბინძურებლების შთანთქმა. მცენარის შიგთავსი მდიდარია ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით, რაც უდავოდ უნიკალურია პირველადი დახმარებისთვის ოჯახში. მცენარეს ძალიან ცოტა წყალი სჭირდება, ის სწრაფად იზრდება.
- ლავანდა
ლავანდას შენახვა ადვილია შენობაში და ცნობილია თავისი მშვენიერი სუნითა და სასიამოვნო ყვავილით. ის ხელს უწყობს სტრესისა და შფოთვის თავიდან აცილებას და გამოიყენება სპა პროდუქტების მოსამზადებლად, მათ შორის – კრემების, დეკორატიული სანთლების, აბაზანის მარილების და საპნებისთვის. საუკეთესო ადგილი ამ მცენარისთვის საძინებელია. ასე რომ, თქვენ მუდმივად ივსებით მისი სილამაზის ახალი სურნელით, განსაკუთრებით, თუ გრძნობთ მოუსვენრობას, შფოთვას ან ნერვიულობას.
- მშვიდი ლილიები-peace lilies
ეს მცენარე ცნობილია ბენზოლის, ამიაკის, ფორმალდეჰიდის და ა.შ. შთანთქმის უნარით. მშვიდობის ლილიები ყვავილობენ მშვენიერ თეთრ ყვავილებად და აფრქვევენ ყვავილოვან სურნელს. თუმცა, თუ თქვენ გაქვთ მტვერზე ალერგია, გირჩევთ თავი შეიკავოთ ამ მცენარისგან.
- ZZ plant
თუ თქვენ ეძებთ პატარა, ესთეტიკურ მცენარეებს, რომლებიც საჭიროებენ ნაკლებ წყალს და მოვლას, მაგრამ ამავე დროს ალამაზებენ თქვენს სახლს, ZZ კიდევ ერთი შესანიშნავი მცენარეა. თუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც უგულებელყოფს მცენარეებს (ავიწყდება მათი მორწყვა), მაშინ ეს მცენარე შესანიშნავად გახდება თქვენი ინტერიერის ნაწილი.
მასალის გამოყენების პირობები