რა არის ძვალ-სახსროვანი სისტემის დარღვევები,რა იწვევს და როგორ უნდა გავუმკლავდეთ მას

0
175
#image_title

ეს სისტემა უზრუნველყოფს მყესების,კუნთების, სახსრების და მგრძნობიარენერვების კოორდინირებულ მუშაობას.დროებითი შრომისუუნარობის მიზეზიშეიძლება იყოს კუნთის დაზიანება. მყესების დაჭიმვა, სახსრების ანთება,ნერვის დაზიანება, ხერხემლის დისკისდეგენერაციული ცვლილებები და ა. შ. ადვილად დაღლა და დისკომფორტი ვითარდება მაშინ, როცა დატვირთვა და/ან ერთი და იგივე მოძრაობა ხორციელდება მრავალჯერ დროის დიდი მონაკვეთის განმავლობაში.

საერთო ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ ამ მიდამოში არსებულ დარღვევებს, არის:ტკივილი, სპაზმი, სიცივის შეგრძნება.იშვიათად აღინიშნება: მოძრაობისდიაპაზონის შემცირება, დეფორმაცია,

ხშირია:

• ხელის და მაჯის ძვალ-კუნთოვანი დარღვევები;

• წინამხრის და მხრის ძვალ-კუნთოვანი დარღვევები;

• მყესების დაჭიმულობა და ანთებები ან ქსოვილის ანთებები, რომლებიც კუნთს

აერთებენ ძვალთან;

• ხერხემლის დისკის თიაქარი, წელის რადიკულიტი, კისრის დაჭიმულობის სინდრომი,

ხერხემლის დისკის პროტრუზია;

• ხერხემლის და კისრის მიდამოს ძვალ-კუნთოვანი დარღვევები.

საერთო ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ ამ მიდამოში არსებულ დარღვევებს, არის: ტკივილი, სპაზმი, სიცივის შეგრძნება. იშვიათად აღინიშნება: მოძრაობის დიაპაზონის შემცირება, დეფორმაცია,კიდურის ძალის შემცირება, კუნთოვანი ფუნქციის დაკარგვა და ა. შ. აღსანიშავია, რომ ნებისმიერი ეს სიმპტომი შეიძლება უფრო გაძლიერდეს ან პირველად შენიშნოთ ღამით.

რა იწვევს ძვალ-სახსროვან დარღვევებს? 

ოფისში, სადაც შესაბამისი ერგონომიკული პირობები არ არის დაცული, ხშირია ძვალ-სახსროვანი დარღვევები. მოუხერხებელი პოზიცია სამუშაოს შესრულებისას, რომელიც იწვევს ხელის, მხრის და ხერხემლის დამატებით დატვირთვას, სხეულს აყენებს არაბუნებრივ პოზაში:

კომპიუტერთან მუშაობისთვისმოუხერხებელიპოზიციები

• მოხრილი მტევანი

• სხეულიდან განზე გაწეული

იდაყვები;

• ზედმეტად გაჭიმული ხელის

კიდურები;

• წინ წამოწეული მხრები.

რა არის ძვალ-სახსროვანი სისტემის დარღვევები,რა იწვევს და როგორ უნდა გავუმკლავდეთ მას

ეს პოზიციები პოტენციურად დამატებით ხელშემწყობი პირობაა ძვალ-სახსროვანი დარღვევების განვითარებისთვის, რის გამოცდღის განმავლობაში იზრდება დასაქმებულის დაღლილობა და შედეგედ მცირდება წარმოების ხარისხი. ძალისმიერი ტრავმები,როგორც წესი, დაკავშირებულია საწარმოებში მუშაობასთან. მაგრამასეთი სახის ტრავმები შესაძლებელია მოხდეს ოფისებშიც: საოფისეაღჭურვილობის გადაადგილებისას; კლავიშზე უხეში დაჭერით, ვიდრე ეს საჭიროა; კუნთზე უხეშად ზეწოლით და ა. შ. ამ შემთხვევებში შესაძლებელია, ხელების და ფალანგების ზედმეტმა დატვირთვამ თავდაპირველადგამოიწვიოს დაღლილობა, მაგრამ თუ ეს გრძელდება ხანგრძლივი დროისგანმავლობაში შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა სახის ძვალ-კუნთოვანი დარღვევები.

რაც უფრო ხანგრძლივად იმეორებთ ერთსა და იმავე მოძრაობას, ერთსა და იმავე პოზაში ხართ ხანგრძლივად სამუშაო დღის განმავლობაში, უფრომეტი შანსი გაქვთ, რომ გამოგივლინდეთ ძვალ-კუნთოვანი დარღვევები. ასეთი მოძრაობების მაგალითებია: მონაცემების შეყვანის პროცესი;დახარისხების პროცესი და ა.შ.

ამ შემთხვევაში სხეული ერთსა და იმავე მოძრაობას იმეორებს მთელი დღის განმავლობაში. თავისთავად,ერთი სახის სამუშაოს შესრულება არ არის საზიანო. თუმცა პრობლემას წარმოადგენს შესრულებული სამუშაოს სიხშირე, მოუხერხებელი მდებარეობა და სხეულის არასწორი დატვირთვა.

რა არის ძვალ-სახსროვანი სისტემის დარღვევები,რა იწვევს და როგორ უნდა გავუმკლავდეთ მას

როგორ შეიძლება ავიცილოთ ძვალ-სახსროვანი დარღვევები?

თქვენი ჯანმრთელობა და კომფორტი ოფისში ყოფნისას დამოკიდებულია მოძრაობასა და გადაადგილებაზე, ასევე იმ ზეწოლაზე, რომელიცსხეულზე მოდის. ერგონომიკულიპრინციპების დაცვა წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას ძვალ-კუნთოვანი დარღვევების თავიდან ასაცილებლად.მაგ.: თუ თქვენ სამუშაო დროის უმეტეს ნაწილს ატარებთ კომპიუტერთან, უნდა მიაქციოთ ყურადღება, როგორ პოზიციაში გაქვთ ხელის მტევნები და ფალანგები. იმისათვის, რომ შეამციროთ დატვირთვა სხეულის ზედა ნაწილის კუნთებზე, იდაყვები მიიტანეთ სხეულთან ახლოს, მხრებიკი ქვემოთ ჩამოსწიეთ და მოადუნეთმუშაობისას. შეძლებისდაგვარად,ასევე მოადუნეთ წინამხარი და მტევნისფალანგები. გახსოვდეთ, ერგონომიკის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია –სამუშაოს შესრულების დროს სხეული იმყოფებოდეს მუშაობისათვის ოპტიმალურ მდებარეობაში.

საბოლოოდ, არ დაგავიწყდეთ, რომპერიოდულად უნდა დაისვენოთ. შეეცადეთ სამუშაო დღის განმავლობაში ხშირად გააკეთოთ ხანმოკლე შესვენებები. ადამიანის სხეული განკუთვნილია მოძრაობისთვის,ამიტომ ერთ პოზიციაში ხანგრძლივად ყოფნა ან ერთფეროვანი სამუშაოს ხანგრძლივი დროით შესრულება ზრდის დატვირთვას კუნთებზე და სახსრებზე. ხანმოკლე აღდგენითმა პერიოდებმა შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანოს კუნთების დაღლა დადაძაბვა, რაც მნიშვნელოვნად ზრდისშრომისუნარიანობას.

რა არის ძვალ-სახსროვანი სისტემის დარღვევები,რა იწვევს და როგორ უნდა გავუმკლავდეთ მას

საქართველოს ერგონომიკის ასოციაცია/ხელმძღვანელი პროფესორი გიორგი ფხაკაძე

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ