შაბათი, სექტემბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიარქიტექტურა/მშენებლობანახეთ რომელი შენობაა თბილისში ქართულ-ევროპული არქიტექტურის შერწყმის ბრწყინვალე მაგალითი

ნახეთ რომელი შენობაა თბილისში ქართულ-ევროპული არქიტექტურის შერწყმის ბრწყინვალე მაგალითი

შენობა, სადაც ამჟამად მწერალთა სახლია განთავსებული,  ცნობილმა მეცენატმა და ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელმა, ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა  დავით სარაჯიშვილმა (1848-1911) 1903-1905 წლებში ააგო. სახლი გერმანელი არქიტექტორის, კარლ ცაარის პროექტის მიხედვითაა აგებული, მასთან ერთად მუშაობდნენ თბილისელი არქიტექტორები ალექსანდრე ოზეროვი და კორნელი ტატიშჩევი, ხის ინტერიერის ავტორი ასევე თბილისელი ხელოსანი, ილია მამაცაშვილი იყო.

სახლი მოდერნის სტილის არქიტექტურის ნიმუშია. ფასადის მოპირკეთების დროს უხვადაა გამოყენებული ტალღოვანი ფრონტენები, ნაძერწი ნიჟარები, მცენარეული ორნამენტები. არქიტექტურის მკვლევართა აზრით,  სარაჯიშვილის სახლი თბილისური და ევროპული არქიტექტურის შერწყმის ბრწყინვალე მაგალითია.
სახლის ვერანდა მოპირკეთებულია ცნობილი ფირმის  “ვილეროი და ბოხის” კერამიკული ფილებით. მსგავსი ფორმისა და მოხატულობის ფილები დიდი იშვიათობაა და მხოლოდ განსაკუთრებული შეკვეთისა და მესაკუთრეებისთვის მზადდებოდა. კიოლნის ტაძარი გერმანიაში, მოსკოვის დიდი თეატრი, აინზიდელნის სააბატო შვეიცარიაში – ეს ის შენობებია, სადაც იგივე სტილის კერამიკული ფილები შეგიძლიათ იხილოთ, რაც მწერალთა სახლის ვერანდაზეა.

სახლის გახსნა დავით სარაჯიშვილმა ეკატერინე ფორაქიშვილთან ქორწინების 25 წლის იუბილეს დაამთხვია. სარაჯიშვილის სახლი გახსნისთანავე იქცა ქალაქის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან ცენტრად. იგი ხშირად მასპინძლობდა ლიტერატურულ და სამხატვრო საღამოებს, რომელთა შემდეგაც სასიამოვნო ქართული ნადიმები იმართებოდა. ამ სასახლის ხშირი სტუმრები იყვნენ აკაკი წერეთელი, გიგო გაბაშვილი, არტურ ლაისტი, ვალერიან გუნია და სხვები. მცირე ხნით აქ  აკაკი წერეთელიც ცხოვრობდა, ივანე მაჩაბელიც და არტურ ლაისტიც. პირველად აქ მოეწყო ქართველი ფერმწერის, გიგო გაბაშვილის გამოფენა.

დავით სარაჯიშვილი 1911 წელს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მისმა ანდერძმა კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა საზოგადოება. ანდერძის თანახმად, მრავალმილიონიანი ქონების უდიდესი ნაწილი ქართველი ერის განვითარებას უნდა მოხმარებოდა. სახლი კი თავის მეუღლეს, ეკატერინე ფორაქიშვილს უანდერძა. თუმცა, არსებობდა მეორე მოსაზრებაც, რომლის  მიხედვითაც დავით სარაჯიშვილის სურვილი იყო, რომ ეს სახლი ხალხური რეწვის ნიმუშების საგამოფენო სივრცედ ქცეულიყო. ეს ცნობა იმდროინდელ რუსულ გაზეთში “Тифлисский Листок” – ში (1911.26.VI N.143) გამოქვეყნდა, რომელიც ქართულ გაზეთს იშველიებდა ამ ინფორმაციის დასადასტურებლად. ანდერძის შესაბამისად, გარდაცვალების შემდეგ სახლში ეკატერინე და მისი ძმა ადამ ფორაქიშვილი ცხოვრობდნენ. ეკატერინეს გარდაცვალების შემდეგ 1916 წ., ფინანსური პრობლემების გამო ადამ ფორაქიშვილი იძულებული გახდა სახლი აუქციონზე გასაყიდად გაეტანა; 1918 წელს ქართული საზოგადოების თხოვნით იგი ცნობილმა ქართველმა მრეწველმა და მეცენატმა აკაკი ხოშტარიამ (1873-1932) შეიძინა. მან, თავის მხრივ, კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა დავით სარაჯიშვილის სახლი, იტალიიდან ჩამოტანილი ლომის ქანდაკებებითა და ანტიკური ნივთებით მორთო იგი. მანვე მოაწყო საზაფხულო და ზამთრის ბაღები.

1921 წლის თებერვალში საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, აკაკი ხოშტარია იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქვეყანა და ემიგრაციაში წასულიყო. იმავე წლის 28 თებერვალს, ანუ გასაბჭოებიდან მესამე დღეს, საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა დავით სარაჯიშვილის სახლად ცნობილი შენობა, პაოლო იაშვილის ინიციატივითა და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით, ქართველ მწერლებსა და ხელოვანებს გადასცა. 20-იან წლებში ამ სახლს ხელოვნების სასახლეს უწოდებდნენ კიდეც.  1925-1926 წლის „ცნობათა კრებულში“, რომელიც ტიციან ტაბიძის რედაქციით გამოვიდა, ვკითხულობთ: „ხელოვნების სასახლე დაარსებულია 1921 წელს გასაბჭოების პირველ დღეებში. მწერალთა კავშირის დელეგაციის მიმართვის თანახმად სარევოლუციო კომიტეტმა განსაკუთრებული დეკრეტით ყოფილი სარაჯიშვილების სახლი, შემდეგ აკაკი ხოშტარიასი, გამოაცხადა ხელოვნების სასახლედ. ხელოვნების სასახლე იმყოფება ივ. მაჩაბლის N 13. ხელოვნების სასახლეს განაგებს სრულიად საქართველოს ხელოვანთა კავშირის კომიტეტი, რომელშიაც შედიან წარმომადგენლები ყველა სექციებისა“. მალე, 1923 წელს ხელოვანთა კავშირს მწერალთა კავშირი ცალკე ორგანოდ გამოეყო და 2007 წლამდე ეს სახლი მწერალთა კავშირს ეკუთვნოდა. პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, გალაკტიონ ტაბიძე, კონსტანტინე გამსახურდია, გიორგი ქუჩიშვილი ეს სულ მცირედი ჩამონათვალია იმ მწერლებისა, ვისი ხილვაც ამ სახლში იყო შესაძლებელი. სხვადასხვა დროს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეები იყვნენ კოტე მაყაშვილი, სიმონ ჩიქოვანი, გიორგი ლეონიძე, ირაკლი აბაშიძე, გრიგოლ აბაშიძე, ნოდარ დუმბაძე, მუხრან მაჭავარიანი, გურამ ფანჯიკიძე, შოთა ნიშნიანიძე და სხვები.

სარაჯიშვილისეული სახლი წლების მანძილზე მრავალი ისტორიული მოვლენის ეპიცენტრი იყო, რაც კიდევ უფრო ზრდის მის მემორიალურ მნიშვნელობას. თუმცა, კარგი და საინტერესო მოვლენებისა და შეხვედრების გარდა ამ სახლთან არაერთი დრამატული ისტორიაცაა დაკავშირებული. ყველაზე ტრაგიკული 1936-38 წლების დიდი ტერორია, როცა მწერლებს ერთმანეთისთვის აქვე გამართულ კრებებზე გამოჰქონდთ განაჩენი.  1937 წლის 22 ივლისს პაოლო იაშვილმა ამ შენობის მეორე სართულზე, ერთ-ერთი ასეთი სხდომის მიმდინარეობისას სანადირო თოფით მოიკლა თავი. ტერორი, დასმენები, აბსურდული ბრალდებები  მწერლებს აიძულებდა თავის გადასარჩენად ან ჩუმად ყოფილიყვნენ, ან მიეღოთ სისტემის მიერ შემოთავაზებული თამაშის წესები. ბევრმა ვერ გაუძლო ამ მძიმე წნეხს. პაოლო იაშვილის დაკრძალვას მისი მეგობრებიდან კოლაუ ნადირაძის გარდა არავინ დასწრებია. რეპრესიები დიდხანს გრძელდებოდა და მხოლოდ XX საუკუნის 60-იან წლებში შეწყდა.

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
გიორგი ფხაკაძე
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
როგორ უნდა დაგეგმოთ იდეალური 1 დღე ტრასტევერეში, რომში

როგორ უნდა დაგეგმოთ იდეალური 1 დღე ტრასტევერეში, რომში

7 September, 2024
საბერძნეთის ამ საოცარ რეგიონში ადგილობრივები ისვენებენ: ცისფერი წყალი, ლამაზი სოფლები და გემრიელი საკვები

საბერძნეთის ამ საოცარ რეგიონში ადგილობრივები ისვენებენ: ცისფერი წყალი, ლამაზი სოფლები და გემრიელი საკვები

6 September, 2024
მსოფლიოს ყველაზე ხშირად მონახულებადი მუზეუმის, ლუვრის 10 საიდუმლო

მსოფლიოს ყველაზე ხშირად მონახულებადი მუზეუმის, ლუვრის 10 საიდუმლო

31 August, 2024
გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

სექტემბერი 6, 2024
დიაბეტის მართვა, წონის დაკლება და ალცჰაიმერის პრევენცია: GLP-1 აგონისტების ახალი ერა

დიაბეტის მართვა, წონის დაკლება და ალცჰაიმერის პრევენცია: GLP-1 აგონისტების ახალი ერა

სექტემბერი 6, 2024
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, მობილური ტელეფონები თავის ტვინის კიბოს არ იწვევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, მობილური ტელეფონები თავის ტვინის კიბოს არ იწვევს

სექტემბერი 6, 2024
რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

სექტემბერი 5, 2024
რა ნიშნებით ვლინდება სალმონელოზი? – ბაქტერია შეიძლება, კვერცხის ნაჭუჭშიც კი შევიდეს

რა ნიშნებით ვლინდება სალმონელოზი? – ბაქტერია შეიძლება, კვერცხის ნაჭუჭშიც კი შევიდეს

სექტემბერი 5, 2024
კახეთში უკვე 20 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადაამუშავეს

კახეთში უკვე 20 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადაამუშავეს

სექტემბერი 5, 2024

„გოგიჩა – ეს ბიჭი არის სიყვარული…არ დამავიწყდება მისი ბოლო სიტყვები – ნათია ბანძელაძის ემოციური პასუხი შეკითხვაზე, რა არის სიყვარული

7 სექტემბერი 2024
ვინ არის ცნობილი ზუგდიდელი ქორეოგრაფი, რომელიც მუსერიძის ბიოლოგიური მამა აღმოჩნდა

ვინ არის ცნობილი ზუგდიდელი ქორეოგრაფი, რომელიც მუსერიძის ბიოლოგიური მამა აღმოჩნდა

7 სექტემბერი 2024
12 სიმართლე, რომელიც უნდა ვუთხრათ ჩვენს ქალიშვილებს, სანამ ისინი გაიზრდებიან

12 სიმართლე, რომელიც უნდა ვუთხრათ ჩვენს ქალიშვილებს, სანამ ისინი გაიზრდებიან

7 სექტემბერი 2024
თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

სექტემბერი 6, 2024
ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

სექტემბერი 7, 2024
ბადრიჯნის სალათი ზამთრისთვის- ბებიების რეცეპტი

ბადრიჯნის სალათი ზამთრისთვის- ბებიების რეცეპტი

სექტემბერი 7, 2024
პროდუქტები რომლებიც ყველაზე მეტად გაძვირდა აგვისტოში

პროდუქტები რომლებიც ყველაზე მეტად გაძვირდა აგვისტოში

სექტემბერი 6, 2024
იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

სექტემბერი 7, 2024
ნიკოლ კიდმანი ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე Schiaparelli-ს კაბით ბრწყინავდა

ნიკოლ კიდმანი ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე Schiaparelli-ს კაბით ბრწყინავდა

სექტემბერი 7, 2024
უცნობი ამბები კასია სმუტნიაკზე

უცნობი ამბები კასია სმუტნიაკზე

სექტემბერი 6, 2024
სერაპეუმი საკარაში – ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლისის საიდუმლო და ინჟინერიის საოცრება

სერაპეუმი საკარაში – ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლისის საიდუმლო და ინჟინერიის საოცრება

7 სექტემბერი 2024
მარილის საბადო –  რუმინეთის ისტორიული სამთო მუზეუმის საიდუმლო და უნიკალური ატმოსფერო

მარილის საბადო – რუმინეთის ისტორიული სამთო მუზეუმის საიდუმლო და უნიკალური ატმოსფერო

7 სექტემბერი 2024
რა უნდა ვნახოთ ბრაზილიაში — 5 მთავარი ღირსშესანიშნაობა

რა უნდა ვნახოთ ბრაზილიაში — 5 მთავარი ღირსშესანიშნაობა

6 სექტემბერი 2024
7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

სექტემბერი 7, 2024
როგორია ჰაერი თბილისში – უბნების მიხედვით

როგორია ჰაერი თბილისში – უბნების მიხედვით

სექტემბერი 6, 2024
თბილისი – საუკეთესო ხედები და ადგილები

თბილისი – საუკეთესო ხედები და ადგილები

სექტემბერი 5, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები