02/09/2022
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ახალ კვლევაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თუ 2022 წელს კოვიდინფექცია გადაიტანეთ და ხართ აცრილი, ამ შემთხვევაში ინფექციის რეინფიცირებისგან 4-ჯერ უფრო დაცული ხართ.
„ახალმა კვლევამ პორტუგალიიდან დაადასტურა, რომ თუ ხარ აცრილი და გადაიტანე კოვიდი 2022 წელს ( სავარაუდოდ, ომიკრონი) 4-ჯერ უფრო დაცული ხართ კოვიდის რეინფიცირებისგან, ვიდრე აუცრელი ადამიანები, ვინც გადაიტანა კოვიდი, აგერ, ბატონო, ფაქტია, რომ კოვიდ ვაქცინა დაინფიცირების შემთხვევაშიც გიცავს,“ – წერს ფხაკაძე.
კვლევას, რომელზედაც ჯანდაცვის ექსპერტი წერს, ლისაბონის უნივერსიტეტში ჩატარდა და მასში 12 წლის ზემოთ პაციენტები იღებდნენ მონაწილეობას.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil