უძვირფასესი სახლი და ავეჯი

1 წუთიანი წაკითხვა

ცნობილი დიზაინერი კარლ ლაგერფელდი 2019 წელს გარდაიცვალა. მან თავისი ქონების ნაწილი – 200 მილიონი დოლარი საყვარელ კატას, შუპეტს დაუტოვა.

შუპეტი კარლ ლაგერფელდის სიცოცხლეშივე გამდიდრდა. ფუმფულა კატამ მარტო 2015 წელს ორ სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა და 3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამის შემდეგაც, არაერთ პოპულარულ გადაღებაში მიიღო მონაწილეობა.

ლაგერფელდს საკუთარი კატა იმდენად უყვარდა, რომ მას პირადი მცველი და ორი მომვლელი დაუნიშნა. შუპეტი ყველგან Louis Vuitton-ისა და Goyard-ის სპეციალური ჩემოდნებით მოგზაურობდა და საკუთარი iPad-იც კი ჰქონდა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

სხვათა შორის, ლეგენდარულმა დიზაინერმა საკუთარ კატას გვარიც მისცა და ახლა ის ინტერნეტში შუპეტ ლაგერფელდად იძებნება.

კარლ ლაგერფელდის გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ შუპეტს არაერთი მეთვალყურე და პირადი მცველი ჰყავს, მასზე ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას ლაგერფელდის ყოფილი დიასახლისი, ფრანსუაზა კასოტი იღებს და უვლის.

შუპეტს გამორჩეული კვების მენიუ აქვს და სპეციალურად შექმნილი, უმაღლესი ხარისხის პროდუქციით იკვებება. პერიოდულად, მონაწილეობს სხვადასხვა გადაღებასა და სარეკლამო კამპანიაში. აქვს კომფორტული სახლი, ავეჯი, მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ვარსკვლავზე პოპულარული და მდიდარია. რაც მთავარია, შუპეტმა მოახერხა, რომ ლეგენდარული დიზაინერისათვის თავი ისე შეეყვარებინა, რომ მან მადლიერების ნიშნად უზარმაზარი ქონება და სიყვარული დაუტოვა.

წყარო

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). უძვირფასესი სახლი და ავეჯი. 15 იანვარი, 2024. https://sheniinterieri.ge/lagerfelds-cat/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. უძვირფასესი სახლი და ავეჯი [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 21]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/lagerfelds-cat/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
READ  იტალიური დიზაინი: მახასიათებლები და გამორჩეული სტილი

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network