11/05/2022
ზოგადად, მსოფლიოში კოვიდის მაჩვენებელი ნელი ტემპებით 2022 წლის მარტიდან მცირდება და ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ მუშაობს ვაქცინაცია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი 80% არის მიღწეული, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.
„სამწუხაროდ, ის ქვეყნები, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი 80%-ზე დაბალია, მაგალითად, სამხრეთ აფრიკა და საქართველო, იქ ახალი ტალღების დარტყმა უფრო რთული იქნება (ჰოსპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებელი და სიკვდილიანობა).
სამხრეთ აფრიკაში ომიკრონის BA.4 და BA.5 ვარიანტების მე-5 ტალღა დაიწყო… ცნობისათვის, ამ ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 36% აარის აცრილი… და საქართველოში მხოლოდ 10%-მდე არის აცრილი (ფაიზერის 3 დოზით). სავარაუდოდ, საქართველო სამხრეთ აფრიკის სცენარით წავა და არა შვეიცარიელი ან ფრანგული სცენარით … ოღონდ 1-2 თვის დაგვიანებით ანუ ივნისს/ივლისში. გამოვიყენოთ ეს 1-2 თვე, რომ მოვემზადოთ!
გავაძლიეროთ ვაქცინაცია „ფაიზერით“ და შემოვიტანოთ „მოდერნა“. მოვიმარაგოთ ჟანგბადი. პირბადეების მარაგი არ შევამციროთ. სამედიცინო დაწესებულებების გადაიარაღება/გადამზადება.
პროტოკოლების გადასინჯვა და ტრენინგების გაძლიერება. მოსახლეობის ინფორმირება სწორი საინფორმაციო კამპანიით. ვიყოთ პრაგმატულები, ფრთხილები და მოვემზადოთ,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/viyot-pragmatulebi-frtkhilebi-da-movemzadot-giorgi-fkhakadze