ორშაბათი, ნოემბერი 11, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგირა გზის გავლა მოუწევთ სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად? - ინტერვიუ

რა გზის გავლა მოუწევთ სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად? – ინტერვიუ

01/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

ჟურნალისტი – ელენე გოგბერაშვილი

სტუმარი – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე


  • კლინიკები საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის მისაღებად ემზადებიან;

  • რა გზის გავლა მოუწევთ სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად?

  • რა ღირს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა კლინიკებში;

  • რას შეცვლის აკრედიტაციის პროცესი ჯანდაცვის სექტორში;


– თქვენ წარმოადგენთ საერთაშორისო მაკრედიტებელ ორგანიზაციას – აკრედიტაცია კანადას. ამ ორგანიზაციას აქვს ამ სტანდარტების დანერგვის საკმაოდ დიდი გამოცდილება.

უკვე თანამშრომლობს თუ არა ეს ორგანიზაცია სამედიცინო დაწესებულებებთან. რა გზის გავლა უწევთ ამ პროცესისთვის? რამდენად რთული პროცესია როგორც დროის, ასევე ფინანსების გათვალისწინებით და რა ვადებში შეძლებენ კლინკები ამ სტანდარტების დანერგვას.


– მადლობა გიხდით მოწვევისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აკრედიტაციის პროცესი დაიწყო ქვეყანაში.


არის 6 სააკრედიტაციო ორგანიზაცია ოფიცალურად რეგისტრირებული და აღიარებული ჯადაცვის სამინისტროს მიერ. აკრედიტაცია კანადა სიაში არის პირველი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო აღიარებს, როგორც ერთ-ერთ საერთაშორისო მაკრედიტირებელ ორგანიზაციას.


რაც შეეხება პროცესს, აკრედიტაცია კანადა ბევრ ქვეყანაშია. საქართველო არის 39-ე ქვეყანა. დაახლოებით 15 ათასამდე სამედიცინო დაწესებულება არის აკრედიტირებული აკრედიტაცია კანადის მიერ.


აკრედიტაცია კანადა პროცესს უყურებს როგორც, უფრო მორგებულ ადგილობრივ ბაზარზე, – თუ რა ხდება. ჩვენ ვუყურებთ პროცესს ისე, რაც არის რეალობა, – ფინანსური, ადამიანური და ტექნიკური რესურსები.


ამის შედეგად ჩვენი სდანდარტები მორგებულია ქვეყანას. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ფაზისური სტანდარტები, რომელიც არის ზოგიერთ ქვეყანაში და არის სტანდარტები, რომელიც მორგებულია ადგილობრივ ბაზარს.


როგორ ვმუშაობთ ჩვენ?


საქართველოში ჩამოყალიბდა ისეთი მოდელი, რომელიც დაეხმარება ქართულ სამედიცინო დაწესებულებებს, ეს პროცესი გაირონ რაც შეიძლება ნაკლები სირთულეების გარეშე.


რა თქმა უნდა, სირთულეები იქნება. ჩვენ გადავხედეთ, რა მოდელი არსებობს მთელს მსოფლიოში, სად რა მოდელია და ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მოდელი, რომელიც ყველაზე მისაღებია ქართველი ბაზრისათვის.


საქართველოში ჩამოყალიბდა აკრედიტაცია კანადას ოფიციალური წარმომადგენლობა. ეს არ არის მეორადი ორგანიზაცია, ბიზნესგაყიდვების ან მარკეტინგის კუთხით. საქართველოში არის სრულყოფილი ოფისი. მე გახლავართ აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში.


ჩვენი გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩამოყალიბდა აკრედიტაცია კანადას მრჩეველთა გუნდი. 12 ადამიანს უკვე უტარდება ტრენინგი. კანადელები გაუწევენ მათ დახმარებას.


საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომელთა 90 პროცენტზე მეტი არ საუბრობს ინგლისურად. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა. კომუნიკაცია უნდა გვქონდეს საავადმყოფოების წარმომადგენლებთან იმ ენაზე, რომელზეც ისინი საუბრობენ. ინგლისური ენის არცოდნა იყო პირველი ბარიერი, მეორე არის ის, რომ აკრედიტაციის სტანადრატები არასოდეს ყოფილა ქვეყანაში.


ჩვენ ვფიქრობთ, რომ დისტანციურად ეს პროცესი არ იმუშავებს. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ საქართველოში გახსნილიყო ოფისი და დაგვენისნა მრჩევლები. ის 12 ადამიანი, რომელთა გადამზადებაც ხდება, ვერ მიიღებენ მონაწილეობას ქართული საავადმყოფოების შეფასებაში. მათ შეუძლიათ, საავადმყოფოები შეაფასონ სხვა ქვეყნებში. ეს არის ინტერესეთა კონფილიქტის მაქსიმალურად შემცირება, მაგრამ ქართველი მრჩევლები დაეხმარებიან საავადმყოფოებს, არა როგორც კონსულტანტები, არამედ როგორც მრჩევლები, რჩევებს მისცემენ იმ მიმართულებით, რომ საავადმყოფოები სწორი გზით წავიდნენ, საავადმყოფოებმა ფოკუსირება მოახდინონ მთლიანად იმ სტანდარტებზე, რაც არის გაწერილი აკრედიტაცია კანადაში…




საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.


ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze





მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
იტალიის ამ ქალაქებს საუკეთესო ცენტრალური ქუჩა აქვთ

იტალიის ამ ქალაქებს საუკეთესო ცენტრალური ქუჩა აქვთ

8 November, 2024
დატვირთვის ტესტი – საეკლესო საავადმყოფო “ქსენონში”

დატვირთვის ტესტი – საეკლესო საავადმყოფო “ქსენონში”

ნოემბერი 8, 2024
„ყველა მომენტი მახსენებს, თუ როგორი იღბლიანი ვარ“ – ბერა ივანიშვილი მეუღლეს ემოციური სიტყვებით მიმართავს

„ყველა მომენტი მახსენებს, თუ როგორი იღბლიანი ვარ“ – ბერა ივანიშვილი მეუღლეს ემოციური სიტყვებით მიმართავს

10 ნოემბერი 2024
ყვარელში „ილიაობა“ აღინიშნა

ყვარელში „ილიაობა“ აღინიშნა

ნოემბერი 8, 2024
ჩინეთის მავალმა შორეულ წარსულში მარსზე არსებული ოკეანის კვალს მიაგნო

ჩინეთის მავალმა შორეულ წარსულში მარსზე არსებული ოკეანის კვალს მიაგნო

8 ნოემბერი 2024
12 ნოემბრამდე საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება

12 ნოემბრამდე საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება

ნოემბერი 8, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

ოქტომბერი 30, 2024
ისტორია მოკლე კაბებიდან ჩადრამდე

ისტორია მოკლე კაბებიდან ჩადრამდე

ნოემბერი 9, 2024
სპეციალური ქართული თარო სახელწოდებით “საქართველოს თარო”კატალონიის ბიბლიოთეკაში შეიქმნა

სპეციალური ქართული თარო სახელწოდებით “საქართველოს თარო”კატალონიის ბიბლიოთეკაში შეიქმნა

10 ნოემბერი 2024
თბილისში „სპორტული ორიენტირების“ საერთაშორისო კვირეული მიმდინარეობს

თბილისში „სპორტული ორიენტირების“ საერთაშორისო კვირეული მიმდინარეობს

ნოემბერი 10, 2024
Trello – ყველაზე პოპულარული პროექტის მართვის ინსტრუმენტი მცირე ბიზნესებისთვის

Trello – ყველაზე პოპულარული პროექტის მართვის ინსტრუმენტი მცირე ბიზნესებისთვის

ნოემბერი 10, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები