ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღე რჩება თუ აქამდე არ შეგირჩევიათ უამრავი საახალწლო დეტალის ფერი ან გამა, დროა სასწრაფოდ განსაზღვროთ, რომელი ფერების გარემოცვაში გსურთ დღესასწაულის შეხვედრა.
ბოლო დღეებში ჩვენ შევკრიბეთ საახალწლო ინტერიერის სხვადასხვა ფერის დეკორის დაახლოებით 300 ვარიანტი, რომელთაგან ბევრი დეტალის გაკეთება საკუთარი ხელით შეგიძლიათ ან თუ დრო არ გაქვთ, არც სასურველი ნივთების მოძებნაა ძნელი მაღაზიებში.
ვერცხლისფერი, ოქროსფერი, ვარდისფერი, თეთრი და წითელი საახალწლო კოლექციების შემდეგ მომავალი წლის ყველაზე აქტუალური ფერის – ლურჯის დრო დადგა.
ზოგადად, ლურჯი და ცისფერი ზათრის კლასიკურ შეფერილობებად შეიძლება მივიჩნიოთ. დაათვალიერეთ ჩვენ მიერ შეკრებილი დეკორის იდეები, სხვა ფერებთან შეხამებები და თუ სწორედ ცისფერისა და ლურჯის გამას შეარჩევთ, ალბათ, ჩვენს კოლექციაში იპოვით იდეათა ნაკრებს, რომელიც ყველაზე მეტად მოუხდება თქვენს სახლს.
საახალწლო ინტერიერები ცისფერ და ლურჯ პალიტრაში: