ნახეთ, რატომ არის თბილისი ალექსანდრე დიუმას თქმით, ლეგენდების და…

2 წუთიანი წაკითხვა
ალექსანდრე დიუმას თქმით, თბილისი ლეგენდებისა და რომანტიკის ქალაქია. ვისწავლოთ როგორ გავლენას ახდენს ქალაქის ისტორია თანამედროვე ინტერიერის დიზაინზე.

ალექსანდრე დიუმა ამბობდა, თბილისი ლეგენდებისა და რომანტიკის ქალაქიაო. თბილისის დაარსების ლეგენდა მოგიყვება, V საუკუნეში როგორ დაედევნა დაჭრილ ხოხობს სანადიროდ გამოსული მეფე ვახტანგ გორგასლის მიმინო, როგორ იპოვეს დახოცილი ფრინველები გოგირდის ცხელ წყალში და როგორ ბრძანა მეფემ ამ ადგილზე ქალაქის, სახელად თბილისის, დაარსება. ეს თბილისის ქალაქად ქცევის ამბავია, თორემ ადამიანის ცხოვრება აქ სათავეს ძვ.წ. IV-III ათასწლეულიდან იღებს.

გოგირდის ის ცხელი წყლები ახლა თბილისის განთქმულ გოგირდის აბანოებშია მოქცეული და ქალაქის უძველეს, აბანოთუბანს და ორთაჭალას, თუნდაც მათ მოსანახულებლად უნდა ეწვიო. ჭრელი აბანოები თბილისური ეგზოტიკის შეგრძნების საუცხოო შესაძლებლობაა, რომ აღარაფერი ვთქვათ გასაოცარ ეფექტზე, რომელსაც ის შენს ჯანმრთელობაზე მოახდენს.

ძველი თბილისი ბევრი თვალსაზრისით გამორჩეული უბანია. აქ ერთ ქუჩაზე ნახავ რამდენიმე კონფესიის სალოცავს – მართლმადიდებლურ ტაძარს, მეჩეთსა და სინაგოგას. ეს თბილისის მრავალეთნიკური ისტორიის სურათია – იმ ადამიანური სიყვარულის, რომელსაც ქართველები სხვა ერების მიმართ იჩენდნენ და იჩენენ. თბილისის ძველ უბნებში ასეთი თანაცხოვრების კიდევ არაერთ მაგალითს წააწყდები.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

16 Things to Do in Tbilisi's Old Town: Your 2024 Guide

ევროპის ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავ ქართული, რომაული, არაბული, სპარსული, თურქული, ებრაული და სხვა არქიტექტურის ისეთ ბუნებრივ შერწყმას, როგორსაც თბილისში. ეს სურათი სრული სისავსით რომ აღიქვა, ქალაქს ნარიყალას ან მეტეხის სიმაღლიდან უნდა გადმოხედო. მდინარე მტკვრის სანაპიროზე გაშენებულ ამ არქიტექტურულ ჰარმონიაში უამრავ ისტორიულ ძეგლსა და თანამედროვე შენობას აღმოაჩენ – ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარებს, შუა საუკუნეების ტაძრებს, მრავალჯერ ბრძოლაგადატანილ ციხესიმაგრეებს, მოჩუქურთმებულ, ვიტრაჟულ თბილისურ ეზოებს და ა.შ.  

უფრო თანამედროვე თბილისი რუსთაველის გამზირიდან იწყება, სადაც XIX-XX საუკუნეების დახვეწილ, ევროპულ არქიტექტურას ნახავ. აქვეა მუზეუმები, სავაჭრო ცენტრები თუ უმაღლესი დონის სასტუმროები თავისი რესტორნებითა და კაფე-ბარებით, სადაც ქართული გასტრონომიის შედევრებს უნიკალურ ქართულ ღვინოებთან ერთად დააგემოვნებ. ქართული სამზარეულოსთვის გემოს გასინჯვას ქალაქის, ფაქტობრივად, ყველა უბანში შეძლებ, თუმცა თითქმის დარწმუნებით შემიძლია გითხრა, რომ რომელიმე ქართველის ოჯახში გაშლილ სუფრასაც აუცილებლად მიუჯდები და, ქართული კერძების გარდა, თამადის ქართულ ინსტიტუტსაც გაუგებ გემოს.

READ  1875 წელს აგებული სახლი, რომელიც პრინცმა კონსტანტინე ოლდენბურგმა…

თბილისში მოგზაურობისას არ დაგავიწყდეს მტკვარზე ტივით გასეირნება, ბოტანიკური ბაღისა და ლეღვთახევის ჩანჩქერების, კუსა და ლისის ტბების მონახულება და, რაც მთავარია, ფუნიკულიორზე ასვლა – არა მხოლოდ ატრაქციონებისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ მისი სიმაღლიდან თბილისი ხელისგულზე გადაშლილს ჰგავს.

Tbilisi, Georgia - Sep 22, 2018. Aerial view of Tbilisi, Georgia. Tbilisi  is the capital and the largest city of Georgia Stock Photo - Alamy

წყარო

❤️ თუ ინტერიერი შენი ინტერესის სფეროა, გაეცანი ჩვენი გვერდის სხვა სტატიებს💫

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2022). ნახეთ, რატომ არის თბილისი ალექსანდრე დიუმას თქმით, ლეგენდების და…. 15 მარტი, 2022. https://sheniinterieri.ge/nakhet-ratom-aris-tbilisi-aleqsandre-diumas-tqmit-legendebis-da/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. ნახეთ, რატომ არის თბილისი ალექსანდრე დიუმას თქმით, ლეგენდების და… [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2022 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/nakhet-ratom-aris-tbilisi-aleqsandre-diumas-tqmit-legendebis-da/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network