15/08/2021
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამომწერებს ლაივჩართვებს სთავაზობდა და კორონავირუსთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციებს უზიარებდა. ექსპერტი პირდაპირი ეთერის მეშვეობით მსმენელების კითხვებსაც პასუხობდა და გარკვეულ რჩევა-რეკომენდაციებს აძლევდა.
„მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე ლაივების შეწყვეტა – ქვეყანაში საარჩევნო კამპანიაა და არ მინდა, ჩემი ლაივები რომელიმე პარტიის სასარგებლოდ, ან საწინააღმდეგოდ იქნას გამოყენებული. მე ვარ აპოლიტიკური ადამიანი და არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვუჭერ მხარს, იმიტომ, რომ ვერავინ დავინახე ისეთი, რომლებზეც ვიტყოდი, მაგრები არიან და მოდი, საქმე ერთად ვაკეთოთ-მეთქი“, – განაცხადა ფხაკაძემ.
თუმცა განმარტა, რომ მედიასთან კომუნიკაციას არ შეწყვეტს.
„ძალიან გთხოვთ, ნუ მწერთ, ჩამოდი საქართველოში და საქმე გააკეთეო, ჯერ ერთი, არავინ დამპატიჟა, არც ერთი კონკრეტული წინადადება არ მიმიღია, ვინმეს რომ ჩემი ჩართულობა სჭირდებოდეს, ამის გზა ყოველთვის არსებობს, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებს, მხოლოდ „მაშავებენ“ ხან ერთი, ხან მეორე მხრიდან. ტელევიზიებს ყოველთვის მივცემ კომენტარს, ლაივებს აღარ ჩავწერ.
ათიათასობით ადამიანმა გამომიგზავნა წერილები და სურათები, თქვენ დაგიჯერეთ და ავიცერითო. ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე არის უფრო უსაფრთხო. ეს არის ის, რაც მე მამოძრავებდა. სხვა არაფერი მაინტერესებს, ზოგიერთებისგან განსხვავებით“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
14 აგვისტოს გიორგი ფხაკაძემ განაცხადა, რომ ეს ფეისბუკში მისი ბოლო პირდაპირი ჩართვაა. მიზეზი შემდეგნაირად განმარტა:
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
წყარო: https://old.primetime.ge/ratom-tqva-uari-giorgi-fkhakadzem-feisbuk-laivebze-eqspertis-ganmarteba/