კვირა, სექტემბერი 8, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიარქიტექტურა/მშენებლობარატომ არის გამწვანება ასეთი პრიორიტეტული არქიტექტურის ინდუსტრიაში

რატომ არის გამწვანება ასეთი პრიორიტეტული არქიტექტურის ინდუსტრიაში

 ბუნება და გარემო სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება თანამედროვე არქიტექტურაში. ამას ბევრი მიზეზი აქვს.

მწვანე არქიტექტურა ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებასა და ენერგოეფექტურობაზე. ამ ყველაფერთან ერთად კი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ბუნებასთან ჰარმონიაში ყოფნაა.

ამ ბლოგში ჩვენ განვიხილავთ, თუ რატომ არის გამწვანება ასეთი მნიშვნელოვანი თანამედროვე არქიტექტურაში, გამოვყოფთ მწვანე სივრცეების უპირატესობებს და ვისაუბრებთ, თუ რატომ უნდა აირჩიოთ ისეთი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც თავად ქმნის ჯანსაღ გარემოს. ამასთანავე განვიხილავთ მწვანე არქიტექტურის ერთ-ერთ ულამაზეს ქართულ ნიმუშს ბინებს ბათუმში ტექტო ჯგუფისგან.

რატომ არის გამწვანება ასეთი პრიორიტეტული არქიტექტურის ინდუსტრიაში?

მწვანე არქიტექტურა მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, ეს ხელს უწყობს შენობების უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას გარემოზე. ტრადიციული შენობები მოიხმარენ უამრავ ენერგიას და რესურსებს, ხელს უწყობენ სათბურის გაზების გამოყოფას.

ამასთან ერთად, ხშირად არ აქვთ სათანადო იზოლაცია, რაც იწვევს ენერგიის კარგვას. მეორეს მხრივ, საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც აშენებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით, პლუს ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით, ეს ამცირებს ნახშირბადის კვალს, ხელს უწყობს უფრო მდგრადი მომავლის შექმნას.

ასეთ შენობებში ხშირად არის ბუნებრივი ვენტილაცია, ჰაერის ფილტრაციის სისტემები და წვდომა ბუნებრივ შუქზე, ეს ყველაფერი აუმჯობესებს შიდა ჰაერის ხარისხს, რაც ხელს უწყობს მთლიანი ატმოსფეროს გაუმჯობესებას.

რატომ არის გამწვანება ასეთი პრიორიტეტული არქიტექტურის ინდუსტრიაში

დღევანდელ მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავი გარემოს დაბინძურებაა, თანამედროვე არქიტექტურა არ არის გამონაკლისი და თავისი წვლილი შეაქვს ამ სენსიტიური საკითხის მოგვარებაში. ადამიანები უფრო მეტად აცნობიერებენ მათ უარყოფით გავლენას ბუნებაზე, ამიტომ, სულ უფრო მეტად ეძებენ გზებს, რათა შეამცირონ ნახშირბადის ემისია.

გარდა ამისა, სამწუხაროდ, არაერთი ახალ აშენებული საცხოვრებელი კომპლექსი არათუ ზრუნავს ბუნებრივ გარემოზე, პირიქით, ანადგურებს მას. მთელს მსოფლიოში ეს ძალიან დიდი პრობლემაა.

მწვანე არქიტექტურა, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს ბუნებას და გარემოს, არის პასუხი ამ საკმაოდ მტკივნეულ საკითხზე.

ტექნოლოგიურმა მიღწევებმა შესაძლებელი გახადა უფრო ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა შენობების შექმნა. მაგალითად, მწვანე ტექნოლოგიების გამოყენება, როგორიცაა მზის პანელები, წვიმის წყლის შეგროვების სისტემები, აქტიური გამწვანება, მწვანე სახურავები, უფრო ფართოდ გავრცელდა, რაც არქიტექტორებს გაუადვილებს ბუნებისა და გარემოსთვის პრიორიტეტის მინიჭებას.

მწვანე არქიტექტურა – სიმშვიდისა და კეთილდღეობის გარანტი

რატომ არის გამწვანება ასეთი პრიორიტეტული არქიტექტურის ინდუსტრიაში

არქიტექტორები აერთიანებენ ბუნების ელემენტებს შენობის დიზაინში. ასეთია მწვანე სახურავები, “ცოცხალი” კედლები, დიდი ფანჯრები, რომლებიც უზრუნველყოფენ წვდომას ბუნებრივ შუქსა და გარე ხედებზე. დიზაინის ეს ელემენტები ხელს უწყობენ უფრო ჯანსაღი, სასიამოვნო საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს შექმნას.

რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტური გარემოა – ტყე, ბუნებრივი გამწვანება და ა.შ.

უამრავი მიზეზი არსებობს, რის გამოც, ბუნებრივ გარემოში ყოფნა სასარგებლოა ჩვენი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის:

  • სტრესის შემცირება: ბუნებაში დროის გატარება პირდაპირ მოქმედებს სტრესის დონეზე, აუმჯობესებს განწყობას, ეს ყველაფერი კი კავშირშია შფოთვისა, ისევე როგორც დეპრესიის რისკის შემცირებაზე.
  • გაუმჯობესებული ფიზიკური ჯანმრთელობა: ბუნებაში ყოფნა ასევე ხელს უწყობს ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. სუფთა ჰაერისა და მზის სხივების აძლიერებენ იმუნურ სისტემასა და ადამიანის ზოგად მდგომარეობას.
  • კრეატიულობის, შემეცნებითი ფუნქციის გაზრდა: კვლევებმა აჩვენა, რომ ბუნების ზემოქმედებას შეუძლია გაზარდოს კრეატიულობა და შემეცნებითი ფუნქცია, ასევე გააუმჯობესოს ყურადღება, მეხსიერება.
  • გაუმჯობესებული ძილი: ბუნებაში დროის გატარება ასევე დაგეხმარებათ ძილის ხარისხის გაუმჯობესებაში და ენერგიის დონის ამაღლებაში.
  • ესთეტიკური მხარე: გარდა იმისა, რომ ეკოლოგიურად სუფთაა და კარგია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, მწვანე არქიტექტურა ასევე შეიძლება იყოს ესთეტიურად სასიამოვნო. ლამაზი, უნიკალური სტრუქტურები, რომლებიც ამასთან ერთად ლამაზ ბუნებრივ გარემოში არსებობენ, იდეალურ კავშირს ქმნიან ბუნებასთან და გამოირჩევიან სხვა ნაგებობებისგან.

 

ზოგადად, ბუნებრივ გარემოს აქვს დამამშვიდებელი და გამაახალგაზრდავებელი ეფექტი ადამიანის სხეულსა და გონებაზე, რაც ხელს უწყობს ფიზიკურ, გონებრივ კეთილდღეობას.

მითუმეტეს, თუ ბუნებრივი გარემო ზუსტად იქაა, სადაც თქვენ ცხოვრობთ. ყველა ზემო ჩამოთვლილი სიკეთე თქვენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება.

საცხოვრებელი კომპლექსი და მწვანე სივრცე

ვისაუბრეთ როგორი მნიშვნელოვანია ისეთი საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც გამწვანება ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. გამწვანებული გარემო საქართველოში არაერთგან შეგხვდებათ, მაგრამ ბევრი არაა ისეთი საცხოვრებელი სივრცე, რომელიც მთლიანად ბუნებაშია ჩაფლული. თუმცა, მაინც არსებობს გამონაკლისი.

ტექტო ფრანკო” არის პირველი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელსაც „ტექტო ჯგუფი“ ახორციელებს. კომპლექსი ბათუმში, კონცელიძის ქუჩაზე მდებარეობს. პროექტი 11 000 კვ.მ ფართობზეა გაშენებული. ის აერთიანებს 4 კორპუსსა და 813 ბინას.

რატომ არის გამწვანება ასეთი პრიორიტეტული არქიტექტურის ინდუსტრიაში

ერთ-ერთი გამოსარჩევი ღირსება, რაზეც ვსაუბრობდით არის ის, რომ ხსენებული ძალიან დიდი სივრცის ნახევარზე მეტი ხელუხლებელი ბუნებრივი გარემოა.

 

წყარო:https://tekto.ge

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
გიორგი ფხაკაძე
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
როგორ უნდა დაგეგმოთ იდეალური 1 დღე ტრასტევერეში, რომში

როგორ უნდა დაგეგმოთ იდეალური 1 დღე ტრასტევერეში, რომში

7 September, 2024
საბერძნეთის ამ საოცარ რეგიონში ადგილობრივები ისვენებენ: ცისფერი წყალი, ლამაზი სოფლები და გემრიელი საკვები

საბერძნეთის ამ საოცარ რეგიონში ადგილობრივები ისვენებენ: ცისფერი წყალი, ლამაზი სოფლები და გემრიელი საკვები

6 September, 2024
მსოფლიოს ყველაზე ხშირად მონახულებადი მუზეუმის, ლუვრის 10 საიდუმლო

მსოფლიოს ყველაზე ხშირად მონახულებადი მუზეუმის, ლუვრის 10 საიდუმლო

31 August, 2024
გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

სექტემბერი 6, 2024
დიაბეტის მართვა, წონის დაკლება და ალცჰაიმერის პრევენცია: GLP-1 აგონისტების ახალი ერა

დიაბეტის მართვა, წონის დაკლება და ალცჰაიმერის პრევენცია: GLP-1 აგონისტების ახალი ერა

სექტემბერი 6, 2024
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, მობილური ტელეფონები თავის ტვინის კიბოს არ იწვევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, მობილური ტელეფონები თავის ტვინის კიბოს არ იწვევს

სექტემბერი 6, 2024
რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

სექტემბერი 5, 2024
რა ნიშნებით ვლინდება სალმონელოზი? – ბაქტერია შეიძლება, კვერცხის ნაჭუჭშიც კი შევიდეს

რა ნიშნებით ვლინდება სალმონელოზი? – ბაქტერია შეიძლება, კვერცხის ნაჭუჭშიც კი შევიდეს

სექტემბერი 5, 2024
კახეთში უკვე 20 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადაამუშავეს

კახეთში უკვე 20 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადაამუშავეს

სექტემბერი 5, 2024
 ლელა წურწუმიას ემოციური ისტორია შვილზე – „მე მარიკოს ჩავაბარებინე იმ ფაკულტეტზე, რომელზეც მე მინდოდა“

 ლელა წურწუმიას ემოციური ისტორია შვილზე – „მე მარიკოს ჩავაბარებინე იმ ფაკულტეტზე, რომელზეც მე მინდოდა“

7 სექტემბერი 2024
VIDEO: „ჩაეხუტეთ მამას, იზეიმეთ…“ – დედების წერილები ციხიდან შვილებს და ცხოვრება გისოსებს მიღმა

VIDEO: „ჩაეხუტეთ მამას, იზეიმეთ…“ – დედების წერილები ციხიდან შვილებს და ცხოვრება გისოსებს მიღმა

7 სექტემბერი 2024

„გოგიჩა – ეს ბიჭი არის სიყვარული…არ დამავიწყდება მისი ბოლო სიტყვები – ნათია ბანძელაძის ემოციური პასუხი შეკითხვაზე, რა არის სიყვარული

7 სექტემბერი 2024
თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

სექტემბერი 6, 2024
ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

სექტემბერი 7, 2024
ბადრიჯნის სალათი ზამთრისთვის- ბებიების რეცეპტი

ბადრიჯნის სალათი ზამთრისთვის- ბებიების რეცეპტი

სექტემბერი 7, 2024
პროდუქტები რომლებიც ყველაზე მეტად გაძვირდა აგვისტოში

პროდუქტები რომლებიც ყველაზე მეტად გაძვირდა აგვისტოში

სექტემბერი 6, 2024
იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

სექტემბერი 7, 2024
ნიკოლ კიდმანი ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე Schiaparelli-ს კაბით ბრწყინავდა

ნიკოლ კიდმანი ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე Schiaparelli-ს კაბით ბრწყინავდა

სექტემბერი 7, 2024
უცნობი ამბები კასია სმუტნიაკზე

უცნობი ამბები კასია სმუტნიაკზე

სექტემბერი 6, 2024
სერაპეუმი საკარაში – ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლისის საიდუმლო და ინჟინერიის საოცრება

სერაპეუმი საკარაში – ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლისის საიდუმლო და ინჟინერიის საოცრება

7 სექტემბერი 2024
მარილის საბადო –  რუმინეთის ისტორიული სამთო მუზეუმის საიდუმლო და უნიკალური ატმოსფერო

მარილის საბადო – რუმინეთის ისტორიული სამთო მუზეუმის საიდუმლო და უნიკალური ატმოსფერო

7 სექტემბერი 2024
რა უნდა ვნახოთ ბრაზილიაში — 5 მთავარი ღირსშესანიშნაობა

რა უნდა ვნახოთ ბრაზილიაში — 5 მთავარი ღირსშესანიშნაობა

6 სექტემბერი 2024
7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

სექტემბერი 7, 2024
როგორია ჰაერი თბილისში – უბნების მიხედვით

როგორია ჰაერი თბილისში – უბნების მიხედვით

სექტემბერი 6, 2024
თბილისი – საუკეთესო ხედები და ადგილები

თბილისი – საუკეთესო ხედები და ადგილები

სექტემბერი 5, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები