ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„თუ კორონა არ არსებობს, როგორ დაემართა?! თუ ევროპა არ ვარგა, ევროპაში რატომ...

„თუ კორონა არ არსებობს, როგორ დაემართა?! თუ ევროპა არ ვარგა, ევროპაში რატომ წავიდა?!“

07/03/2023

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება გუშინ, 6 მარტს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თბილისის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა.


გიორგი ფხაკაძე რამდენიმე შეკითხვას სვამს, რითაც სავარაუდოდ, დედაქალაქის მერის მიერ რამდენჯერმე განცხადებულ პოზიციას ეხმაურება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.


კალაძე: თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული სტატუსის არმიცემასთან დაკავშირებით, ნუ, არ მოგვცემენ და თავისთვის დაიტოვონ


„პარიზიდან ჩამოსულ თბილისის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა.

კორონა, რომელიც არ არის. ევროპა, რომელიც არ ვარგა. ორი შეკითხვა:

  1. თუ კორონა არ არსებობს, როგორ დაემართა?!

  2. თუ ევროპა არ ვარგა, ევროპაში რატომ წავიდა?!“, – წერს გიორგი ფხაკაძე.


ცნობისთვის, თბილისის მერმა 15 თებერვალს ჟურნალისტებთან ანდრიუს კუბილიუსის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართული წესებით ითამაშებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი სტატუსს არ მიანიჭებს საქართველოს, შეუძლიათ, “თავისთვის დაიტოვონ”.


რაც შეეხება დედაქალაქის მერის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც „ფორტუნას“ მერიაში განუცხადეს, დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.


„გადაწყდა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში დისტანციურ რეჟიმში იმუშავებს და სამუშაო ადგილს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება“, – აღნიშნავენ დედაქალაქის მერიაში.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/tu-korona-ar-arsebobs-rogor-daemarta-tu-evropa-ar-varga-evropashi-ratom-wavida-giorgi-fkhakadze


READ  საგანგაშო ინფორმაცია! 169 ბავშვი 12 ქვეყნიდან - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები