ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებიკომპანია Davbuild რემონტთან დაკავშირებულ უსიამოვნო სტერეოტიპებს ამსხვრევს და გარანტიის პრეცედენტს ქმნის -...

კომპანია Davbuild რემონტთან დაკავშირებულ უსიამოვნო სტერეოტიპებს ამსხვრევს და გარანტიის პრეცედენტს ქმნის – ინტერვიუ დამფუძნებელ ნინო დავლაძესთან

საცხოვრებელი თუ საოფისე ფართის რემონტი ყველა ჩვენგანისთვის დიდ მნიშვნელობას იძენს და დაგვეთანხმებით, რომ ამისთვის განსაკუთრებით ვემზადებით ხოლმე.

რემონტს საქართველოში თან არაერთი სტერეოტიპი ახლავს, მაგალითად, ეს უკავშირდება დადგენილი ვადის გადაცილებას, არასათანადოდ შესრულებულ საქმეს და ა.შ.

Sheniinterieri.ge გთავაზობთ სარემონტო კომპანია Davbuild -ის დამფუძნებელ ნინო-რუსუდან დავლაძესთან ინტერვიუს, რომელიც აღნიშნულ სტერეოტიპებს ანგრევს და დამკვეთს ხარისხის გარანტიად ოფიციალურ შეთანხმებას სთავაზობს.

კომპანია Davbuild რემონტთან დაკავშირებულ უსიამოვნო სტერეოტიპებს ამსხვრევს და გარანტიის პრეცედენტს ქმნის – ინტერვიუ დამფუძნებელ ნინო დავლაძესთან | შენი ინტერიერი

„პროფესიით ფინანსისტი ვარ. სულ მინდოდა  საკუთარი ბიზნესი მქონოდა. თუმცა, რა სფეროში ვცდიდი ბედს არ ვიცოდი. დაკვირვებამ აჩვენა რომ  ქალების ჩართულობის გარეშე, ხარისხიანი რემონტი არ გამოდის. შესაბამისად, დღეს თქვენს წინაშე ვარ.” 

-კომპანია „DAVBUILD-დავბილდი“ ამ სახელით, რომლითაც ახლა ოპერირებს, ახალი შექმნილია – რეორგანიზებულია. ეს  სარემონტო კომპანია მოგემსახურებათ ყველანაირი მიმართულებით – ეს იქნება საცხოვრებელი სახლების რემონტი, დემონტაჟი, საოფისე ფართის თუ კვების ობიექტის აღჭურვილობა.

კომპანია Davbuild რემონტთან დაკავშირებულ უსიამოვნო სტერეოტიპებს ამსხვრევს და გარანტიის პრეცედენტს ქმნის – ინტერვიუ დამფუძნებელ ნინო დავლაძესთან | შენი ინტერიერი

კომპანია გთავაზობთ სრულ მომსახურებას, დაწყებული პროექტირებით დამთავრებული ინტერიერის საბოლოო სახის მიღებამდე.

რაც შეეხება პროექტირებას – ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია მთელს ამ პროცესში. სამწუხაროდ, ფიზიკური პირები საცხოვრებელი სახლის რემონტისას ამას ყურადღებას ნაკლებად აქცევენ მაგრამ თუ არის, სავაჭრო ცენტრი, კვების ობიექტი, ოფისი და ა.შ.  პროექტის გარეშე ძალიან რთულია დეტალების განსაზღვრა დამკვეთისთვის. მითუმეტეს, თუ ის არ არის კერძო კუთვნილებაში და განთავსებულია ე.წ. მოლებში ან სივრცით ადგილებში, აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ სტანდარტებს, რომელიც დადგენილია ჩვენს ქვეყანაში. ეს იქნება სახანძრო უსაფრთხოება, სიგნალიზაცია, ვენტილაცია, სამეთვალყურეო სისტემა თუ სხვა… შესაბამისად, ვაკმაყოფილებთ ყველა  მოთხოვნას.

კომპანია Davbuild რემონტთან დაკავშირებულ უსიამოვნო სტერეოტიპებს ამსხვრევს და გარანტიის პრეცედენტს ქმნის – ინტერვიუ დამფუძნებელ ნინო დავლაძესთან | შენი ინტერიერი

ამასთან, ვიზუალური მხარე, დიზაინერის მომსახურებაც თუ გჭირდებათ, ჩვენს კომპანიაში სრული მომსახურებაა გაერთიანებული, რაც რემონტს სჭირდება.

– საინტერესოა, ესე იგი, ინტერიერის დიზაინერის მომსახურებაც გაქვთ?

-დიახ. პროექტირებაში იგულისხმება როგორც საინჟინრო პროექტირება, ასევე ინტერიერის დიზაინის მიმართულებაც.

ასეთი მომსახურება ბიუჯეტურიც გამოდის, რადგან  პროექტირების ეტაპი იმდენად მნიშვნელოვანია შემსრულებლისთვის, რამდენადაც თუ პროექტში ყველაფერი სწორად არის დაცული, შემსრულებელს უმარტივდება საქმის შესრულება, ასევე დამკვეთს უმარტივდება აღიქვას, რაც შეუკვეთა მიიღო თუ არა ზუსტად ის შედეგი. ჩვენ ვცდილობთ გვქონდეს მეტი კომფორტი ერთ სივრცეში.

READ  როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

-ნინო, მოდი, ვთქვათ, რომ საქართველოში  რემონტი ძირითადად ასოცირდება დროში გაწელილ პერიოდთან, ნერვიულობასთან და ზოგჯერ არასასიამოვნო შედეგთან… რა არის თქვენი მნიშვნელოვანი გზავნილი, რამდენად ზუსტად ასრულებთ სამუშაოს იმ ვადებში, რასაც დამკვეთს უთანხმებთ და როგორ ხარისხს სთავაზობთ მათ?

-დიახ, მართალია, ძალიან დიდ ნერვულ და ადამიანურ რესურსს მოითხოვს ეს პროცესი. საქართველოში არსებობს სტერეოტიპი, რომ “ყველა ხელოსანი მატყუარაა”, ამისთვის არის შექმნილი ეს კომპანია, რომ ეს სტერეოტიპი დაინგრეს.

ნამდვილად შრომატევადია ეს საქმიანობა, თუმცა თუ წინასწარ სწორად გაქვს განსაზღვრული, რომელი საქმის შესასრულებლად რა გჭირდება, შესაბამისად, საზღვრავ ვადას და ყველა სხვა დეტალს…

კომპანია Davbuild რემონტთან დაკავშირებულ უსიამოვნო სტერეოტიპებს ამსხვრევს და გარანტიის პრეცედენტს ქმნის – ინტერვიუ დამფუძნებელ ნინო დავლაძესთან | შენი ინტერიერი

თავიდან, როდესაც დამკვეთთან ვიწყებთ მუშაობას, თავიდანვე გათვლილია თითოეული დეტალი.

ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ, აუცილებლად ვიცავთ ვადას, რომელსაც წინასწარვე ვსაზღვრავთ. მე არ ვგულისხმობ გაუთვალისწინებელ, ფორსმაჟორულ სიტუაციებს, მაგრამ სხვა შემთხვევაში, თუ ვიწყებთ შავი ან თეთრი კარკასიდან რემონტს, ვადაც ამის მიხედვით იცვლება, გააჩნია კვადრატულობასაც…

– აქვე შევთანხმდეთ, რომ ხარისხიანად შესრულებულ სამუშაოს განაპირობებს პროფესიონალიზმი და გამოსაყენებელი მასალების ხარისხი – ამ მიმართულებით რა გარანტიას აძლევთ დამკვეთს?

-იმდენად გაჯერებული არის ჩვენი ბაზარი სხვადასხვა ბრენდის პროდუქციით, რომ თითქმის ყველაფრის შეძენა შეგვიძლია საქართველოში.

თუმცა მრავალფეროვნებისთვის, ასევე შემოგვაქვს კონკრეტული მიმართულების განსხვავებული ბრენდები სხვა ქვეყნებიდანაც, რომლებიც არაბიუჯეტურია, მაგრამ არის საუკეთესო ხარისხის.

თუ ასე ვთანხმდებით, შესაბამისად, ვადაც ამაზეა მორგებული. ძალიან ბევრი იმპორტიორია, რომლებიც ძალიან ხარისხიანი პროდუქციით ავსებენ ბაზარს და არჩევანიც გვაქვს ძალიან ფართო.

ჩვენს ერთ-ერთ პლუსად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ ყოველ ჯერზე ყველა ბრენდს ვათანხმებთ დამკვეთთან. საუკეთესო სამი ბრენდიდან არჩევანის საშუალებას ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით ვთავაზობთ.

რაც შეეხება ხელოსნების პროფესიონალიზმს, მე ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ხელოსნების ანაზღაურება დაბალია ან იაფად მუშაობენ ისინი. ხელოსანი იმდენ რესურსს და დროს ხარჯავს ამ ყველაფერში და იმხელა პასუხისმგებლობას იღებს, რომ თავადვეა დაინტერესებული, საქმე იდეალურად შეასრულოს. ჩვენთან გადაზღვევის ნაწილში დამკვეთისთვის შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ ბოლო წამამდე, სანამ ზუსტად ის შედეგი არ დაიდება, რაც დამკვეთს უნდა, ჩვენი კომპანია იღებს სრულ პასუხისმგებლობას.

READ  B ჰეპატიტი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

გარდა იმისა, რომ პროფესიონალი გუნდით ვარ დაკომპლექტებული, პირადად ვარ ჩართული მთელს პროცესში – ეს იქნება მასალების შერჩევა, პროექტორების დეტალები თუ სხვა… ეს მოტივაციას მატებს თანამშრომლებს და მეც მიადვილებს პროცესის მსვლელობაზე კონტროლს… თავისმხრივ დამკვეთი ხედავს, რომ გულით ვუდგებით მის საქმეს.

-ნინო, რემონტს ახასიათებს სეზონურობა და ალბათ, თქვენი საქმიანობაც ამაზეა დამოკიდებული… რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს – რომელ სეზონზე დაიწყონ რემონტი?

-გააჩნია, რა ტიპის რემონტი სჭირდებათ. თუ ამას განსაზღვრავს დამკვეთი, მაშინ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სეზონურობა ამ მხრივ არ არსებობს. არის სამუშაოები, რომლებიც ღია ცის ქვეშ ტარდება და სჭირდება შესაბამისი ამინდი გაშრობისთვის. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება გაკეთდეს ზამთარში. თავისუფლად შეიძლება ზამთარშიც მივიღოთ ისეთივე შედეგი გაშრობის კუთხით, უბრალოდ, მეტი დრო სჭირდება.

ხოლო, როდესაც დახურულ სივრცეში ვმუშაობთ და შიდა რემონტს ვაკეთებთ, ამ შემთხვევაში საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, გარეთ როგორი ამინდია. რემონტების ე.წ. ბუმი მაინც გაზაფხულიდან იწყება და გრძელდება შუა ზაფხულამდე, ივლისის ბოლომდე დაახლოებით, აგვისტოში უკვე შედარებით იკლებს. შემდეგ ისევ აქტიური სეზონია შემოდგომა, დაზამთრებამდე.

-გვიამბეთ თქვენი საქმიანობის დეტალებზე – აფორმებთ თუ არა ოფიციალურ კონტრაქტს, ხელშეკრულებას დამკვეთთან?

-დიახ, კონტრაქტი აუცილებელიც კია, რომ ორივე მხარის უფლებები დაცული იყოს. ასევე ვალდებულებები, რომლებსაც საკუთარ თავზე ვიღებთ, ამის გარანტიას იძლევა კონტრაქტი.

თუმცა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ადამიანური ფაქტორია მნიშვნელოვანი და აქედან გამომდინარე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პასუხისმგებლიანი გუნდი მყავს.

ყველა დამკვეთთან ინდივიდუალური კონტრაქტი ფორმდება პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად. არ ვართ ორიენტირებული დამკვეთის თანხის დიდი რაოდენობით დახარჯვაზე. გვაქვს ჩვენი კონკრეტული ანაზღაურება, რაც შეთანხმების შედეგად დგინდება და უბრალოდ, დამკვეთი თავიდან ირიდებს იმ სირთულეებს, როგორიცაა: მასალების შეგროვება, შედარება, დაწყობა, მიტანა და ეს რთული პროცესი მას მოხსნილი აქვს, პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩვენ და პასუხსაც გვთხოვს ჩვენ. ჩემი გადმოსახედიდან, ეს ძალიან კომფორტულია, რადგან უფრო ამარტივებს ყველაფერს დამკვეთისათვის.

READ  დახვეწილი საცხოვრებელი სივრცე ყოფილი გამაგრილებელი სასმელების ქარხანაში

– საუბარი, დავიწყეთ სტერეოტიპებით, რაც უკავშირდება რემონტს… რამდენად ურჩევთ ადამიანებს, აირჩიონ ისეთი კომპანიები, რომლებიც ოფიციალურ კონტრაქტს აფორმებენ და არ მოქმედებენ სიტყვიერი შეთანხმებით, რასაც ბევრი გაურკვევლობა სდევს თან?

-თუ სტერეოტიპებზე ვსაუბრობთ, ვისურვებდი, რომ ამ სფეროში იყოს ძალიან ბევრი ქალი. საცხოვრებელი ფართის საჭიროებებზე პრაქტიკული მიდგომები ქალებს მეტად გვაქვს. შესაბამისად, ქალის ხედვა აბსოლუტურად სხვანაირია და უფრო მისაღებია დამკვეთის კუთხით ქალის შეფასება.

კომპანია Davbuild რემონტთან დაკავშირებულ უსიამოვნო სტერეოტიპებს ამსხვრევს და გარანტიის პრეცედენტს ქმნის – ინტერვიუ დამფუძნებელ ნინო დავლაძესთან | შენი ინტერიერი

თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოში უკვე ბევრი ქალი არის ჩართული ამ სფეროში, რაც ძალიან მახარებს. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ხელშეკრულების პირობის ცვლილება, თუ ორივე მხარე არის თანახმა, ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

ხელშეკრულება ორივე მხარეს გვჭირდება იმისთვის, რომ ვიყოთ მშვიდად იქიდან გამომდინარე, რაზეც ვისაუბრეთ, რაც ორივე მხარემ გადაწყვიტა ნამდვილად და შესაბამისად შესრულდეს. შეცდომები ყველა სფეროში ხდება, თუმცა გამოუსწორებელი არაფერია და, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ურთიერთობის დონეზე ეს მარტივად მოგვარებადია.

-რას ისურვებდით იმისთვის, რომ თქვენი საქმიანობა განვითარდეს, წინ წავიდეს? რა იქნება თქვენთვის ბიძგი ამ საქმიანობის განვითარებისათვის?

-ახლა, რაც დისკომფორტს მიქმნის, როგორც ამ სფეროში მყოფ ადამიანს, არის ის, რომ ჩვენმა მომწოდებლებმა, მასალების ტექნიკური მახასიათებლების ერთმანეთისგან განმასხვავებელი ნიშნები ცოტა ნაკლებად იციან. შეიძლება ჰქონდეთ ერთი და იმავე დანიშნულების სხვადასხვა ბრენდის მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელსაც ჰქონდეს განსხვავებული ფასი, მაგრამ არგუმენტირებულად ვერ აგიხსნიან, რატომ არის  სხვადასხვა ღირებულების ან რით განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან.

ძირითადად ეს არის პრობლემა და ვისურვებდი, რომ პროდუქციის მომწოდებლები მეტად კვალიფიციურები იყვნენ. კიდევ ერთი პრობლემა რაც არის, ეს არის უნდობლობა დამკვეთის მხრიდან. მათი გამოცდილების ხარჯზე დამკვეთი ყოველთვის ნაკლებად გენდობა.

თუმცა, ზუსტად ამ მიდგომების, სტერეოტიპების ცვლილებებია მთავარი მესიჯი ჩემი მხრიდან.

რემონტისგან უნდა მივიღოთ სიამოვნება და არა დაღლა.

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

31 მარტი 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ მწვანილი დიდხანს და დავიცვათ გაფუჭებისგან

როგორ შევინახოთ მწვანილი დიდხანს და დავიცვათ გაფუჭებისგან

მარტი 31, 2025
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები