ორშაბათი, თებერვალი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიარქიტექტურა/მშენებლობასიდნეის ოპერის თეატრი – არქიტექტურული ძეგლი, რომელიც “იუნესკოს” მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია

სიდნეის ოპერის თეატრი – არქიტექტურული ძეგლი, რომელიც “იუნესკოს” მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია

ავსტრალიაში, სიდნეის ოპერის თეატრის მსგავსი სულ რამდენიმე შენობაა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაგებობა მსოფლიოს მერვე საოცრებადაც კი ითვლება მისი უნიკალური არქიტექტურისა და დიზაინის წყალობით. პროექტის ისტორია 1956 წელს დაიწყო, როდესაც ახალი სამხრეთ უელსის მთავარობამ ღია კონკურსი გამოაცხადა სპექტაკლებისთვის განკუთვნილი საკონცერტო დარბაზის შესაქმნელად, სადაც ჩატარდებოდა საოპერო და სიმფონიური კონცერტები და ამ გზით მთავრობა შეძლებდა სიდნეის საერთაშორისო რუკაზე გამოჩენას.

დანიელი არქიტექტორი იორნ უტზონი იმ დროისთვის უცნობი იყო თავისი ნამუშევრებით, მაგრამ სწორედ მის მიერ შექმნილმა ესკიზმა დააინტერესა ცნობილი ეერო საარინენი, რომელიც ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო. იორნის მიერ შექმნილი ნახატები ძალიან მარტივად გამოიყურებოდა და ნათლად ასახავდა ოპერის თეატრის კონცეფციას, რომელსაც ჰქონდა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს შენობად ქცევის პოტენციალი.

სიდნეის ოპერის თეატრის მშენებლობა დაიწყო 1959 წლის მარტში არსებული Fort Macquarie Tram Depot-ის დანგრევის შემდეგ. პროექტი განხორციელდა სამ ეტაპად: შენობის ძირითადი ბირთვი, რომელიც გადაჰყურებს სიდნეის ნავსადგურს, გარე სივრცეების მოწყობა და ინტერიერი.

მშენებლობა დაიწყო მაშინ, როდესაც უტზონს ჯერ კიდევ არ ჰქონდა დასრულებული ოპერის თეატრის დიზაინზე მუშაობა და მას ზედამხედველობდა ცნობილი საინჟინრო ფირმა Ove Arup & Partners. 1963 წელს საჭირო გახდა გარკვეული დეტალების შეცვლა და დამატება, რადგან იმის გამო, რომ მშენებლობა მოულოდნელად დაიწყო, წარმოიშვა გარკვეული სახის პრობლემები და აუცილებელი გახდა კონსტრუქციების დამატება, რათა შენობას ბეტონის მასის სიმძიმისთვის გაეძლო.

1957-1963 წლებში უტზონი და არუპი მუშაობდნენ ჭურვის ახალი სისტემის შემუშავებაზე, რომელზე დაყრდნობითაც შემუშავდა შენობის დიზაინი. აღსანიშნავია, რომ საბოლოო შედეგის მისაღებად მათ თორმეტი მცდელობა დასჭირდათ. სისტემის დახმარებით შეიქმნა ადგილზე ჩამოსხმული რამდენიმე სტანდარტული სეგმენტი, შენობის სახურავმა კი იალქნების ფორმა მიიღო. ამ ესთეტიკის მისაღწევად შენობა დაფარულია 1,056,066 კერამიკული ფილით, რომლებიც დამზადებულია შვედეთში, თიხისა და დატეხილი ქვებისგან. ფილების განთავსების სამუშაოების ჩათვლით, სახურავის სტრუქტურის დასრულებას 11 წელი დასჭირდა.

1966 წლის 28 თებერვალს, ახალი სამხრეთ უელსის მთავრობასთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, უტზონმა პროექტი დატოვა, რადგან მთავრობას არ სურდა დამატებითი თანხის გამოყოფა. უტზონის დასაბრუნებლად 3000 ხელმოწერა შეგროვდა, მაგრამ მთავრობამ სამი ახალი  ავსტრალიელი არქიტექტორი შეარჩია: პიტერ ჰოლი, ლიონელ ტოდი და DS Littlmore.

პროექტის მესამე და ბოლო ეტაპზე, ახალი არქიტექტორების მეთვალყურეობის ქვეშ, უტზონის პროექტი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ავსტრალიის მაუწყებლობის კომისიის მოთხოვნით, შემოთავაზებული მთავარი დარბაზი, რომელიც თავდაპირველად მრავალფუნქციური ოპერისა და საკონცერტო დარბაზის სახით იყო შექმნილი, გახდა სივრცე მხოლოდ კონცერტებისთვის და ეწოდა მხოლოდ საკონცერტო დარბაზი, რომელსაც შეეძლო 2800 ადამიანის განთავსება.

 

სიდნეის ოპერის თეატრი – არქიტექტურული ძეგლი, რომელიც “იუნესკოს” მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია

 

მცირე დარბაზი, რომელიც თავდაპირველად სასცენო წარმოდგენებისთვის იყო განკუთვნილი, შეიცვალა ოპერითა და ბალეტით და ეწოდა ოპერის თეატრი. გარე ნაწილში შეიქმნა ორი დიდი კიბე, რომელიც ამ დარბაზებს დაუკავშირდა. ორიგინალურ დიზაინს დაემატა სამი პატარა დარბაზი სპექტაკლებისთვის, ბიბლიოთეკა და კინოთეატრიც. საბოლოო ჯამში, შენობას სულ 1000 ოთახი აქვს.

შენობა დაასრულა და გახსნა დედოფალმა ელისაბედ II-მ 1973 წლის ოქტომბერში. თავდაპირველი შეფასებით, პროექტისთვის 7 მილიონი დოლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა მის დასრულებას 102 მილიონი დოლარი დასჭირდა. 1989 წელს მთავრობას აცნობეს, რომ ოპერის თეატრს რემონტი სჭირდებოდა, რაც დამატებით 86 მილიონ დოლარს მოითხოვდა.

 

სიდნეის ოპერის თეატრი – არქიტექტურული ძეგლი, რომელიც “იუნესკოს” მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია

 

 

სიდნეის ოპერის თეატრი – არქიტექტურული ძეგლი, რომელიც “იუნესკოს” მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია

 

2007 წელს სიდნეის ოპერის თეატრი შევიდა “იუნესკოს” მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, ისეთ უძველეს ღირსშესანიშნაობებთან ერთად, როგორიცაა, მაგალითად, Stonehedge. 2003 წელს, გარდაცვალებამდე ხუთი წლით ადრე, იორნ უტზონს მიენიჭა “პრიცკერის” სახელობის პრემია. პოლიტიკური საკითხების გამო, რამაც გამოიწვია მისი პროექტიდან ჩამოშორება, იორნი ავსტრალიაში აღარ დაბრუნებულა.

წყარო:https://www.homeis.ge

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო აქტივობები ჰუელვაში, ესპანეთში

საუკეთესო აქტივობები ჰუელვაში, ესპანეთში

17 February, 2025
ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტი საქართველოში –  9 კლინიკამ “აკრედიტაცია კანადის” პლატინის სერტიფიკატი მიიღო

ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტი საქართველოში – 9 კლინიკამ “აკრედიტაცია კანადის” პლატინის სერტიფიკატი მიიღო

თებერვალი 15, 2025
“თვალში მყავდა ცოცხალი ორგანიზმი, რომელმაც ადგილი შეიცვალა! ვიცი, რომ მოსასმენად რთული ამბავია…” – რას ჰყვება ახალგაზრდა ქალი, რომელსაც თვალში პარაზიტი აღმოაჩნდა

“თვალში მყავდა ცოცხალი ორგანიზმი, რომელმაც ადგილი შეიცვალა! ვიცი, რომ მოსასმენად რთული ამბავია…” – რას ჰყვება ახალგაზრდა ქალი, რომელსაც თვალში პარაზიტი აღმოაჩნდა

14 თებერვალი 2025
სასწაული ციხისჯვრის მონასტერში – რა კადრები დააფიქსირა თვითმხილველმა

სასწაული ციხისჯვრის მონასტერში – რა კადრები დააფიქსირა თვითმხილველმა

თებერვალი 14, 2025
მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს

მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს

14 თებერვალი 2025
მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს

თებერვალი 14, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რისგან უნდა შედგებოდეს თქვენი შვილის ლანჩბოქსი? – იდეები

რისგან უნდა შედგებოდეს თქვენი შვილის ლანჩბოქსი? – იდეები

თებერვალი 16, 2025
ჯენიფერ ლოპესი – მრავალმხრივი ტალანტის გზაჯვარედინზე

ჯენიფერ ლოპესი – მრავალმხრივი ტალანტის გზაჯვარედინზე

თებერვალი 16, 2025
ფინანსური თავისუფლება – მოპოვების 8 ეტაპი ემიგრანტებითვის

ფინანსური თავისუფლება – მოპოვების 8 ეტაპი ემიგრანტებითვის

16 თებერვალი 2025
თბილისში East vs West 16 ჩატარდა — მსოფლიო დონის მკლავჭიდელების დაპირისპირება

თბილისში East vs West 16 ჩატარდა — მსოფლიო დონის მკლავჭიდელების დაპირისპირება

თებერვალი 16, 2025
რეცეპტს დაქვემდებარებული წამლების ურეცეპტოდ გაცემისთვის 2 მილიონამდე ლარის ჯარიმა გამოიწერა — აუდიტის ანგარიში

რეცეპტს დაქვემდებარებული წამლების ურეცეპტოდ გაცემისთვის 2 მილიონამდე ლარის ჯარიმა გამოიწერა — აუდიტის ანგარიში

თებერვალი 16, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები