23/04/2021
ჩემი რჩევაა, სანამ არ ხართ ინფიცირებული, იზრუნეთ შთამომავლობაზე, სანამ ხართ ჯანმრთელი, გააჩინეთ ბავშვებო – თუ გაქვთ ამის ფიზიკური და ფინანსური საშუალება, – ამის შესახებ ჯანდაცის სფეროს ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ ფეისბუქ-ლაივის დროს განაცხადა.
„ვისაც გაუკეთდა ვაქცინაცია, მათი რეპროდუქტოლოგიურ უნარებზე (მამაკაცებში) კვლევები ჯერ არ არის ჩატარებული. ვაქცინაციის შემდეგ სპერმის ხარისხზე კვლევა არ არსებობს და როგორ ვიტყვი…
გავიმეორებ – ჩემი რჩევაა, სანამ არ ხართ ინფიცირებული, იზრუნეთ შთამომავლობაზე, სანამ ხართ ჯანმრთელი, გააჩინეთ ბავშვები – თუ გაქვთ ამის ფიზიკური და ფინანსური საშუალება. თუ გყავთ ადამიანი, ვინც გიყვართ, გააჩინეთ ბავშვები; ეს არის ჩემი რჩევა და როგორც გინდათ, ისე ატრიალეთ.
თუ გიყვართ ვიღაცა, აუხსენით, რომ გიყვართ… თუ 9 თვის მერე ბავშვები დაიბადებიან, კი ბატონო , თანახმა ვარ, ვიყო თქვენი ნათლია,“ – ამბობს ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil