ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგირომელ ვაქცინას გაიკეთებს გიორგი ფხაკაძე – გაეროს ქართველი მრჩეველი ამ დრომდე არ...

რომელ ვაქცინას გაიკეთებს გიორგი ფხაკაძე – გაეროს ქართველი მრჩეველი ამ დრომდე არ…

13/03/2021

კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა თუ არა გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში და რომელ ვაქცინას ანიჭებს ის უპირატესობას – ამ კითხვებით “პრაიმტაიმი” გიორგი ფხაკაძეს დაუკავშირდა.

როგორც მან განაცხადა, ამ დრომდე მას ვაქცინა არ გაუკეთებია, რადგან ჯერჯერობით მისი ასაკის ადამიანები საფრანგეთში არ აუცრიათ, რაც შეეხება შვეიცარიას, სადაც ქართველი პროფესორი მუშაობას, იქ ვაქცინის საკმარისი მარაგი არ აქვს. თუმცა, გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, რომ გაიკეთებს იმ ვაქცინას, რომელსაც შვეიცარიის მთავრობა შეარჩევს, რადგან ის შვეიცარიის ხელისუფლებას ენდობა.

“სამწუხაროდ, ვაქცინა ამ დრომდე არ მაქვს გაკეთებული, რადგან საფრანგეთში ჩემი ასაკის ადამიანებს ჯერ არ ცრიან, ხოლო ჟენევაში ვაქცინის საკმარისი რაოდენობა არ არის.

მოგეხსენებათ, შვეიცარიაში დიპლომატიური სტატუსით ვიმყოფები, ვმუშაობ, ამიტომ ავიცრები, როგორც შვეიცარიის მოქალაქე და ეს მაშინ მოხდება, როცა ჩემი ასაკის ადამიანების ვაქცინაცია დაიწყება.

– რომელი ვაქცინით აიცრებით?
– იმ ვაქცინით ავიცრები, რომელსაც შვეიცარიის მთავრობა გადაწყვეტს, რადგან მე შვეიცარიის მთავრობას ვენდობი.

– როგორია თქვენი პროგნოზი პანდემიის დასრულებასთან დაკავშირებით?
– ძალიან რთულია წინასწარ ამ საკითხზე საუბარი, რადგან ამ დროისთვის რაც ნამდვილად ვიცით, ერთადერთი ისაა, რომ შეიძლება ვირუსის გავრცელება შევამციროთ თუ სამედიცინო პირბადეს გამოვიყენებთ, დავიცავთ ორმეტრიან სოციალურ დისტანციას, ხელებს ხშირად დავიბანთ…

ვაქცინები და ახალი პრეპარატები კიდევ გამოჩნდება. კომპლექსურად ეს ყველაფერი კი მოგვცემს საშუალებას, რომ პანდემია შევასუსტოთ, მაგრამ გარანტიას ამის შესახებ ჯერჯერობით ვერავინ მოგვცემს, რადგან ვირუსი ბოლომდე შესწავლილი არ არის, კიდევ შესწავლის პროცესში ვიმყოფებით და პერიოდულად ახალ-ახალ აღმოჩენებს ვაწყდებით.

– ახალ შტამებთან დაკავშირებით, რას იტყვით, როგორია გავრცელების საფრთხე?
– ბრიტანული შტამით ჟენევაში 80 პროცენტია ინფიცირებული, აღნიშნული შტამი სწრაფად გავრცელებადია, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებში. ბრიტანული შტამის გავრცელების გაკონტროლება კლასტერებზე მკაცრი მიდევნებით არის შესაძლებელი. ეს ერთადერთი შესაძლებლობაა, ინფიცირებულები გამოვლინდეს და ამით ვირუსის გავრცელება მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.

– როგორ აფასებთ საქართველოში ​ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედ შეზღუდვებს?
– მოსახლეობა დაიღალა ჩაკეტვით, დეპრესიული ფონი საკმაოდ გაიზარდა, გახშირდა ქრონიკული დაავადებების რიცხვიც. საჭიროა კომენდანტის საათის შენარჩუნება, რათა მინიმუმადე იქნეს დაყვანილი თავშეყრა და ადამიანთა კონტაქტი, მაგალითად, საფრანგეთში, კომენდანტის საათი 18:00 საათიდან იწყება, კაფე-ბარებიც დაკეტილია.

– რას იტყვით ასტრაზენეკას ვაქცინაზე?
– ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნაში წერია, რომ სამხრეთაფრიკული შტამის წინააღმდეგ ამ ვაქცინის ეფექტიანობა 20 პროცენტია, თუმცა ამ შტამის წინააღმდეგ ეს ეფექტიანობა და სიკვდილიანობის შემცირება მაინც დადებითი ეფექტია, რადგან უარესს ნამდვილად სჯობს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/romel-vaqtsinas-gaiketebs-giorgi-fkhakadze-gaeros-qartveli-mrcheveli-am-dromde-ar-atsrila/



მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
Media Holding Sheni: Revolutionizing Public Health Communication in Georgia

Media Holding Sheni: Revolutionizing Public Health Communication in Georgia

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები