დღეს დავათვალიერებთ ამსტერდამში მდებარეუნიკალურ სახლს, რომელიც სავსეა ფერებითა დამომხიბვლელობით. ლოფტის სტილის ბინა 1889 წლითდათარიღებული ისტორიული შენობის ბოლოსართულზეა განთავსებული, ამიტომ საცხოვრებელსდახრილი ჭერი აქვს და, ამასთან, ინტერიერს ბევრიხის ძელი ამშვენებს.
ბინა შენობის კუთხეში მდებარეობს, რაც ნიშნავს, რომ მას ფანჯრები ორივე მხარეს აქვს, ეს კი სახლის ბუნებრივი სინათლით ავსებას უწყობს ხელს. მიუხედავად ხის ძელებისა და დახრილი ჭერისა, მაღალი სივრცის წყალობით, ოთახები ჰაეროვანი დაფართოა.
მთელი სახლი ფერებით არის მორთული, დაწყებული ღია ვარდისფერი დივნით, დამთავრებული ფერადიზოლიანი კედლებით. დონეებად დაყოფილი სივრცეები ქმნის მხიარულ და დინამიკურ სახლს, რომელსაც უნიკალური ხასიათი გააჩნია.
წინა მხრიდან სახლი გადაჰყურებს დე ამსტელს დადე პიჯპს, ამსტერდამის გამორჩეულ ადგილებს.
ამსტერდამის ისტორიული ცენტრის ასეთი შესანიშნავი ხედიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ პროექტში ფანჯარასთან ჩამოსაჯდომი ადგილია დამატებული. აქ ნავების საყურებლად ან წიგნების წასაკითხად მშვენიერი ატმოსფეროა შექმნილი.
#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri
წყარო:https://www.homeis.ge/pheradi-lophti-amsterdamshi/
მასალის გამოყენების პირობები