შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიარქიტექტურა/მშენებლობამეგრული ოდების სილამაზე, სისადავე და უნიკალურობა

მეგრული ოდების სილამაზე, სისადავე და უნიკალურობა

მეგრული ოდების სილამაზე და სისადავე

სამეგრელოში ბევრ საინტერესო ნაგებობასა თუ შენობას შევხვდებით,მაგრამ უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ მეგრულ ოდებს,რომლებიც სამეგრელოს ნებისმიერ ქალაქსა თუ სოფელს ამშვენებს.

მეგრული ოდების სილამაზე, სისადავე და უნიკალურობა | შენი ინტერიერი

ოდები სამეგრელოში გამორჩეული და განსაკუთვრებული ნაგებობებია, რომლებიც აქტუალობას დღესაც არ კარგავს. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი სახლების თანამედროვე სტილით მოწყობამ, არქიტექტურულმა სტილმა და ახალმა ტიპის სამშენებლო მასალების ხელმისაწვდომობამ თანდათან ჩაანაცვლა ძველი ოდა-სახლები, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება არქიტექტურისა და გარემოს ჰარმონიულად შერწყმა. დღეისთვის ასეთი ოდები ძალიან ცოტა თუ არის შემორჩენილი.

მეგრული ოდების სილამაზე, სისადავე და უნიკალურობა | შენი ინტერიერი

დამეთანხმებით, ალბათ, რაოდენ ლამაზი და შთამბეჭდავია, როდესაც ბუნება ერწყმის არქიტექტურას და თან საუკუნეებსაც კი უძლებს.

ძველი ქართული ოდები ფერებითა და ორნამენტებითაა გაფორმებული.მას შევხვდებით: ზუგდიდში, აბაშაში, წყემში და ა.შ.

წყარო

 

სოფლებში გასული საუკუნის 30-50-იან და 60-იანი წლების ოდებს   შეხვდებით,რომლებიც 100 წელზე მეტია სამეგრელოს ამშვენებენ და მის ღირშესანიშნაობადაც კი იქცნენ.

 

 

ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი ტრადიციულ, მეგრულ ოდაშია განთავსებული. კრამიტით დახურული, ქვის ბოძებზე შემდგარი სახლი, კლასიკური მეგრული ოდის ნიმუშია.

იმისთვის, რომ მიხვდეთ,თუ რამხელა შრომა,სიყვარული და სილამაზე სუფევს ამ მეგრულ ოდებში, აუცილებლად ერთხელ მაინც უნდა ესტუმროთ სამეგრელოს და დაათვალიეროთ ის სილამაზე,რომლებმაც წლებს გაუძლეს.  (https://netgazeti.ge/photo/202423/ )

 

author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
READ  „უკვე სექტემბრიდან ძალიან კარგი შედეგები გვექნება, ევროპა ახალ წელს დაცულად შეხვდება“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები