შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარები"ეს იტალია არ გეგონოთ..." - სენაკის დრამატული თეატრია, ზღაპრული ინტერიერით

“ეს იტალია არ გეგონოთ…” – სენაკის დრამატული თეატრია, ზღაპრული ინტერიერით

   ეს ლამაზი შენობა  იტალიაში არ გეგონოთ… ის საქართველოს ერთ-ერთი პატარა ქალაქის, სენაკის, საკუთრებაა.

გაინტერესებთ, როგორ დაიწყო სენაკში თეატრის აღორძინება? – მომყევით…

“ეს იტალია არ გეგონოთ…” – სენაკის დრამატული თეატრია, ზღაპრული ინტერიერით | შენი ინტერიერი

XIX საუკუნის 80-იან წლებში დაბა ახალ სენაკში ხელოვნებისა და დრამატურგიის განვითარებას ხელი შეუწყო 1879 წელს ახალი თეატრის დაარსებამ. პირველი წარმოდგენა ადგილობრივი ძალებით 1881 წლის თებერვალში გაიმართა. ნაჩვენები იყო მოლიერის „ძალად ექიმი“.                              1902 წელს დასისთვის ხელისუფლების მხრიდან გამოიყო ცალკე შენობა, რომელსაც ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და შესაძლებელი გახდა დასის ნორმალური მუშაობა. “ეს იტალია არ გეგონოთ…” – სენაკის დრამატული თეატრია, ზღაპრული ინტერიერით | შენი ინტერიერი

სენაკის დრამატულ თეატრს არაერთი გამოჩენილი მსახიობი სწვევია,მათ შორის: ლადო მესხიშვილი, ვასო აბაშიძე, მაკო საფაროვა-აბაშიძე, ვალერიან გუნია, შალვა დადიანი, ნუცა მხეიძე და სხვ.

1912 წლიდან კი სენაკში გამოჩნდნენ ისეთი ნიჭიერი მსახიობები, როგორიცაა, მაგალითად, ა.ხორავა… 1918 წელს დაიდგა პიესა „ღალატი“, სადაც ოთარ ბეგის როლი აკაკი ხორავამ შეასრულა. დღეს სენაკის თეატრი აკაკი ხორავას სახელობისაა.

“ეს იტალია არ გეგონოთ…” – სენაკის დრამატული თეატრია, ზღაპრული ინტერიერით | შენი ინტერიერი

1949 წელს სენაკის თეატრი ლიკვიდირებულ იქნა და 1959 წლამდე სახელმწიფო თეატრის გაუქმების შემდეგ რაიონის კულტურის სახლთან შეიქმნა ძლიერი დრამატული დასი. მას შემდეგ ამ პატარა ქალაქში თეატრალური ცხოვრება არ შენელებულა. არქიტექტორ ვახტანგ გოგოლაძის პროექტით აშენდა ეს ულამაზესი შენობა, რომელიც მნახველთა გაოცებას იწვევს და ამშვენებს ქალაქ სენაკს.

სენაკის თეატრი  1991 წლის 10 ივნისს აღდგა,რომელიც დრამატურგ ვ. კანდელაკის პიესით – „დრო 24 საათი“. გაიხსნა.(https://ka.wikipedia.org/wiki/% )

2021 წელს სენაკის აკაკი ხორავას სახელობის დრამატულ თეატრს 140 წელი შეუსრულდა და მისი სრული რესტავრირება მოხდა.

სენაკის მოსახლეობა ამ საიუბილეო  სეზონს თეატრის განახლებულ შენობაში შეხვდა. საიუბილეო სეზონი რუსთაველის თეატრისა და სენაკის მსახიობების მიერ შექმნილი ერიკ ემანუელ შმიდტის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით „ორი სამყაროს გასაყარზე“ გაიხსნა. თეატრი კულტურის უმნიშვნელოვანეს ძეგლსა და სენაკის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.

READ  როდესაც ქართული ვაქცინაციის გეგმა წავიკითხე, შემრცხვა: გიორგი ფხაკაძე

“ეს იტალია არ გეგონოთ…” – სენაკის დრამატული თეატრია, ზღაპრული ინტერიერით | შენი ინტერიერი

ის ნამდვილად გაგაოცებთ მისი მშვენიერებითა და ინტერიერით.

ის მზად არის, უმასპინძლოს უამრავ საერთაშორისო დონის სპექტაკლებსა და ღონისძიებებს.(https://imedinews.ge/ge/regioni )

 

 

author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები