25/05/2021
ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, ამბობს, რომ 2023 წელი იქნება პანდემიის დამთავრების წელი.
„მე დეკემბერში ვთქვი, რომ მესამე ტალღა იქნებოდა აპრილში, მაისის მესამე კვირას კი ყველაფერი გამოსწორდებოდა და საწოლები იქნებოდა თავისუფალი. ახლა თქვით, რომ გიორგი ფხაკაძე არის ლელა კაკულია. 4 დეკემბერს ვთქვი და ახლა წინასწარმეტყველების მედალი უნდა მოვითხოვო. მაგრამ ეს არ არის წინასწარმეტყველება, ეს არის მეცნიერება“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.
„მე ვფიქრობ, მჯერა, 2023 წელი იქნება პანდემიის დამთავრების წელი. წელიწადნახევარი მოვითმინეთ, 6-8 თვეც მოვითმინოთ, წესები დავიცვათ და ყველაფერი იქნება კარგად.
საბოლოოდ ეს ვირუსი სეზონური გრიპის სახეს მიიღებს და სიცივეში უფრო აქტიური იქნება, ზაფხულში კი სუფთა ჰაერზე ძალას დაკარგავს. მოვემზადოთ” – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil