თბილისის არქიტექტურა, XIX საუკუნე
არქიტექტორი: პოლ ფონ შტერნი
სახლი ეკუთვნოდა სომეხ მენავთობეს, ავეტიკ გუკასიანს
1880-იანი წლებიდან ბაქოში ნავთობის მოპოვება და რეალიზაცია გაჩაღდა. ნავთობმა უდიდესი სიმდიდრე მოუტანა ავეტიკ გუკასიანს, რომელიც თბილისშიც ხშირად ჩამოდიოდა
მას ძალიან მოსწონდა ქალაქი და გადაწყვიტა, ოჯახისთვის აქ აეშენებინა შედარებით პატარა ზომის, მაგრამ გამორჩეული არქიტექტურის და სილამაზის საცხოვრებელი სახლი.
ფონ შტერნის არქიტექტურით მოხიბლულმა გუკასიანმა მას შეუკვეთა სახლი, რომელიც უნდა ყოფილიყო მყუდრო, თბილი, მოხერხებული და კოპწია, ამავე დროს აუცილებლად გამოეხატა პატრონის სიმდიდრე და დიდებულება
სახლი ქართული, წითელი აგურისგან არის აშენებული, რომელიც სპეციალურად მოიჭრა და დღესაც არ დაუკარგავს პირვანდელი ფერი და სილამაზე, პირიქით, დრო-ჟამის მსვლელობისას ჩამუქდა და რაღაცნაირი იდუმალებით შეიმოსა.
სახლში რამოდენიმე ვრცელი დარბაზი, მისაღები, სასადილო, სამეჯლისო, საცხოვრებელი ოთახები და ავეტიკ გუკასიანის სამუშაო კაბინეტი იყო. თითქმის ყველა ოთახში იყო სხვადასხვა ფერის, იშვიათი სილამაზის ბუხრები,
სახლი ორსართულიანია, ხოლო მესამე სართულს ვერანდა წარმოადგენდა. ვერანდა შემოსაზღვრული იყო მწვანე, ხის ჩუქურთმიანი აივნებით, ხოლო შუაში დიდი ოთახი იყო ნათელი, ორნამენტებიანი ფანჯრებით.
წყარო