12/08/2021
ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საკუთარ გამომწერებთან საკმაოდ აქტიურ კონტაქტშია.
ის პირდაპირი ეთერის მეშვეობით მსმენელების კითხვებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხშირად პასუხობს და ასევე, როგორც თავად ამბობს, პირადი შეტყობინების სახით ათასობით წერილს იღებს.
ამჯერად, პროფესორმა იმ წერილების სქრინები გამოაქვეყნა, რომლებიც მისი შეფასებით, ექიმისთვის საუკეთესო საჩუქარია.
„ამ ბოლო დროს ყოველდღე ათასობით ასეთი წერილი მომდის. რამდენჯერ ვიფიქრე, დავიღალე-მეთქი, მაგრამ ასევე ვფიქრობდი და ვფიქრობ, რომ ეს ჩემი მოვალეობაა, შინაგანი ვალდებულებაა.
ამ წერილების წაკითხვა ექიმისათვის საუკეთესო საჩუქარია … ეს არის გადარჩენილი სიცოცხლის საჩუქარი … სიცოცხლის ფასი ყველაზე კარგად ექიმმა იცის, ამაში ნუ შემედავებით.
გამოიყენეთ ფხაკაძის პირბადე ყველგან და ყოველთვის… ასევე, დაიცავით 2-მეტრიანი დისტანცია. ამით ახლა თქვენ გადაარჩენთ თქვენს თავს და ყველას თქვენ ირგვლივ. აიცერით „ფაიზერის“ ან „მიდერნას“ ვაქცინით. გადაარჩინეთ თქვენი სიცოცხლე, დაიცავით სხვები და ამით დაეხმარებით, დაამარცხოთ ეს ვერაგი ვირუსი“, – ვკითხულობთ ფხაკაძის ფეისბუკ-პოსტში.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil