სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებიყველაფერი, რაც სახლიდან მუშაობისას უნდა გაითვალისწინოთ - ერგონომიული რჩევები სიჯანსაღის შესანარჩუნებლად

ყველაფერი, რაც სახლიდან მუშაობისას უნდა გაითვალისწინოთ – ერგონომიული რჩევები სიჯანსაღის შესანარჩუნებლად

ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებულად იმატა სახლიდან მუშაობის ტენდენციამ. ზოგიერთი კომპანია სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, რაც საკმაოდ მომგებიანია მომუშავე პერსონალისთვის, თუმცა, ამასთანავე, განაპირობებს უამრავ პრობლემას, რომელთაც ჩვენი სახლის ინტერიერებში ვაწყდებით. 

გთავაზობთ ერგონომიულ რჩევებს, თუ როგორ შევინარჩუნოთ სიჯანსაღე სახლიდან მუშაობის პირობებში:

  • მოაწყვეთ თქვენი საოფისე სივრცე

სახლიდან მუშაობისას განსაკუთრებით რთულია, რომ სამუშაო რეჟიმში გადავერთოთ. პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის უმჯობესია, თუ საოფისე კუთხეს მოვაწყობთ. სამუშაო მაგიდა, საოფისე სკამი და კომპიუტერი ძირითადი ელემენტებია, რომლის გვერდზეც შეგვიძლია განვათავსოთ საქმისთვის აუცილებელი სხვა ნივთები.

მაგრამ  გაითვალისწინეთ, სამუშაო სივრცე უნდა იყოს მაქსიმალურად სუფთა და ორგანიზებული. 

აირიდეთ თავიდან ზედმეტი კაბელები, გამოუსადეგარი ნივთები. მაგიდის ზედაპირზე განათავსეთ მხოლოდ საქმისთვის აუცილებელი წიგნები.

  • არ მოიხაროთ ლეპტოპთან

რამდენიმე საათით მუშაობა ლეპტოპთან მარტივია, თუმცა კვირაში 40 საათზე მეტი დროის გატარებამ შეიძლება გამოიწვიოს ზურგის, მხრების და კისრის დაჭიმულობა. თუ შეგიძლიათ, გამოიყენეთ ლეპტოპის სადგამი დამატებითი კლავიატურითა და მაუსით, რათა ეკრანის ყურებისას თქვენი თვალი გაუსწორდეს ბრაუზერის მისამართის ველს. 

დისტანცია თვალსა და მონიტორს შორის უნდა იყოს 40-75სმ.

ყველაფერი, რაც სახლიდან მუშაობისას უნდა გაითვალისწინოთ - ერგონომიული რჩევები სიჯანსაღის შესანარჩუნებლად

  • იმუშავეთ შესაბამის სიმაღლეზე

იპოვეთ სამუშაო სიმაღლე ისე, რომ თქვენი იდაყვები განთავსდეს 90-გრადუსიანი კუთხით მაგიდის ზედაპირზე. ეს ხელს შეუწყობს მაჯის მაქსიმალურ გასწორებას და ხელის მტევნების უკეთეს პოზიციონირებას, რაც თავიდან აგვარიდებს მაჯის არხების დაჭიმულობას.

  • თუ შეგიძლიათ, გამოიყენეთ საოფისე სკამი

საოფისე სკამი იდეალურია სამუშაოს ეფექტურად შესასრულებლად. მისი რეგულირებადი ფუნქციები, რომლის საშუალებითაც თავის მისაყუდებლისა და სიმაღლის გასწორება შეგვიძლია, ადამიანის ორგანიზმს არასასურველი წელის და კისრის დისკომფორტისგან ათავისუფლებს. 

  • არ გქონდეთ ფეხები დაკიდულ მდგომარეობაში

მოათავსეთ ტერფები ოდნავ შემაღლებულ ადგილას, რათა ბარძაყები პარალელურად გაუსწორდეს იატაკს, თეძოები კი ოდნავ მაღლა იყოს ვიდრე მუხლები. ფეხების ესეთი მდებარეობა შეამცირებს დაჭიმულობას წელისა და ხერხემლის არეში. 

  • მიჰყევით 20/20  წესს

კომპიუტერის ეკრანზე გატარებული ყოველი 20 წუთის განმავლობაში, თქვენ უნდა გაატაროთ 20 წამი მოშორებით მყოფი საგნის ყურებისას. ეს ასვენებს თვალის კუნთებს და ხელს უწყობს დაძაბულობის მოხსნას. 

  • იმოძრავეთ 

საათობით ერთ ადგილას ჯდომა ღლის მთლიან ორგანიზმს. დარწმუნდით, რომ სახლიდან მუშაობის დროსაც რჩებით ფიზიკურად აქტიური. ყოველ საათში ერთხელ ადექით, გაიარ-გამოიარეთ. თუ არის შესაძლებელი გაისეირნეთ 10 წუთი სუფთა ჰაერზე.

ეს სასარგებლო ჩვევები დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობა. 

Sheniinterieri-სთვის სტატია მოამზადა ფლორენციის დიზაინის აკადემიის კურსდამთავრებულმა, ინტერიერის დიზაინერმა, თაკო არდოტელმა.

❤️ თუ ინტერიერი შენი ინტერესის სფეროა, გაეცანი ჩვენი გვერდის სხვა სტატიებს💫

წყარო

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
უძილობა მჭირს. რა ვქნა? – გაარკვიეთ რა ტიპის უძილობა გაწუხებთ, და გაწუხებთ თუ არა საერთოდ?

უძილობა მჭირს. რა ვქნა? – გაარკვიეთ რა ტიპის უძილობა გაწუხებთ, და გაწუხებთ თუ არა საერთოდ?

ნოემბერი 26, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
რამდენი ხანი ძლებს საყინულეში საკვები ისე, რომ ვარგისიანობა შეინარჩუნოს

რამდენი ხანი ძლებს საყინულეში საკვები ისე, რომ ვარგისიანობა შეინარჩუნოს

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
ლონდონის მოდის კვირეული

ლონდონის მოდის კვირეული

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
თბილისში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის 4 შემთხვევა დაფიქსირდა — თბილისი ენერჯი

თბილისში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის 4 შემთხვევა დაფიქსირდა — თბილისი ენერჯი

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები