სამშაბათი, აპრილი 28, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარიავეჯი/აქსესუარებიროგორ მოვაწყოთ მყუდრო აივანი პატარა სივრცეში

როგორ მოვაწყოთ მყუდრო აივანი პატარა სივრცეში

5 იდეა აივნის სივრცის ასათვისებლად

ყველაზე წარმატებული იდეა აივნის სივრცის გარდასაქმნელად, გულისხმობს პატარა და მივიწყებული სივრცის, მისასალმებელ და ფუნქციონალურ სივრცედ გარდაქმნას. პანდემიის დროს, ადამიანებმა მეტად დააფასეს თუნდაც პატარა გარე სივრცეები, სადაც ყოველდღიური სტრესისგან განიტვირთები. ამიტომ, აუცილებელია, რომ თქვენი სახლის თუნდაც ერთი პატარა აივანი გთავაზობდეთ კომფორტისა და განტვირთვის შესაძლებლობას. 

დილით ფინჯანი ყავის კეთილმოწყობილ აივანზე დალევა, ან სამსახურის შემდეგ მზის ჩასვლის ყურება თქვენს ფსიქიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას საგრძნობლად გააუმჯობესებს, რაც დღევანდელ დღეს საკმაოდ პრიორიტეტულია.

თუ მებაღეობა გიზიდავთ, მაგრამ თქვენს ოცნებას კედლები და მოაჯირები აბრკოლებს, მაშინ ამ ბლოგს აუცილებლად უნდა გაეცნოთ. წარმოგიდგენთ იდეებსა ხერხებს, თუ როგორ შეიძლება კედლებისა და მოაჯირებს თქვენს სასარგებლოდ გამოყენება ისე, რომ აივანი ფერადი, კომფორტული და ბიოფილური გახდეს.

 

 

1. აირჩიე დასაკეცი აივნის ბისტრო კომპლექტი

როდესაც აივნისთვის ბაღის ავეჯს ყიდულობთ, მნიშვნელოვანია აირჩიოთ სივრცის დამზოგავი ნივთები. ეს ბისტრო კომპლექტი კომპაქტურად იკეცება, რომ მაქსიმალურად გაზარდოს იატაკის სივრცე. ამასთან ციტრუსის ხალისიანი ყვითელი ფერი თქვენს პატარა სივრცეს გაახალისებს. შეარჩიეთ ქოთნების ფერი მსგავსი ციტრუსის ტონებში, რათა მთელი სივრცე გაამხიარულოთ.

 

 

 

 

 

2. შექმენით პირადი სივრცე

თუ თქვენთვის პირადი სივრცე პრიორიტეტულია და გირჩევნიათ, რომ აივანი მეტად იზოლირებული იყოს მეზობლებისგან, მაშინ მოაჯირების ირგვლივ წყალგაუმტარი პანელების დამაგრება სცადეთ. ეს ქსოვილი საუკეთესო ალტერნატივაა, რადგან იგი არ ბლოკავს მზის სხივების შემოსვლას და ამავდროულად გიცავთ სხვისი თვალისგან.

მოაჯირებს ქოთნის ყვავილების განთავსება კიდევ ერთი მშვენიერი გადაწყვეტილებაა როგორც მეტი ესთეტიკურობისთვის, ასევე იზოლაციისთვის. ქოლგის განთავსება კი თქვენ და თქვენს მცენარეებს მზისგან დაგიცავთ და ამავდროულად პირადი სივრცის შეგრძნებას გაგიძლიერებთ.

თუ აივნის გამხიარულება გსურთ, დააგეთ ფერადი იატაკის ფილები. ვინ თქვა, რომ მოხატული იატაკი მხოლოდ შიდა სივრცეებისთვის არის?!

 

3. შექმენით სამზარეულოს ზონა აივანზე

READ  იაფი და მოსახერხებელი - "ერთჯერადი" ავეჯი

 

გარე სამზარეულო საკმაოდ პოპულარულია ხმელთაშუაზღვისპირა ქალაქებში. თუმცა საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნის კლიმატიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ წელიწადში 5-6 თვე აივნით ვისიამოვნოთ. ამისათვის დაგჭირდებათ რამდენიმე სათავსო, თაროები და პატარა ე.წ. ბისტროს მაგიდა-სკამები. გაითვალისწინეთ, რომ ავეჯი თქვენი სივრცის შესაბამისად უნდა აარჩიოთ. კარგად გაზომეთ ის ადგილი სადაც სათავსოებისა და თაროების დადგმას აპირებთ. ეცადეთ მაქსიმალურად დაზოგოთ სივრცე, რადგან მთელი იდეა გარე სამზარეულოს შექმნისა ამ სივრცით სიამოვნების მიღებაა.

გარე სამზარეულო თქვენი კერძების გამრავალფეროვნების შესაძლებლობას გაძლევთ. მცირე ზომის ღუმელის შეძენის შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოაცხოთ სხვადასხვა კერძი როგორიცაა: თევზეული, პიცა, ლაზანია, ტკბილეული და სხვა. აივანზე საჭმლის მომზადების პროცესს დაუმატეთ გამაგრილებელი სასმელი, დაპატიჟეთ მეგობრები და ისიამოვნეთ ახალი გარემოთი.

 

 

 

 

 

 

4. ცოცხალი კედელი აივანზე

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პანდემიამ ადამიანებს კიდევ უფრო კარგად დაანახა ბუნებაში გატარებული დროის ფასი. სწორედ ამიტომ, ინტერიერის დიზაინში, ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურია მცენარეების, როგორც დეკორის გამოყენება. ესთეტიკისა და მორთულობის გარდა, მცენარეებს სიჯანსაღის და ჰარმონიის შექმნა შეუძლიათ. აივანზე განტვირთვისას მცენარეებით ტკბობა, სიმშვიდის შეგრძნებას კიდევ უფრო ინტენსიურს ხდის. კედლის მცენარეები ოპტიმალური ვარიანტი მცირე ზომის აივნებისთვის, რადგან ისინი მინიმალურ ადგილს იკავებენ. ამასთან კედლის  გაფორმება თქვენს აივანს გამორჩეულს და საინტერესოს გახდის.

 

 

 

 

 

5. მისაღები ოთახის ზონა აივანზე

 

თუ აივანზე დროის გატარება გიყვართ და სივრცე ამის საშუალებას გაძლევთ, შეიქმენით მაქსიმალური კომფორტი და აქციეთ ის მისაღებ ოთახად. ამით თქვენი სახლის სივრცის გაფართოებასაც მოახდენთ. შეარჩიეთ ისეთი ავეჯი, რომელიც მარტივად გაიწმინდა მტვრისგან. პატარა ნათურების ჩამოკიდებით მეტად რომანტიკულ და მყუდრო გარემოს შექმნით. დაუმატეთ ამ ყველაფერს გამწვანება და ისიამოვნეთ გარე მისაღები ოთახით.

 

 

 

წყარო

author avatar
SheniInterieri.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ინტერვიუ ახალგაზრდა ხელოვანთან, რომელიც ძველი ავეჯისგან ჯადოსნურ ნამუშევრებს ქმნის - გაიცანით დიზაინერი, სოფო მგალობლიშვილი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.