ხუთშაბათი, აპრილი 24, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებისარკე-აქსესუარი, რომელიც სიცარიელეს ავსებს

სარკე-აქსესუარი, რომელიც სიცარიელეს ავსებს

სახლის უმთავრესი აქსესუარი სწორედ სარკეა, მითუმეტეს მაშინ, როცა შეგვიძლია იგი ნებისმიერი სახლის ინტერიერს მოვუხდინოთ.

გეგულებათ სახლი, სადაც სარკე არ არის? ჩვენ – არა, რადგან თითქმის შეუძლებელია ინტერიერში სადმე პატარა სარკე მაინც არ ჩამოიკიდოს, თუ ასე არ ფიქრობთ მაშინ, სწორ დროს, სწორი ბლოგი გაგიხსნიათ. ჩვენ შევეცდებით, დაგარწმუნოთ, რომ სარკე ინტერიერში აუცილებელია.

სარკე-აქსესუარი, რომელიც სიცარიელეს ავსებს

ინტერიერის დიზაინერები ასე ამბობენ, სწორი სარკის შერჩევა ახდენილ ოცნებას ჰგავსო…

თუ პატარა ოთახი გაქვთ და ფერებითა და ავეჯით მოცულობას ვეღარ ამატებთ, მაშინ დროა, სარკის არჩევაზე იფიქროთ.

   ინტერიერში სარკის პირველი დანიშნულება სივრცის შექმნაა, სარკე საშუალებას აძლევს სინათლეს თანაბრად განაწილდეს ოთახში და ვიზუალური ეფექტი უფრო გაზარდოს.

სარკე-აქსესუარი, რომელიც სიცარიელეს ავსებს

სარკე ინტერიერის ნებისმიერ დიზაინს უხდება

განსხვავებული ფორმის სარკეები, ფერადი და საინტერესო ჩარჩოები ინტერიერის ნებისმიერ სტილს უხდება, სარკე ოთახში იმ სიცარიელეს ავსებს, რომელიც ვერცერთი სხვა დეკორით ვერ  შეივსება, თითქოს ინტერიერი ითხოვს სარკის დაკიდებას.

სარკე-აქსესუარი, რომელიც სიცარიელეს ავსებს

ხშირად ევროპული ინტერიერის სახლებში სამზარეულოში პატარა სარკეს კიდებენ, რაც სამზარეულოს სტილს ძალიან უხდება, თუ თქვენი ინტერიერი სარკეს მოიხდენს, რატომაც არა, დაკიდეთ…

სარკე-აქსესუარი, რომელიც სიცარიელეს ავსებს

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყარო:http://fortis.ge/2021/01/26/ratom-unda-iyo-sarke-interiershi-da-sad-unda-chamoikidos-is/

author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
READ  მედიაჰოლდინგი "შენი", გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები