ხუთშაბათი, აპრილი 24, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებიფერმის სტილის სამზარეულო- 5 იდეა მის მოსაწყობად

ფერმის სტილის სამზარეულო- 5 იდეა მის მოსაწყობად

ფერმის სტილის სამზარეულო ბევრი ადამიანი ოცნებაა. თანამედროვე ფერმის სახლის სტილი სამზარეულოში ძველმოდური ხიბლი, ხის დეტალები, ფაიფურის სახელურები და ა. შ.

დღეს შემოგთავაზებთ 5 საუკეთესო იდეას, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ფერმის კლასიკურ დიზაინს და რა უნდა გავითვალისწინოთ ფერმის სტილის სამზარეულოს შექმნისას.

მშვიდი ფერები

შეგიძლიათ გამოიყენოთ თეთრი, ნაცრისფერი და კრემისფერი, რადგან ისინი ფერმის სამზარეულოსთვის ტიპურ ფერებს წარმოადგენს.

ფერმის სტილის სამზარეულო

ღია სათავსო

უპირატესობა მიანიჭეთ ღია სათავსოებს, როგორიც არის, მაგალითად, თაროები. ზედა კარადაზე უარის თქმით, სამზარეულო უფრო დიდი და მყუდრო გამოჩნდება. თაროებზე შეგიძლიათ თქვენი საყვარელი ჭურჭელი, პატარა ლარნაკი და სხვა ნივთები განათავსოთ.

ფერმის სტილის სამზარეულო

ძველი ხვდება ახალს

სივრცეში ცოტა რამ თუ ქმნის ისეთ საუცხოო ეფექტს, როგორც ტრადიციული დიზაინისა და თანამედროვე ტენდენციების გაბედული შერევა. დაამშვენეთ სამზარეულო რამდენიმე, მაგრამ საგულდაგულოდ შერჩეული ნივთებით და ოთახი უფრო მყუდრო გახდება.

 

ფერმის სტილის სამზარეულო

 

კლასიკური დეტალები

იმისათვის, რომ მიაღწიოთ განცდას, თითქოს თქვენი სამზარეულო ყოველთვის იქ იყო, სადაც ახლაა, შესანიშნავი გადაწყვეტაა ისეთი კლასიკური დეტალების შემოტანა, რომლებიც დროს უძლებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფაიფურის ნიჟარა და სახელურები, პანელებიანი კედლები და ა. შ.

 

ფერმის სტილის სამზარეულო

 

გამოყავით ადგილი პერსონალური დეტალებისთვის

სახლი უნდა ასახავდეს მასში მცხოვრებ ადამიანს. ფერმის სტილის სამზარეულოს ეფექტის გაძლიერება სწორედ პერსონალური დეტალებით შეგიძლიათ. განათავსეთ თქვენი საყვარელი დეკორაციები თვალსაჩინო ადგილას, სასურველია, ამისთვის ღია თაროები გამოიყენოთ.

ფერმის სტილის სამზარეულო

წყარო
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
READ  სანათის გამორჩეული ნიმუშები ცნობილი ინტერიერის დიზაინერისაგან
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები