სამშაბათი, დეკემბერი 3, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი"პირველად დახატული პორტრეტი დავკუჭე და გადავაგდე..."- ექსკლუზიური ინტერვიუ ჰიპერრეალისტ მხატვარ ლაზარე გელაშვილთან,...

“პირველად დახატული პორტრეტი დავკუჭე და გადავაგდე…”- ექსკლუზიური ინტერვიუ ჰიპერრეალისტ მხატვარ ლაზარე გელაშვილთან, რომლის ნახატს ფოტოსგან ვერ განასხვავებთ

ავტორი: თინათინ თავხელიძე

ჰიპერრეალისტური მიმდინარეობის მხატვარმა, ლაზარე გელაშვილმა, თავისი ნამუშევრებით სოციალურ ქსელში დიდი ყურადღება მიიქცია…    ლაზარეს ნამუშევრებში არაერთ ცნობილ სახეს შეხვდებით და ძალიან გაგიჭირდებათ, განასხვავოთ – ფოტოა თუ ნახატი… sheniinterieri.ge მხატვართან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ:

"პირველად დახატული პორტრეტი დავკუჭე და გადავაგდე..."- ექსკლუზიური ინტერვიუ ჰიპერრეალისტ მხატვარ ლაზარე გელაშვილთან, რომლის ნახატს ფოტოსგან ვერ განასხვავებთ

ლაზარე, რატომ ჰიპერრეალიზმი და არა სხვა მიმდინარეობა? გიცდიათ ხატვა სხვა მიმართულებითაც?

– როდესაც სოციალურ ქსელებში ნახატებს ვათვალიერებდი, ვუყურებდი ვიდეო გაკვეთილებს, როგორ ხატავდნენ, ყველაზე მეტად აღმაფრთოვანებდა ჰიპერრეალისტური ნახატები, რომლებიც იმდენად რეალისტური იყო, ფოტოებს ჰგავდა. მახსოვს 15 წლის ვიყავი, ღამე ველოდებოდი როდის დაიძინებდნენ ჩემი ოჯახის წევრები. როცა ყველა დაწვა, მე ხატვა დავიწყე უბრალო შავი ფანქრით, დილამდე ვხატავდი, მინდოდა ისეთი გამომსვლოდა, რომ პირველ რიგში მე მომწონებოდა, შემდეგ სხვებისთვისაც გამეზიარებინა… ამის მისაღწევად დიდი დრო დამჭირდა. მიცდია დახატვა გუაშებში, აკრილში, აკვარელშიც, თუმცა მაინც შავ-თეთრად ხატვა მომწონს, ნახშირში და ფანქარში.

რა ასაკში აღმოაჩინეთ, რომ ხატვის ნიჭი გქონდათ? 

– 15 წლის ასაკიდან დავიწყე ხატვა, ჩემი პირველი პორტრეტი გოგოს ეკუთვნოდა, რომელიც მაშინ ძალიან მომწონდა, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მაშინ არ გამომივიდა ისეთი, როგორიც მე მინდოდა, ამიტომ დილით დავკუჭე და გადავაგდე, დაახლოებით 1 წელი ვშრომობდი იმისთვის, რომ ჩემი შექმნილი პორტრეტები ისეთი რეალისტური გამოსულიყო, როგორიც დღეს არის.

"პირველად დახატული პორტრეტი დავკუჭე და გადავაგდე..."- ექსკლუზიური ინტერვიუ ჰიპერრეალისტ მხატვარ ლაზარე გელაშვილთან, რომლის ნახატს ფოტოსგან ვერ განასხვავებთ

როგორც ჩანს, პირველად იყო გარკვეული სახის დაბრკოლებები, იმედგაცრუებები…ახლა როგორ გახსენდებათ ის პერიოდი?

– ჩემი თავით კმაყოფილი ვარ მიუხედავად იმისა, რომ ვიცი კიდევ უფრო მეტი შემიძლია. ბევრ შეცდომებსაც ვპოულობ საკუთარ ნახატებში, რომლის გამოსწორებაც შემიძლია და აუცილებლად გამოვასწორებ, მაგრამ საკუთარი თავის კმაყოფილება მაინც არსად ქრება, რადგან ყოველდღიურად ვვითარდები და ვცდილობ, რომ ჩემი ყოველი მომდევნო ნახატი წინაზე უკეთესი იყოს.

რა ადგილი გიჭირავთ საქართველოში ამ მიმდინარეობის მხატვრებს შორის – როგორი თქვენი მოსაზრება?

–  საქართველოში დიდი არ არის იმ მხატვართა რიცხვი, რომლებიც ჰიპერრეალიზმზე მუშაობენ. თითზე ჩამოსათვლელ მხატვრებს შორის ვფიქრობ, ერთ -ერთი წამყვანი ადგილი მიჭირავს და ძალიან მინდა, პოპულარულობა მოიპოვოს ამ მიმდინარეობამ. უფრო მეტ ადამიანს გავაცნო ჰიპერრელისტური მიმდინარეობა და უფრო მეტმა მხატვარმა დაიწყოს ამაზე მუშაობა.

"პირველად დახატული პორტრეტი დავკუჭე და გადავაგდე..."- ექსკლუზიური ინტერვიუ ჰიპერრეალისტ მხატვარ ლაზარე გელაშვილთან, რომლის ნახატს ფოტოსგან ვერ განასხვავებთ

 არსებობს თქვენთვის პერიოდები, როცა იცით, რომ ამ დროს არ უნდა ხატოთ? – ვგულისხმობ ემოციურ მდგომარეობას…

– მაქვს პერიოდები, როცა ჩემ მიერ არჩეულ ფოტოებს ვერ ვხატავ, ამისთვის მჭირდება და თავს ვაძლევ კიდევაც უფლებას, დასვენებულზე ვიმუშავო და თან ვისიამოვნო, მაგრამ როცა საქმე შეკვეთებს ეხება და შეკვეთის ჩასაბარებლად დრო მაქვს განსაზღვრული, ამ დროს უკვე ჩემს განწყობებს და დაღლას ვბლოკავ და პირნათლად ვასრულებ მომხმარებლის შეკვეთას…

რა სახის გამოწვევებს შეხვედრიხართ პორტრეტზე მუშაობისას?…

– ვცდილობ, ყველა პორტრეტზე ახალ-ახალი ტექნიკა გამოვიყენო. თავიდან გამოცდილების და მასალების არქონის გამო ვერ ვაკეთებდი იმას, რასაც დღეს ვაკეთებ, უფრო მეტიც ვერც წარმოვიდგენდი, თუ ამ მასალებით შეიძლებოდა ხატვა, მაგრამ ახალი ტექნიკების შესწავლით და ახალი პროდუქტების გამოყენების არაერთი მცდელობით, საბოლოოდ მივდიოდი სასურველ შედეგამდე.

"პირველად დახატული პორტრეტი დავკუჭე და გადავაგდე..."- ექსკლუზიური ინტერვიუ ჰიპერრეალისტ მხატვარ ლაზარე გელაშვილთან, რომლის ნახატს ფოტოსგან ვერ განასხვავებთ

გიფიქრიათ ავტოპორტრეტის შექმნაზე?

–  რატომღაც ცუდი შეგრძნება მაქვს, როცა წარმოვიდგენ, რომ საკუთარი პორტრეტი უნდა დავხატო, ამიტომ ვფიქრობ, რომ არ დავხატავ საკუთარ თავს.

–  თუ გაქვთ საკუთარი პრინციპები, რომლის გამოც შეიძლება უარი უთხრათ დამკვეთს პორტრეტის შექმნაზე?

– შეკვეთის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფოტოს და ბევრჯერ მითქვამს უარი დამკვეთისთვის. მაგალითად, ცუდი ხარისხის ფოტოს როცა მიგზავნიან. ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად ჩანდეს სახის თითოეული ნაკვთი, რომ ნახატზე ზუსტად შევქმნა ხასიათი.

"პირველად დახატული პორტრეტი დავკუჭე და გადავაგდე..."- ექსკლუზიური ინტერვიუ ჰიპერრეალისტ მხატვარ ლაზარე გელაშვილთან, რომლის ნახატს ფოტოსგან ვერ განასხვავებთ

–  გარდა ხატვისა, რითი ხართ დაკავებული? რა განიჭებთ მსგავს სიამოვნებას?

–  ჭადრაკით, რომელიც უზომოდ მიყვარს, ბოლო წლებია, თითქმის იგივე დროს ვუთმობ, რამდენსაც ხატვას. ასევე დაკავებული ვარ “workout”- ით და თითქმის იგივე სიამოვნებას ვიღებ ამით, როგორც ხატვისას.

–  როგორ ფიქრობთ ხატვა თანდაყოლილი ნიჭია თუ შესაძლებელია მისი დასწავლა?

– ვერ უარვყოფ, რომ ხატვას სჭირდება რაღაც დოზით ნიჭი, მაგრამ ძირითადი მნიშვნელობა აქვს მუშაობას და მის ხარისხს. უნდა ეცადო და შენი მთავარი მიზანი უნდა იყოს გაუმჯობესება ყოველი მომდევნო ნახატის, ამ შემთხვევაში აუცილებლად მიაღწევ სასურველ შედეგს.

"პირველად დახატული პორტრეტი დავკუჭე და გადავაგდე..."- ექსკლუზიური ინტერვიუ ჰიპერრეალისტ მხატვარ ლაზარე გელაშვილთან, რომლის ნახატს ფოტოსგან ვერ განასხვავებთ

–  როგორც ვიცი, გყავთ მოსწავლეები, რომლებსაც ხატვას ასწავლით. რა შეგიძლიათ გვითხრათ მომავალი თაობების ნიჭიერებაზე? მათ მონდომებასა და დამოკიდებულებებზე?

– დიახ, მყავს ბევრი მოსწავლე, რომლებსაც ჰიპერრეალიზმში ვავარჯიშებ შავ-თეთრად ხატვაში, ნახშირით და ფანქრებით. ყოველი მათგანი განსაკუთრებულია და მათთან ყოფნის დროს ვრწმუნდები ქართველი ერის ნიჭიერებაში , სხვათაშორის რამოდენიმე ჩემი მოსწავლე უკვე ინდივიდუალურ შეკვეთებსაც იღებს…

  რას ურჩევდით მშობლებს, რომლებმაც ახლახანს აღმოაჩინეს მათი შვილების ინტერესი ხატვის მიმართ, რა გზებით შეიძლება ხელი შეუწყონ მათ განვითარებას ამ კუთხით?

– მე ასე ვეტყოდი მათ: თუ თქვენი შვილი ჯერ ასაკით პატარაა, არ გირჩევთ პირდაპირ ჰიპერრეალიზმის მიმართულებით წასვლას, ბავშვს თავიდან აუცილებლად სჭირდება თავისუფლება, საკუთარი თავის გამოხატვა, რაც ვფიქრობ, რომ ჰიპერეალიზმის მიმდინარეობაში შედარებით იზღუდება. ერთ -ერთი მიზეზი ესაა, რომ 12 წლის ქვემოთ მოსწავლეებს არ ვიღებ. მიეცით მათ თავისუფლება. 12 წლის ზემოთ თავად იცის ბავშვმა, რამდენ დროს დაუთმობს ხატვას და რამდენად დიდ მნიშვნელობას მიანიჭებს მას, როგორც პროფესიას, ეს მაინც თავად ბავშვზეა დამოკიდებული და მის გადაწყვეტილებაზე.

მოგვიყევით იმ გზებზე, რომლითაც ცდილობთ ამ სფეროში თავის დამკვიდრებას და კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევას…

– პირველ რიგში მაქვს სოციალური ქსელები, სადაც ჩემს ნამუშევრებს ვაცნობ ხალხს. მომავალში ვაპირებ, რომ შევქმნა ჩემი გემოვნებით ნახატები ანუ ჩემივე გადაღებული ფოტოები ვაქციო ჰიპერრეალისტურ ნახატებად და ამ ემოციებით ვესაუბრო ადამიანებს.

თუ მიგიღიათ კომპლიმენტი, შეფასება თქვენს ნამუშევრებზე პროფესიონალი მხატვრების მხრიდან?

– რა თქმა უნდა, მიმიღია… სოციალური ქსელების მეშვეობით ძალიან ბევრი მხატვარი გავიცანი და დავმეგობრდი. მართალია, მხოლოდ ვირტუალური ურთიერთობა გვაქვს სოციალური ქსელებით, მაგრამ ძირითადად კარგ განწყობას და კომპლიმენტებს ვიღებ მათგან. ზოგი მათგანი მეუბნება, რომ დიდ მომავალი მაქვს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც მაკრიტიკებენ და მეუბნებიან, რომ ნახატი ფოტოს არ უნდა ჰგავდეს, მაგრამ მე სხვანაირად ვფიქრობ. ფოტორეალიზმი ერთ -ერთი ყველაზე რთული და სანახაობრივი მიმდინარეობაა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ის ძალიან საინტერესოა და წინ კიდევ ბევრი საინტერესო ნამუშევარები მაქვს შესასრულებელი…

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ტრუა – პარიზთან მდებარე პატარა ფრანგული ქალაქი

ტრუა – პარიზთან მდებარე პატარა ფრანგული ქალაქი

2 December, 2024
სკრინინგი თანდაყოლილი სიფილისის თავიდან ასაცილებლად ყველა ორსულობაში

სკრინინგი თანდაყოლილი სიფილისის თავიდან ასაცილებლად ყველა ორსულობაში

დეკემბერი 2, 2024
რუსთაველის გამზირზე, ჭავჭავაძეზე და მელიქიშვილზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

რუსთაველის გამზირზე, ჭავჭავაძეზე და მელიქიშვილზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

3 დეკემბერი 2024
თუ შალის სვიტერი კანის ქავილს იწვევს – ეს რჩევა წაიკითხეთ

თუ შალის სვიტერი კანის ქავილს იწვევს – ეს რჩევა წაიკითხეთ

დეკემბერი 2, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

ნოემბერი 29, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მიირთვით პარკოსნები გულის გასაჯანსაღებლად

მიირთვით პარკოსნები გულის გასაჯანსაღებლად

დეკემბერი 2, 2024
ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილებთან ანნა და ლილე სულაბერიძეებთან ერთად დუბაიში იმყოფება.

ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილებთან ანნა და ლილე სულაბერიძეებთან ერთად დუბაიში იმყოფება.

დეკემბერი 2, 2024
განსხვავებული ტრადიციები ახალ წელთან დაკავშირებით

განსხვავებული ტრადიციები ახალ წელთან დაკავშირებით

2 დეკემბერი 2024
გიორგი გიგაშვილისა და ნინი ნუცუბიძის სოლო კონცერტი — In My Room

გიორგი გიგაშვილისა და ნინი ნუცუბიძის სოლო კონცერტი — In My Room

დეკემბერი 2, 2024
უნიკალური შესაძლებლობები ბრიტანული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

უნიკალური შესაძლებლობები ბრიტანული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

დეკემბერი 2, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები