ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებიშექმენით მარადიული დიზაინი - 2 გზა მუდმივი რემონტის თავიდან ასარიდებლად

შექმენით მარადიული დიზაინი – 2 გზა მუდმივი რემონტის თავიდან ასარიდებლად

დღევანდელ სამყაროში, სადაც კონსუმერიზმი პიკს აღწევს, მუდმივად გვიწევს სახლში ნივთების, ავეჯისა თუ მთლიანი ინტერიერის შეცვლა. 

დანერგეთ თქვენს ინტერიერებში მდგრადი დიზაინის პრაქტიკა, რათა მოუფრთხილდეთ გარემოსა და საკუთარ ჯანმრთელობას.

იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მუდმივი სტრესი რემონტის მსვლელობისას, დამატებითი ხარჯები და დრო, აუცილებელია ვიყოთ გონივრულები დიზაინის შექმნისას და გავითვალისწინოთ შემდეგი 2 რჩევა:

  • ნარჩენების შემცირება

პლანეტის შეზღუდული რესურსები ღირებულია, ამიტომ მოდიდან გადასული პროდუქტების გადაგდება და მათი ტრენდული ნივთებით ჩანაცვლება აღარ არის გამართლებული. არსებობს უამრავი კრეატიული გზა, რითაც შესაძლებელია მოძველებული, თუმცა ფუნქციური ნივთების გადამუშავება და მათთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება. 

  • გამძლე მასალები

დიზაინის დაგეგმვისას ნებისმიერი მასალის სიცოცხლის ხანგრძლივობა გაითვალისწინეთ, რომ თავიდან იქნას არიდებული მათი ხშირი გამოცვლა. ინვესტიცია ჩადეთ ისეთ მასალებში, რომელიც არის მყარი, გამძლე და ადვილად გასაწმენდი, მაგალითად ხე და ბუნებრივი ქვები. ინტერიერის შექმნისას მთავარი უნდა იყოს არა დროებითი, არამედ მუდმივი საცხოვრებელი სივრცის შექმნა, რომელიც ათეულობით წლებს გაუძლებს და მაინც ფუნქციური და ერგონომიული იქნება.

შექმენით მარადიული დიზაინი – 2 გზა მუდმივი რემონტის თავიდან ასარიდებლად | შენი ინტერიერი

სტატია სრულად იხილეთ აქ.

Sheniinterieri-სთვის სტატია მოამზადა ფლორენციის დიზაინის აკადემიის კურსდამთავრებულმა, ინტერიერის დიზაინერმა, თაკო არდოტელმა.

❤️ თუ ინტერიერი შენი ინტერესის სფეროა, გაეცანი ჩვენი გვერდის სხვა სტატიებს💫

author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
READ  რეგისტრაციაზე წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა - დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში“ რეგისტრაცია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები