ინტერიერის დიზაინერის, ნინო პაიჭაძის პროფესიონალური რჩევები

2 წუთიანი წაკითხვა
{"remix_data":[],"source_tags":[],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":false,"containsFTESticker":false}

დღევანდელობის გიჟური რითმისგან გაქცევის კარგი საშუალებაა ბუნებასთან ურთიერთობა, მაგრამ ქალაქში ამას იშვიათად ვახერხებთ. ეს სტატია კი ეძღვნება მათ, ვისაც სურს ბუნებასთან მეტი კავშირი და ახალი ჰობის გაჩენა.

ინტერიერის დიზაინერის, ნინო პაიჭაძის პროფესიონალური რჩევები | შენი ინტერიერი

იმის მიუხედავად, რომ დიზაინში ოთახის მცენარეები დეკორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ცოცხალი ნაწილია, მეორეს მხრივ გარდა ოთახის მცენარეებისა, მივიწყებულია ისეთი საინტერესო საქმიანობა, როგორიც არის მებაღეობა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

დიახ, გაგიჩნდებოდათ კითხვა – რა შუაშია ოთახის მცენარეებთან და ინტერიერთან მებაღეობა? – მაგრამ მოგეხსენებათ, არც ისე იშვიათად ინტერიერის დიზაინერები ვაგეგმარებთ სასათბურე მინი სივრცეებს ან სულაც დიდ ორანჟერეებს თავისი წვეთოვანი სისტემებით.

 

იმის მიუხედავად, ცხოვრობთ მრავალსართულიან კორპუსში თუ კერძო სახლში, ბაღის მოწყობა ყველგან შეგიძლიათ.

ინტერიერის დიზაინერის, ნინო პაიჭაძის პროფესიონალური რჩევები | შენი ინტერიერი

ყველაზე პატარა ბინაშიც კი შეგიძლიათ მოიყვანოთ მწვანილი, რომელიც ცოცხალი არომატით დაამშვენებს თქვენ სადილს ან თუნდაც მოიყვანოთ ძალიან პოპულარული მიკრო მწვანილები, რომელსაც თქვენ წარმოიდგინეთ იმდენივე მოვლა სჭირდება, რამდენიც თქვენს ოთახის “წუნია” ყვავილს. მისგან გამსხვავებით, მიკრო მწვანილები დაამშვენებს თქვენს საუზმეს თუ სადილს, ასევე გპირდებით – თქვენი სტუმრების გაკვირვებას და აღტაცებასაც გამოიწვევს.

ეს რაც შეეხებოდა სამზარეულოში მზიან ადგილას დათესილ სიმწვანეს… მაგრამ ახლა მოდით, განვიხილოთ აივანი ან ვერანდა, რომელშიც თუნდაც 2 კვ.მ თუ გაქვთ თავისუფალი, შესაბამისი კონსტრუქციის გაკეთებით თქვენსავე აივანზე ან ვერანდაზე შეგიძლიათ გააკეთოთ მინი სათბური, ან უფრო შელამაზებით რომ ვთქვათ, მინი ორანჟერეა, რომელშიც შეძლებთ უკვე დათესოთ და მოიყვანოთ თქვენთვის საყვარელი ბოსტნეული პესტიციდების გარეშე და მშვიდად მიირთვათ თქვენივე მოყვანილი პომიდორი, ბოლოკი, კიტრი, ანდაც ცხარე წიწაკა.

ეს არც ისე რთულია და უამრავი ვიდეო მასალა დევს Youtube-ზე, თუ როგორ მოიყვანოთ ესა თუ ის ბოსტნეული სახლში.

ინტერიერის დიზაინერის, ნინო პაიჭაძის პროფესიონალური რჩევები | შენი ინტერიერი

ასევე ძალიან სასიამოვნო პროცესია და ბევრ შემთხვევაში თქვენი მინი ბაღის მოვლა მედიტაციას დაემსგავსება. თქვენს სიხარულს კი შეიძლება ზღვარი არ ჰქონდეს, როდესაც პირველ მოსავალს აიღებთ და თუნდაც 4-ჯერ, მაგრამ თქვენივე დათესილი ჩერი პომდვრებით გაკეთებულ სალათს მიირთმევთ.

READ  მყუდრო ინტერიერის 4 აუცილებელი შემადგენელი

თუ გსურთ, შეისწავლოთ ეს და სხვა მრავალი ინფორმაცია, თვალი ადევნეთ sheniinterieri.ge-ს და ასევე ჩემს გვერდს – Nino Paichadze Design.

სტატია sheniinterieri.ge-სთვის მოამზადა ინტერიერის დიზაინერმა, ნინო პაიჭაძემ ✨️

 

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). ინტერიერის დიზაინერის, ნინო პაიჭაძის პროფესიონალური რჩევები. 15 აპრილი, 2024. https://sheniinterieri.ge/nino-paichadze-3/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. ინტერიერის დიზაინერის, ნინო პაიჭაძის პროფესიონალური რჩევები [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/nino-paichadze-3/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network