ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიმუტირებული ომიკრონი (BA.2) უფრო გადამდებია - რა აჩვენა დანიურმა კვლევამ, ფხაკაძე კვლევის...

მუტირებული ომიკრონი (BA.2) უფრო გადამდებია – რა აჩვენა დანიურმა კვლევამ, ფხაკაძე კვლევის შედეგებზე

01/02/2022

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე დანიურ კვლევებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ „ომიკრონის“ მეორე ვარიანტი ბევრად უფრო გადამდებია.


მისი თქმით, ბუსტერი ერთადერთი გამოსავალია შექმნილ სიტუაციაში.


„✅BA.2 „ომიკრონის“ ვარიანტი არის 1.5 ჯერ უფრო გადამდები ვიდრე “ორიგინალი” ომიკრონი (BA.1), ახალი კვლევა დანიიდან სადაც 8500 ოჯახი იყო შესწავლილი.


✅მუტირებული ომიკრონი (BA.2) ასევე უფრო იოლად არიდებს ადამიანის იმუნურ თავდაცვის სისტემას (გადატანიდან თუ ვაქცინაციიდან).


✅დროზე აიცერით ბუსტერით“ … წერს ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.


ცნობისთვის, 31 იანვარს Reuters-მა გამოაქვეყნა დანიური კვლევები, რომლის მიხედვით, „ომიკრონ ქვევარიანტი BA.2 უფრო ინფექციურია, ვიდრე „ორიგინალი“.


კვლევაში მონაწილეობდა 85000-ზე მეტი ოჯახი და ჩატარდა, გასული წლის დეკემბერში და 2022 წლის იანვარში.

„ჩვენ ვასკვნით, რომ ომიკრონ BA.2 არსებითად არსებითად უფრო გადამდებია, ვიდრე BA.1, და რომ მას ასევე გააჩნია იმუნური თვისებები, რაც კიდევ უფრო ამცირებს ვაქცინაციის დამცავ ეფექტს ინფექციის წინააღმდეგ“, – აცხადებენ კვლევის მკვლევარები.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი შემთხვევა დაფიქსირდა.


ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ ქვეყანაში ინფიცირების რეალური მაჩვენებელი გაცილებით მეტია



24 201 დაინფიცირებული და 36 გარდაცვლილი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

კულუმბეგოვი: პიკურ სიტუაციაში ვართ, ყოველდღიური კოვიდინფიცირების რეალური მაჩვენებელი 60-70 ათასის ფარგლებშია

შეიძლება „ომიკრონის“ პირველი ვარიანტი გადაიტანოთ და შემდეგ მეორე ვარიანტი დაგემართოთ – იმნაძე „ომიკრონით“ რეინფიცირებაზე

“რას ჰქვია ბათილდება? ბატონი გიორგის გამონათქვამებზე ახლა კომენტარს ნუ მომთხოვთ, თუ შეიძლება” – რას პასუხობს პაატა იმნაძე ფხაკაძეს



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/mutirebuli-omikroni-ba-2-ufro-gadamdebia-ra-achvena-daniurma-kvlevam-fkhakadze-kvlevis-shedegebze


READ  რა უნდა გაითვალისწინოთ რბილი ავეჯის შეძენისას - დეტალები, რომელიც თქვენს სიჯანსაღეს განაპირობებს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები