სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიინტერიერიშავი ფერი ინტერიერში- 10 ფაქტი მისი გამოყენების შესახებ

შავი ფერი ინტერიერში- 10 ფაქტი მისი გამოყენების შესახებ

შავი ფერი ინტერიერში ხშირად გლოვასა და საშიშროებასთან ასოცირდება. ამავე დროს, ეს ფერი ელეგანტურობის სიმბოლოდაც მიიჩნევა, რის გამოც მოდიდან არასოდეს გადადის. ინტერიერში მისი გამოყენება საფრთხილოა, რადგან ზოგი ადამიანისთვის იგი ზედმეტად პირქუშია, ზოგისთვის კი, პირიქით, ზედმეტად შთამბეჭდავია.

10 უმთავრესი ფაქტი შავი ფერის შესახებ.

  1. შავი კოკო შანელის საყვარელი ფერი იყო.

კოკო შანელი ამბობდა, რომ შავი ფერის სამოსის ტარებას მხოლოდ მაშინ შეწყვეტდა, როცა სამყაროში უფრო მუქი ფერი გამოჩნდებოდა. გარდა იმისა, რომ მან მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქალები შავი კაბებით შემოსა, ფრანგულ ინტერიერში პოპულარული გახადა შავი კედლები, შავი ავეჯი და ლაქის შავი შირმები, რომლებიც კამბონის ქუჩაზე მდებარე მისი ბინის უმთავრესი ელემენტები იყო.

შავი ფერი ინტერიერში- 10 ფაქტი მისი გამოყენების შესახებ |

 

  1. შავი ყველა ფერს უხდება.

შეიძლება ითქვას, რომ შავი ფერი უნივერსალურია და აბსოლუტურად ყველა ფერს უხდება – იქნება ეს მკვეთრი, მუქი, მდიდარი ტონები თუ რბილი, ბუნებრივი ელფერები. ის ჰარმონიულად ერწყმის ნებისმიერ ლითონს და ხის ყველა ტონს. თუმცა, ის განსაკუთრებით მაინც კრემისფერს, ოქროსფერს, წითელსა და თეთრს უხდება.

ალბათ, გსმენიათ, თითქოს შავი მუქ ყავისფერთან ვერ „მეგობრობს“, თუმცა, თუკი ინტერნეტში ამ ორი ფერით გაფორმებულ ინტერიერს მოძებნით, დარწმუნდებით, რომ ეს სიცრუეა.

შავი ფერი ინტერიერში- 10 ფაქტი მისი გამოყენების შესახებ |

 

  1. შავისა და თეთრის კომბინაცია ყოველთვის სასურველი არ არის.

შავისა და თეთრის კონტრასტული კომბინაცია კლასიკად, ელეგანტურობისა და გემოვნების მწვერვალად მიიჩნევა. კოკო შანელმა ასეთ ფერთა პალიტრას „სრულყოფილი ჰარმონია“ უწოდა. თუმცა, შავისა და თეთრის ტანდემი ყოველთვის სასურველი არ არის.

გრაფიკულ შავ-თეთრ სივრცეში განსაკუთრებულად იკვეთება დეტალები. ამგვარ ინტერიერში სრულყოფილი წესრიგი აუცილებელია. შეიძლება ითქვას, ასეთი სივრცე პერფექციონისტებისთვის იდეალური ადგილია.

შავი ფერი ინტერიერში- 10 ფაქტი მისი გამოყენების შესახებ |

შავ-თეთრის კომბინაციას შეიძლება მხოლოდ ერთი ექსპრესიული ფერი და რამდენიმე ნეიტრალური ტონი დაემატოს ისე, რომ ჰარმონია არ დაირღვეს. თითოეული ჭიქა და ხელსახოცი მითითებული ფერის სქემის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს.

  1. გლამურული ინტერიერისთვის შავი საუკეთესო ვარიანტია.

შავს ხშირად იყენებენ მდიდრული, გლამურული ინტერიერის შესაქმნელად. როგორც წესი, ასეთ ინტერიერში ოქროსფერი ელემენტები ჭარბობს. შავი ფერის გარეშე წარმოუდგენელია ინტერიერის დიზაინში ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე გლამურული სტილი — პრიალა, მბზინავი და გრაფიკული არტდეკო. გარდა ამისა, შავი ბევრ ნივთს უფრო ძვირადღირებულად წარმოაჩენს.

შავი ფერი ინტერიერში- 10 ფაქტი მისი გამოყენების შესახებ |

 

  1. შავს მრავალი ელფერი აქვს.

ყველა ფერს ელფერების ფართო სპექტრი აქვს. გამონაკლისი არც შავია. სინამდვილეში, შავი ფერი სამყაროში არ არსებობს. ტონი, რომელსაც ვხედავთ, სხვადასხვა ფერისგან შედგება და რამდენიმე საღებავის ან პიგმენტის შერევით მიიღება. იმის მიხედვით, თუ რომელი პიგმენტები ჭარბობს, შავი იღებს ნახევარტონს და, შესაბამისად, ცივი ან თბილი ხდება.

შავის ნახევარტონები ინტერიერში ამ ნახევარტონის შესაბამისი ელფერის შემოტანით გამოიკვეთება. მაგალითად, თუ მოწითალო ნახევარტონის მქონე შავს გვერდს წითელი უმშვენებს, ეს კომბინაცია, კონტრასტულზე მეტად, ჰარმონიულია.

შავი ფერი ინტერიერში- 10 ფაქტი მისი გამოყენების შესახებ |
  1. სხვადასხვა ფაქტურა შავ ფერს განსხვავებულად წარმოაჩენს.

ცნობილია, რომ ერთი და იგივე ფერი სხვადასხვაგვარად გამოიყურება მქრქალ ან პრიალა ზედაპირებზე, ხავერდოვანი ქსოვილებსა და ქაღალდის შპალერებზე. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია შავი ფერის შემთხვევაში.

 

შავი ფერი ინტერიერში- 10 ფაქტი მისი გამოყენების შესახებ |

 

მუქი ინტერიერი უფრო საინტერესო გახდება, თუ შავის სხვადასხვა ელფერსა და განსხვავებულ ტექსტურას გამოიყენებთ.

  1. შავი ფერი ვიზუალურად ზრდის ოთახის სიმაღლეს.

არსებობს მოსაზრება, რომ მუქი ფერები სივრცეს აპატარავებს. ეს აზრი ლოგიკას მოკლებული ნამდვილად არ არის, თუმცა, თუ შავს სწორად გამოიყენებთ, საპირისპირო ეფექტს მიიღებთ.

მაგალითად, თუ კედლებსა და ჭერს შავად შეღებავთ, ოთახის საზღვრები გაქრება და ჭერი გაცილებით მაღალი, ასე ვთქვათ, „უსასრულო“ გამოჩნდება.

 

შავი ფერი ინტერიერში- 10 ფაქტი მისი გამოყენების შესახებ |

 

  1. შავი ფერი ნათელ ოთახში უნდა გამოიყენოთ.

როდესაც სივრცეში შავი ფერი ჭარბობს, აუცილებელია, ოთახი ნათელი იყოს და უხვი ბუნებრივი სინათლით სარგებლობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინტერიერი ელეგანტური კი არა, პირქუში გამოვა.

შავი ფერის გამოყენება პატარა უფანჯრო ოთახში სასურველი არ არის.  შესაძლოა, ის სააბაზანოში გამოიყენოთ, თუმცა, ამ შემთხვევაშიც ყურადღება უნდა მიაქციოთ სწორ განათებას.

 

შავი ფერი ინტერიერში- 10 ფაქტი მისი გამოყენების შესახებ |

 

  1. შავი შესანიშნავი ფონია.

სარკეები, ნახატები, ფოტოები, ნებისმიერი ხელოვნების ნიმუში და დეკორატიული ელემენტი მუქ ფონზე უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს. იგივე ითქმის კონტრასტული ფერით გაფორმებულ ავეჯზე.

 

შავი ფერი ინტერიერში- 10 ფაქტი მისი გამოყენების შესახებ |

 

  1. შავ ფერს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

დაბოლოს, მოდით, ვისაუბროთ შავი ფერის ნაკლოვანებებზეც. მუქ ზედაპირებზე მცირე მტვერიც კი შესამჩნევია, ამიტომ მათი ხშირი წმენდა აუცილებელია. განსაკუთრებით ეს ეხება შავ იატაკს, რომლის მოვლაც, შესაძლოა, ნამდვილ დრამად გექცეთ.

შავი გრაფიკული, ექსპრესიული და ღრმა ფერია, თუმცა, მისი გამოყენება ინტერიერში მაინც საფრთხილოა. ამიტომაც პროფესიონალი დიზაინერის დახმარება აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ადამსების ოჯახის სულისკვეთებით სავსე სივრცე მიიღოთ. თუმცა, ვინ იცის, იქნებ თქვენი მიზანიც სწორედ ეს არის.

წყარო

#drpkhakadze

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

ნოემბერი 26, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები