26/01/2023
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე უკრაინაში „ომიკრონის“ ახალი შტამის, ე.წ. „კრაკენის“ დადასტურებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, „მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კოვიდინფიცირება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობა დაუცველია“.
„უკრაინაში კოვიდის ახალი შტამი გამოჩნდა და საქართველოში ოფიციალურად როდის გვაცნობებენ ახალი შტამის შემოსვლის შესახებ? თუ ჩრდილოეთ კორეის მაგალითს ვიყენებთ და „უსახელო“ ვირუსებზე საუბარს ვაგრძელებთ?
კოვიდის ომიკრონის ქვეშტამ „კრაკენის“ შემოსვლის შესახებ მე ჯერ კიდევ 11 იანვარს დავწერე პოსტი.
რამდენი ადამიანი დაინფიცირდა საქართველოში, ამის შესახებ სამინისტრო რატომღაც დუმს.
მე-3 პრეზიდენტის კოვიდინფიცირება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყნის მოსახლეობა დაუცველია, განსაკუთრებით, 65 წელს გადაცილებული და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები.
პირბადე არის ერთადერთი იარაღი თქვენს ხელში ამ ვირუსის წინააღმდეგ… გამოიყენეთ პირბადე!“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil