ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიარქიტექტურა/მშენებლობაალექსანდრე მელიქ-აზარიანცის ცხოვრება და მემკვიდრეობა: ,,შემოსავლიანი სახლი’’

ალექსანდრე მელიქ-აზარიანცის ცხოვრება და მემკვიდრეობა: ,,შემოსავლიანი სახლი’’

ალექსანდრე აღაფონის ძე მელიქ-აზარიანცმა უმაღლესი განათლება პეტერბურგში მიიღო. პროფესიით გეოლოგი იყო და თავისი ცოდნა მრავალი მიმართულებით გამოიყენა. განსაკუთრებით გამოირჩეოდა სპილენძისა და ნავთობის მოპოვება-გადამუშავების სფეროში. მისი სპეციალობის ცოდნა აშკარად მაღალი დონის იყო, რადგან არაერთი ჯილდო მიუღია სპილენძის გადამუშავების დახვეწაში შეტანილი წვლილისათვის.

ბიზნეს საქმიანობა

ალექსანდრე მელიქ-აზარიანცი პირველი გილდიის ვაჭარი და მსხვილი ბიზნესმენი იყო. იგი ფლობდა სპილენძის საბადოებს და გადამამუშავებელ ქარხნებს სომხეთსა და თბილისში, ნავთობის საბადოებს ბაქოში, ქვის სამტეხლოებს და სხვა მრავალ ბიზნეს ობიექტს. თბილისში მისი ქონება მოიცავდა პირველ სატელეფონო ქსელს და რამდენიმე საცხოვრებელ სახლს, მათ შორის “შემოსავლიან სახლს” რუსთაველის გამზირის 37 № -ში.

XIX საუკუნის მიჯნაზე, როცა კავკასიაში ინგლისური კაპიტალის ზრდა შეინიშნებოდა, განსაკუთრებით ნავთობის მიმართულებით. 1899 წელს მელიქ-აზარიანცმა და ძმებმა მუტაფიანებმა ზანგეზურის სპილენძის მადნები და ქარხნები ინგლისელებს მიჰყიდეს. ამ გარიგების საფუძველზე შეიქმნა Anglo-Russian Copper Mining Syndicate, Ltd. ამ მასშტაბური ეკონომიკური გარიგებების ფონზე, ბევრი მსხვილი ბიზნესმენი გადასახლდა ლონდონში.

ალექსანდრე მელიქ-აზარიანცი ცნობილია “შემოსავლიანი სახლის” მშენებლობით, რომელიც მან ააგო თბილისში. ეს იყო მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც თავისი დროისთვის უნიკალური ინფრასტრუქტურით გამოირჩეოდა: საკუთარი წყალმომარაგებით, ცენტრალური გათბობით,სატელეფონო სადგურით, კინოთეატრთ, ფოტოსალონით, ბავშვთა პანსიონით, სამხატვრო გალერიით, ეგზოტიკური მცენარეებითა და შადრევნით გაშენებული ეზოთი. სახლი ძირითადად რუს საჯარო მოხელეებს ჰქონდათ ნაქირავები, თუმცა, ასეთი კომფორტის მიუხედავად, აზარიანცი ბინებს იაფად აქირავებდა.

მელიქ-აზარიანცის სახლის ადგილას ადრე ნაგავსაყრელი და ბარაკები იყო. ქალაქის მერმა ხატისოვმა სწორედ ეს ადგილი შესთავაზა მას სამშენებლოდ. გრუნტის წყლების გამო საძირკვლის ტრადიციული მეთოდით გამოყვანა შეუძლებელი იყო, მაგრამ მელიქ-აზარიანცმა გონივრული გამოსავალი იპოვა – საძირკველი მთლიანად ტყვიაში ჩასვა, ხოლო სამშენებლოდ სპეციალური ხერხით გამომწვარი აგური გამოიყენა.

მშენებლობის დროს, ხატისოვმა წყალი შეუწყვიტა მელიქ-აზარიანცს და მის გამოშვებას მხოლოდ გაძვირებული ტარიფის სანაცვლოდ დაჰპირდა. მელიქ-აზარიანცმა კი დიდ რაოდენობით ღვინო შეისყიდა, რომელიც წყალზე იაფი ჯდებოდა და ის გამოიყენა სამშენებლო სამუშაოებისთვის.

დღეს მელიქ აზარიანცის სახლი კვლავინდებურად იწვევს ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ყურადღებას. ის განთავსებულია ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე და წარმოადგენს ქალაქის სახასიათო წერტილს. თუმცა, ნაგებობა მუდმივ მოვლასა და დაცვას საჭიროებს, რათა მისი ისტორიული და არქიტექტურული მნიშვნელობა სრულად შენარჩუნდეს.

ალექსანდრე მელიქ-აზარიანცის ცხოვრება და მემკვიდრეობა: ,,შემოსავლიანი სახლი’’ ალექსანდრე მელიქ-აზარიანცის ცხოვრება და მემკვიდრეობა: ,,შემოსავლიანი სახლი’’ ალექსანდრე მელიქ-აზარიანცის ცხოვრება და მემკვიდრეობა: ,,შემოსავლიანი სახლი’’ ალექსანდრე მელიქ-აზარიანცის ცხოვრება და მემკვიდრეობა: ,,შემოსავლიანი სახლი’’ ალექსანდრე მელიქ-აზარიანცის ცხოვრება და მემკვიდრეობა: ,,შემოსავლიანი სახლი’’ ალექსანდრე მელიქ-აზარიანცის ცხოვრება და მემკვიდრეობა: ,,შემოსავლიანი სახლი’’ ალექსანდრე მელიქ-აზარიანცის ცხოვრება და მემკვიდრეობა: ,,შემოსავლიანი სახლი’’

წყარო:

https://youtu.be/uKVT0BG4g1E?si=FLkkeos_yeh06rr3

https://ka.m.wikipedia.org

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
Media Holding Sheni: Revolutionizing Public Health Communication in Georgia

Media Holding Sheni: Revolutionizing Public Health Communication in Georgia

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

27 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები