ორშაბათი, დეკემბერი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიინტერიერიყვითელი ფერის 5 საინტერესო კომბინაცია ინტერიერში

ყვითელი ფერის 5 საინტერესო კომბინაცია ინტერიერში

ინტერიერში ყვითელი ფერი სიხალისისა და სასიამოვნო განწყობის შემომტანია, ამიტომ, დიზაინერები სივრცის გამოსაცოცხლებლად და ამაღლებული განწყობის შესაქმნელად მას ხშირად იყენებენ. არაერთი კვლევით დასტურდება, რომ ყვითელი ფერი დადებითად მოქმედებს ჩვენს თავის ტვინსა თუ ნერვულ სისტემაზე და ბედნიერების ჰორმონის ზრდას უწყობს ხელს.  დღევანდელ სტატიაში ხუთ ფერთა კომბინაციას შემოგთავაზებთ, რომლებიც თქვენს ოთახს განსაკუთრებულ მიმზიდველობას შესძენს.

1. ყვითელი და მწვანე

 

ყვითელი ფერის 5 საინტერესო კომბინაცია ინტერიერში | შენი ინტერიერი

 

ყვითელი და მწვანე ტონები იდეალურად ეხამება ერთმანეთს და საოცრად  მომხიბვლელ სივრცეს ქმნის. ეს ფერები ჩვენში ბუნების ასოციაციას იწვევს და გარე სამყაროსთან გვაკავშირებს. ამგვარი კომბინაცია განსაკუთრებით საგაზაფხულო და საზაფხულო ინტერიერს უხდება, რადგან ოთახს აცოცხლებს და ახალისებს.

2. ყვითელი და ლურჯი

 

ყვითელი ფერის 5 საინტერესო კომბინაცია ინტერიერში | შენი ინტერიერი

 

ყვითლისა და ლურჯის გაერთიანება საკმაოდ ხშირად გვხვდება თანამედროვე  დიზაინში. ამგვარი შეხამება კონტრასტულ, საინტერესო იერს ანიჭებს სივრცეს და ინტერიერს უფრო მრავალფეროვანს ხდის. ამ ფერების გამოყენება უმჯობესია დეკორის, ავეჯისა თუ აქსესუარების სახით, რათა ოთახი არ გადაიტვირთოს და მიმზიდველობასთან ერთად, დახვეწილი იერი შეინარჩუნოს.

3. ყვითელი და შავი 

 

ყვითელი ფერის 5 საინტერესო კომბინაცია ინტერიერში | შენი ინტერიერი

 

ელეგანტური ინტერიერის შესაქმნელად დიზაინერები ყვითლისა და შავი ტონების აქცენტის სახით გამოყენებას გვირჩევენ. შავი სივრცეს დახვეწილობასა და მდიდრულ ელფერს სძენს, ყვითელი კი ოთახს აცოცხლებს და სასიამოვნო განწყობას განაპირობებს. ამგვარი გადაწყვეტა საინტერესო იქნება სადა, ღია ფერის ინტერიერში, სადაც  კონტრასტული ფერები უფრო შთამბეჭდავად აღიქმება.

4. ყვითელი და ნაცრისფერი

 

ყვითელი ფერის 5 საინტერესო კომბინაცია ინტერიერში | შენი ინტერიერი

 

დახვეწილი დიზაინის შესაქმნელად ერთ-ერთი გზა ყვითლისა და ნაცრისფერი ტონების ერთმანეთთან შეხამებაა. ასეთი კომბინაციაა შესანიშნავია მშვიდი, დაბალანსებული, ჰარმონიული ინტერიერის მისაღებად. ნაცრისფერი ყვითლის სიკაშკაშესა და ბზინვარებას ანეიტრალებს,  ყვითელი კი მინიმალისტურ დიზაინს აცოცხლებს და ახალისებს, რაც საბოლოოდ, ელეგანტურ სივრცეს განსაზღვრავს.

5. ყვითელი და იასამნისფერი

 

ყვითელი ფერის 5 საინტერესო კომბინაცია ინტერიერში | შენი ინტერიერი

 

ყვითლისა და იასამნისფერი ღია ტონების ერთმანეთთან შეხამება სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის და ოთახს ენერგიითა და სიცოცხლით ავსებს. მაგალითად, ამგვარი აქცენტები შეგიძლიათ  საბავშვო, სათამაშო ოთახის მოსაწყობად გამოიყენოთ და საზეიმო განწყობა უზრუნველყოთ სივრცეში.

READ  მენჯის სანატორიუმი-უნიკალური არქიტექტურა და გოგირდოვანი წყლები

წყარო:https://www.homeis.ge

author avatar
SheniInterieri.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები