მენჯის სანატორიუმი-უნიკალური არქიტექტურა და გოგირდოვანი წყლები

4 წუთიანი წაკითხვა
მენჯის სანატორიუმი 1938 წლიდან იზიდავს სტუმრებს უნიკალური არქიტექტურითა და სამკურნალო გოგირდოვანი წყლებით. ქართული ტრადიციული მშენებლობისა და თანამედროვე დიზაინის ჰარმონიული შერწყმა ქმნის განსაკუთრებულ გარემოს ჯანმრთელობის აღდგენისთვის.

 კურორტი მენჯი უნიკალური წყლებითა და სანატორიუმით არის ცნობილი. თვითონ „მენჯი“მეგრული სიტყვაა და მჟავე წყლებს ნიშნავს.ბალნეოლოგიურ კურორტ მენჯის მშენებლობა 1938 წელს დაიწყო.იგი იყო თვალწარმტაცი და უამრავ ადამიანს იზიდავდა.

კურორტზე სამკურნალოდ  წლის ნებისმიერ დროსჩამოდიოდნენ.ეს არ იყო მხოლოდ სეზონური კურორტი,ხალხი ოთხივე სეზონზე აქტიურად სტუმრობდა მენჯს.მენჯი ტურიზმის ქალაქად იქცა.ადამიანები აქ ყავარჯნებით ჩამოდიოდნენ,მაგრამ უკან წასვლისას ყავარჯენს იქვე ტოვებდნენ.სწორედ ამიტომ მენჯს „ყავარჯნების სამარე“უწოდეს.

მენჯის უნიკალურ წყლებს მეცნიერებიც იკვლევდნენ და ერთ-ერთ მეცნიერს – რობერტ კუპცისსმენჯისთვის საქართველოს მაცესტაც კი უწოდებია. (მაცესტა-მსოფლიო მნიშვნელობის ძალიან ცნობილი კურორტია,სოჭთან ახლოს.) მენჯის სანატორიუმი-უნიკალური არქიტექტურა და გოგირდოვანი წყლები

 

     სამწუხაროდ,დღეს ამ მშვენიერი სანატორიუმიდან მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი.სანატორიუმში,სადაც უამრავი სტუმარი ჩამოდიოდა,ახლა აფხაზეთიდან დევნილები არიან შესახლებული.მიუხედავად იმისა,რომ მენჯში  ჯანმრთელობისათვის არანაირიხელშემწყობი პირობები არ არის,მაგრამ ჭაბურღილებიდან გოგირდოვანი ცხელი წყლები ისევ ხელმისაწვდომია. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ისევ ჩამოდიან და დღემდე იყენებენ წყალს,ვინც იცის მისი უნიკალურობა.

მენჯის სანატორიუმი-უნიკალური არქიტექტურა და გოგირდოვანი წყლები — ფოტო 2მენჯის სანატორიუმი-უნიკალური არქიტექტურა და გოგირდოვანი წყლები — ფოტო 3

     “წყალი იწვის და ალდება (ამაზე სხვა სიუჟეტში გიამბობთ)… სანატორიუმი ძველი რომისარქიტექტურის ელემენტებით იყო აგებული…ქალაქსიენას საკათედრო ტაძრის ჭერი იტალიაში, რომლისანალოგიითაც შეიქმნა კურორტ მენჯისსანატორიუმის გუმბათი… თავის მხრივ, ბუნებრივია, ეს სტილი ანტიკური რომიდან (რომის პანთეონი) მოდის,” – წერს სოციალურ ქსელში ურბანისტი ედიშერ ბაღათურია. მის პოსტს დიდი გამოხმაურებამოჰყვა…

READ  ყველაფერი, რაც ეიფელის შესახებ უნდა იცოდე

ისტორიკოსი სენაკიდან ნათია დავითაია:

– მენჯის სანატორიუმის ნანგრევებშიც კი ჩანსშენობების უნიკალურობა! რომაული ანტიკური ხანისკულტურის ელემენტებია გადმოტანილი შენობისაგებისას. ვიცით, თუ როგორი პომპეზურობაახასიათებდათ კომუნისტებს და აქაც კარგად ჩანს ესყველაფერი. რომაული კულტურის ელემენტებისგადმოტანით საკუთარ პომპეზურობას უსვამდნენხაზსო,– ასეა ცნობილი. მენჯის ბალნეოლოგიურიკურორტის სანატორიუმი მართლაც ბრწყინვალენაგებობაა! მე ერთი წლის წინ გახლდით დაგანცვიფრებული ვიყავი – ნანგრევებშიც როგორიდიდებულებაა“…

დამერწმუნეთ,თუ ერთხელ მაინც მოხვდებით მენჯის გზაზე(სენაკის მუნიციპალიტეტი), აუცილებლად უნდა ნახოთ სანატორიუმის ის ნანგრევებიც კი, რომელიც ნამდვილად გაგაოგნებთ.თავად დარწმუნდებით,როგორი დიდებულებაა მის ნანგრევებშიც კი.

მენჯის სანატორიუმი-უნიკალური არქიტექტურა და გოგირდოვანი წყლები — ფოტო 4მენჯის სანატორიუმი-უნიკალური არქიტექტურა და გოგირდოვანი წყლები — ფოტო 5

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყარო:https://www.ambebi.ge

ი-ნ-ტ. ტ-რ-ე-ნ-დ-ი 2026

ბ-ი-ო-ფ-ი-ლ-ი-ა, Quiet Luxury, Japandi — 3 ტ-რ-ე-ნ-დ-ი რ-ო-მ-ლ-ე-ბ-ი-ც ქ-ა-რ-თ-ვ-ე-ლ-ი ო-ჯ-ა-ხ-ე-ბ-ი-ს-თ-ვ-ი-ს ი-დ-ე-ა-ლ-ი-ა.

READ  სახლები ქიზიყის უძველესი სოფლიდან, რომელთა თითოეული კუთხე…

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
1 კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *