21/12/2020
თუ კორონავირუსის ახალი შტამი საქართველომდე მოაღწევს, ჯანდაცვის სისტემას კოლაფსი ელოდება – ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.
„თუ ვერ მოხდება ამ ვირუსის შეჩერება და ეს გავრცელდება ევროპის კონტინენტზე და საქართველომდე მოვა, ჩვენთან იქნება უფრო სავალალო მდგომარეობა. დავინახეთ, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერ მართავს ამ ვირუსს. თუ ის მოხვდება საქართველოში, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება. აქ ხარისხიანი სამედიცინო პირბადე შეიძლება იყოს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რომ ვიყოთ დაცულები, ვინაიდან, შეიძლება, ჩვეულებრივი პირბადე არ იყოს საკმარისი ამ შტამის საწინააღმდეგოდ”, – ამბობს „მთავარი არხის“ ეთერში გიორგი ფხაკაძე.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი, უფრო სწრაფად გავრცელებადი ვარიანტი დიდ ბრიტანეთში დააფიქსირეს.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil