კვირა, მაისი 31, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარიავეჯი/აქსესუარებირჩევები, თუ როგორ უნდა მორთოთ სახლი საახალწლოდ

რჩევები, თუ როგორ უნდა მორთოთ სახლი საახალწლოდ

ახალი წლის მოსვლას ყველა მოუთმენლად ველოდებით. რთული წლის შემდეგ, ეს არაჩვეულებრივი დღესასწაული ჩვენს ბინებში მაინც იგრძნობა. სწორედ ეს არის ახალი წლის ჯადოსნური ეფექტიც – ყველაფრის მიუხედავად ის გვახალისებს და გვაბედნიერებს. რა სჯობს, როდესაც სახლის საახალწლოდ მოწყობის პროცესში მთელი ოჯახი მონაწილეობს და პოზიტიური ემოციები ოჯახის თითოეულ წევრზე ვრცელდება?

თუ გსურთ, რომ თქვენი საახალწლო დეკორაციები კრეატიული იყოს, რამდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ.

 

კლასიკური კომბინაცია

თუ თქვენი ბინის ინტერიერი კლასიკურ სტილში არის გადაწყვეტილი და მასში შავი და თეთრი ფერების კომბინაცია სჭარბობს, საახალწლო მუხტის შემოსატანად გამოიყენეთ წითელი და მწვანე დეკორაციები. წითელი ორნამენტებით დახუნძლული მწვანე ნაძვის ხე და ამავე ფერებში შესრულებული სხვადასხვა სახის დეკორაცია, ბინაში საახალწლო განწყობასთან ერთად ელეგანტურ გარემოსაც შექმნით.

 

მინიმალიზმი ცუდს არ ნიშნავს

რადგან ინტერიერში უკანასკნელი ტრენდები მინიმალისტურია, 2020-21 წლის საახალწლო დეკორაციების შერჩევაზეც იგივე პრინციპი მოქმედებს. რეალურად, საახალწლო მინიმალიზმი ცუდს საერთოდ არ ნიშნავს, პირიქით:

  • თუ მცირე ფართის ბინაში ცხოვრობთ, ცოტა, მაგრამ ლამაზი სააახალწლო დეკორაციებით ზოგავთ სივრცეს და უფრო მყუდროს ხდით მას.
  • საახალწლო განათებების განლაგება ზოგჯერ დიდი პრობლემაა ხოლმე. ამიტომ, უკეთესი ვერსიაა, თუ ნაძვის ხეს თავისი განათებით იყიდით.
  • უკეთესია, თუ ბევრ ფერს არ გამოიყენებთ, ინტერიერში კი ორ ძირითად ფერს და მათ ჩრდილებს ამჯობინებთ.
  • ხილი და ციტრუსი არაჩვეულებრივი საახალწლო დეკორაციებია, რომლებიც დაბალი ფასით და სასიამოვნო სურნელებით გამოირჩევიან.
  • საახალწლო ატმოსფეროს ყველაზე მეტად თოვლი ქმნის. ფანჯრებზე ხელნაკეთი ფიფქების განთავსება არაჩვეულებრივ განწყობაზე დაგაყენებთ.

 

საახალწლო მასალები

არ არის აუცილებელი, დეკორაცია რბილი მასალისგან იყოს დამზადებული. მშვენიერი არჩევანია, თუ მეტალის ან მინის ორნამენტებს გამოიყენებთ. მუქი ფერის ინტერიერს მეტალის ორნამენტები განსაკუთრებულად უხდება. ეს უკანასკნელი მას ანათებს და ელეგანტურ იერს აძლევს. ასევე იდეალური ვარიანტია ნაცრისფერის, ოქროსფერისა და ვერცხლისფერის კომბინაცია, რომელიც ბინაში ზუსტად საახალწლო განწყობას შემოიტანს.

READ  რა არის მინიმალისტური ინტერიერის დიზაინი?

 

საახალწლო სუფრა

საახალწლო სუფრაზე ყველაზე მეტად იგრძნობა ოჯახური სითბო, სიმყუდროვე და ახალი წლის მოლოდინი. მაგიდასთან ერთად სკამებიც საახალწლო დეკორაციებითა თუ ლენტებით გააფორმეთ. არ დაგავიწყდეთ საახალწლო მცენარეების განთავსებაც, რომლებიც მთელ სუფრას ჯადოსნურ მუხტს შემატებს.

 

განათება – რაც შეიძლება მეტი განათება

საახალწლო დეკორის პიკი განათებებია, რომლებიც ბინის მორთვისას აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. განათებები ნაძვის ხეზე, განათებები ფანჯრის რაფებზე, განათებები კედლებზე და სხვა. აუცილებლად გამოიყენეთ LED განათების წვრილი ნათურები და მიეცით მას ნებისმიერი ფორმა. ასევე ეფექტურია სანთლებისა და ფარნების გამოყენებაც.

 

დანარჩენი საახალწლო დეკორაციები

ყველა ოჯახს თავისი ტრადიციული წესი აქვს, თუ როგორ უნდა მორთოს ბინა საახალწლოდ. ფერადი განათება, კონფეტები, ბრჭყვიალა დეკორაციები, თხილი, სასანთლეები, სინათლის ინსტალაციები – თითოეული მათგანი სიხარულითა და ბედნიერებით გვავსებს, თუმცა არსებობს საახალწლო სხვა სიმბოლოებიც, რომლებსაც უფრო ღრმა დატვირთვა აქვთ.

მაგალითად, საახალწლო გვირგვინი, რომელსაც სახლის კარზე დაკიდულს შეხვდებით, მარადიული სიყვარულის, იღბალისა და ჯანმრთელობის სიმბოლოა. ეს ძალიან ლამაზი დეკორი შეგიძლიათ მორთოთ ოქროსფერი და ვერცხლისფერი ლენტებით, გირჩებით თუ სათამაშოებით.

წყარო

#drpkhakadze

author avatar
SheniInterieri.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.