13/08/2021
ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ამერიკის შეერთებული შტატების წამლის და საკვების სააგენტოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და განმარტავს, ვისთვისაა დაშვებული ვაქცინის მესამე დოზის მიღება.
„ამერიკის შეერთებული შტატების წამლის და საკვების სააგენტოს გადაწყვეტილებით „ფაიზერის“ და „მოდერნას“ მესამე, ანუ ბუსტერული დოზა უკვე დაშვებულია.
„ბუსტერი“ არის დაშვებული მხოლოდ სუსტი იმუნიტეტის ხალხისთვის (ორგანოგადანერგილები, ჰორმონალურ თერაპიაზე და ზოგადად იმუნოსუპრესიულ მედიკამენტებზე მყოფები…) სხვა სრულად ვაქცინირებულ (ფაიზერით ან მოდერნათი) პირებს მესამე დოზა არ ეხებათ!
ისრაელში 60 წელს გადაცილებულებისთვის არის დაშვებული; ბაჰრეინში ჩინური ვაქცინით აცრილებისთვის ფაიზერის ბუსტერი ასევე არის დაშვებული.
საქართველოში ფხაკაძის ლანძღვა არის დაშვებული. იქნებ ერთხელ მაინც დამიჯეროთ თავის დროზე და ნუ გადააქცევთ ფხაკაძეს „კაკულიად“ და არ დაიღალეთ „ფხაკაძემ ხომ თქვა“, „ფხაკაძე კაკულია არის“, მე დავიღალე. ვცდილობ მოგაწოდოთ ყველაზე ახალი აკადემიური/მეცნიერული ამბები მსოფლიოდან და იმის მაგივრად, რომ უბრალოდ მომისმინოთ, ვღებულობ აგრესიას, ნეგატივს და უაზრო კომენტარებს.
კიდევ ერთხელ, ბუსტერი უნდა იქნას დაშვებული ქვეყანაში ჯერ 60 წელს გადაცილებულებისთვის და მერე ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც აიცრა დაბალეფექტური ვაქცინებით.
საქართველოში მე-4 ტალღა იქნება მე-3-ზე უფრო ძლიერი. მე-4 ტალღის პიკი იქნება სექტემბრის დასაწყისში და იქნება უმძიმესი. გაუფრთხილდეთ ჩვენს სამედიცინო პერსონალის!“, – წერს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil