ხუთშაბათი, აპრილი 24, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებიმსოფლიოში ცნობილი დიზაინის გურუს რამდენიმე პრინციპი კარგი ინტერიერის შესახებ

მსოფლიოში ცნობილი დიზაინის გურუს რამდენიმე პრინციპი კარგი ინტერიერის შესახებ

დიტერ რამსის კარიერია “braun”-ში მისმა დიზაინის ხელმძღვანელის პოზიციამ განსაზღვრა. სწორედ აქ ჩამოყალიბდა მსოფლიოში ცნობილ დიზაინის გურუდ. დიტერის სახელს უკავშირდება შეუდარებელი სიმარტივით გამორჩეულ ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა T3 რადიო და სტერეო სისტემა Atelier-ი.

დიტერ რამსიმ ჩამოაყალიბა 10 პრინციპი კარგი დიზაინის შესაქმნელად. ისინი, გარკვეულწილად, წინასწარმეტყველებაა. დღეს სწორედ ამ პრინციპების გარკვეულ ნაწილს გაგაცნობთ.

1.კარგი დიზაინი ინოვაციურია.

დღეს ინოვაცია გავრცელებული სიტყვაა. იგი ხშირად განსაკუთრებული სიახლის მნიშვნელობით გამოიყენება, რომელიც  ფასადის უბრალო ცვლილებამდე შეიძლება დავიყვანოთ. „პროდუქტები, რომლებზეც პასუხისმგებელი ვარ და ვიყავი, ერთგვარ ნიმუშებად იქცა, რადგან ისინი ინოვაციურია, როგორც ტექნიკური, ისე დიზაინის თვალსაზრისით. აქ დიზაინი განმსაზღვრელ ფაქტორად უნდა ჩაითვალოს, რადგან მნიშვნელოვანია, პროდუქტის თითოეული შემადგენლის ფუნქცია დაბალანსებული იყოს მისი განვითარების ყველა ეტაპზე.“

მსოფლიოში ცნობილი დიზაინის გურუს რამდენიმე პრინციპი კარგი ინტერიერის შესახებ

  1. კარგი დიზაინი ხელს უწყობს პროდუქტის პრაქტიკულ გამოყენებას.

მოწყობილობის დიზაინი კარგია მაშინ, როდესაც მისი ოპტიმალურად გამოყენება შეიძლება. ასეთი დიზაინი კი შედეგია ინტენსიური, ღრმა კავშირისა ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებასთან, მის საჭიროებებთან, სურვილებსა და გრძნობებთან. მაგალითად, სკამს, მთავარი ფუნქციის გარდა, სხვა ბევრი დანიშნულებაც აქვს. საქონლის დიზაინმა უნდა შეითავსოს უფრო მეტი ფუნქცია, ვიდრე, უბრალოდ, პირველადია.

მსოფლიოში ცნობილი დიზაინის გურუს რამდენიმე პრინციპი კარგი ინტერიერის შესახებ

  1. კარგი დიზაინი ესთეტიკურია

პროდუქტის ესთეტიკური მომხიბვლელობა ბუნებრივად უნდა ერწყმოდეს მის პრაქტიკულ დანიშნულებას.

მსოფლიოში ცნობილი დიზაინის გურუს რამდენიმე პრინციპი კარგი ინტერიერის შესახებ

  1. კარგი დიზაინი მარტივად გასაგებიაკარგი დიზაინი უნდა შეესაბამებოდეს პროდუქტის დანიშნულებას. შეიძლება ითქვას, რომ დიზაინთა უმეტესობა ერთი დიდი „თავსატეხია“. ხშირად ამ „თავსატეხთა“ „ამოხსნა“ დამღლელი ინსტრუქციის გარეშე, უბრალოდ, შეუძლებელია.
  2. კარგი დიზაინი გულწრფელიაადამიანები ხშირად აღნიშნავენ, რომ დიზაინი ხშირ შემთხვევაში „ატყუებს“ მათ და ხელს უშლის პროდუქტის რეალური მახასიათებლების აღქმას. ჩემი აზრით, დიზაინერებს ერთგვარი „საგანმანათლებლო მისია“ ეკისრებათ, რადგან ისინი სოციალურ-კულტურულ განვითარებაში მონაწილეობენ და ამას ვერ უარყოფენ.

    #drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

    წყაროhttps://www.homeis.ge/diter-ramsis-dizainis-printsipebi/

author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
READ  ის, რაც უნდა იცოდეთ სკანდინავიური სტილის შესახებ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები