შაბათი, მარტი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარები5 ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერის დიზაინში

5 ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერის დიზაინში

პოპულარული ონალინ პლატფორმა – დეკორატორის მიხედვით, ინტერიერის დიზაინში 5 ტიპის სტილს გამოყოფენ: ტრადიციული, თანამედროვე, გარდამავალი, ეკლექტიკური და შუა საუკუნეების თანამედროვე.

ინტერიერის 5 დიზაინერთან საუბრის შედეგად,თითოეულ სტილზე გარკვეული ინფორმაცია მოვიპოვეთ. ამ დარგის ექსპერტები განიხილავენ თითოეულ მათგანს და გვაძლევენ რჩევებს, თუ როგორ გადმოვიტანოთ ინტერიერის კონკრეტული ხასიათი ჩვენს სახლში.

 

ტრადიციული სტილი

ცნობილი დიზაინერი შარლოტა ლუკასი გვესაუბრება ტრადიციული სტილის შესახებ: ,,ვფიქრობ, რომ ტრადიციულ სტილის მრავალი ინტერპრეტაცია არსებობს, ჩემთვის კი ეს არის დიზაინი კლასიკური ელემენტებით.”

თუ ტრადიციული ინტერიერით ხართ დაინტერესებული, სავარაუდოდ, თქვენს ყურადღებას მიიპყრობს ისეთი ანტიკური ნივთები, როგორიცაა ლუი XVI-ის სკამები, მარმარილოს საუკეთესო ფრანგული კომოდები, მაჰოგანის სასადილო მაგიდები და მოოქროვილი სარკეები. ლუკასი გირჩევთ, არ გამოგრჩეთ თუნდაც ისეთი მცირე დეტალები, როგორიცაა ორნამენტული ნაწილები, ფოჩები და ფარდის დასამაგრებლები. სახალისო, დაბეჭდილი, თურქული ხალიჩები სითბოსა და გარკვეულ ხასიათს მისცემს თქვენს სხვა შემთხვევაში თავდაჭერილ და მკაცრი ხასიათის ოთახს.

 

თანამედროვე სტილი

მოდერნიზმი, როგორც წესი, გულისხმობსსუფთა ხაზებს, კარგად მოფიქრებულ დეტალებს და აქცენტს აკეთებს დახვეწილი, კარგი ხარისხის მასალებზე – მხედველობაში მიიღეთ:სახიანი მარმარილო, დახვეწილი ლითონები და მინა“, – ამბობს დენ მაზარინი, BHDM Design-ის დირექტორი. ეს ნამუშევრები, სავარაუდოდ, ისეთივე ლამაზი და რელევანტურია დღეს, როგორც ეს თავდაპირველად, მისი შექმნის დროს იყო.

 

არსანიშნავია, რომ წარმატება უამრავ კლასიკას ხვდა წილად. Knoll- დაწყებული ბარსელონას ყავის მაგიდით დამთავრებული. თუმცა, უახლეს ინვენტარის გამოყენებას სრულიად ნუ მოერიდებით.

 

გარდამავალი სტილი

გარდამავალი დიზაინი წაროადგენსთანამედროვესა და ტრადიციულის ნაზავ.აღნიშნული სტილის მიზანია მეტი სივრცის შექმნა. „გარემო მხოლოდ კომფორტის შეგრძნებას კი არ უნდა ტოვებდეს,არამედ სისუფთავის, თანამედროვეობის და სიახლის განცდასაც“, – ამბობს შეი მეკგი, Studio McGee-ს დამფუძნებელი.

ბევრი არ იფიქროთ ელემენტების ერთმანეთთან შესაბამისობაზე. თუ ქვენი სახლი მინიმალისტურია, დაამშვენეთ იგი ხის მასალებით, ქსოვილებით და დასაფენებით. თუ ტრადიციული სტილით გადაწყვიტეთ დაწყება, შეეცადეთ ჩართოთ თანამედროვე შტრიხები, როგორიცაა ლითონი და მინა, რათა გარემოს შემატოთ გარკვეული კონტრასტი და გახადოთ იგი ნაკლებად ფორმალური.

 

ეკლექტიკური სტილი

„აქ ნებისმიერი რამ დასაშვებია, თუ შენთვის ყველაფერ რაღაც მნიშვნელობა ატარებს“, –ამბობს მაქს ჰამფრი, ინტერიერის დიზაინერი.

ეკლექტიკური ხასიათის სახლები ძალიანპირადულ შინაარს ატარებენ; ესთეტიკის განსაზღვრა სახლის მფლობელზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ასეთი სტილის ინტერიერზე ნაკლები წესები ვრცელდება, ჰმფრი, მეტი სრულყოფილებისთვის, მაინც გვიზიარებს რამდენიმე რჩევა: „ეს არის დიდი ოთახი,დროთა განმავლობაში შეგროვებული,სხავდასხვა ტიპის ნივთების ნაზავით სავსე, იქნება ეს მაღალი თუდაბალი დონის, ახალი თუვინტაჟური“.

არ არის საჭირო ყველაფერი ერთმანეთს იდეალურად შეესაბამებოდეს. იყავით მეტად კრეატიულები! ჰამფრი გვთავაზობს სხვადასხვა ელემენტების გამოყენებას, განსხვავებული ელფერის შესაქმნელად. მაგალითად, ჩინური ყავის მაგიდა, დახვეწილი, შუა საუკუნეების თანამედროვე სავარძელი და ბებიას დანატოვარი ვინტაჟური ნათურები. მიეცით გზა თქვენს ფანტაზიებს და იგი უშუალოდ მიგიყვანთ უნიკალური და პერსონალური სტილის კომბინაციამდე.

 

შუა საუკუნის თანამედროვე სტილი

შუა საუკუნის თანამედროვე სტილი უფრო ადრინდელი პერიოდიდან მოდის,მაგალითადროგორიცაა გერმანიის ბაუჰაუსის მოძრაობა და მინიმალისტური სკანდინავიური დიზაინი. “იმდროინდელ ავეჯში გამოიხატება ისსილაღე, რომლის უარყოფაც რთულია“, – ამბობს ჯესიკა ჰანსენი, ინტერიერის დიზაინერი.

ამ ესთეტიკამ გაუძლო დროს, სადაც ფიგურირებს სიმარტივე და გამჭრიახობა. მის ზოგიერთ, ყველაზე საინტერესო ნამუშევრებში,იკვეთება კლასიკურსა და არატრადიციულს შორის ზღვარი; კერძოდ,პლასტმასის, ბოჭკოვანი მინის, ვინილის, ლუციტისა და ფანერის დეტალებით. დაათვალიერეთისეთგენიალურ ქმნილებებ, როგორიცაა Poul Henningsen PH5-ის დასაკიდი ნათურა, Isamu Noguchi Akari-ისდასადგამი ნათურა და ყოველთვის პოპულარული Eames-ის სავარძელი.

 

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყარო:https://www.domino.com/content/interior-design-styles/

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
კო ჰე: ტაილანდის პატარა კუნძული აზიის საუკეთესო სანაპიროთი

კო ჰე: ტაილანდის პატარა კუნძული აზიის საუკეთესო სანაპიროთი

15 March, 2025
“მარიხუანა არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნარკოტიკი, – დღევანდელი მარიხუანა, გინადგურებს ფსიქიკას” – ფსიქიატრი

“მარიხუანა არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნარკოტიკი, – დღევანდელი მარიხუანა, გინადგურებს ფსიქიკას” – ფსიქიატრი

მარტი 14, 2025
“ხელები ტალახში იმდენ ხანს ჰქონდა, რომ ინფექცია შეეჭრა და ერთი წელი მკურნალობდნენ” – მარადიას ფინალური კადრის ისტორია

“ხელები ტალახში იმდენ ხანს ჰქონდა, რომ ინფექცია შეეჭრა და ერთი წელი მკურნალობდნენ” – მარადიას ფინალური კადრის ისტორია

14 მარტი 2025
გოგრის მოვლა-მოყვანა

გოგრის მოვლა-მოყვანა

მარტი 14, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

მარტი 14, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ შებოლილი თევზი, რათა არ დაკარგოს გემოვნური თვისებები

როგორ შევინახოთ შებოლილი თევზი, რათა არ დაკარგოს გემოვნური თვისებები

მარტი 14, 2025
ნანი ბრეგვაძე პროფესორ გიორგი ფხაკაძეს რეზიდენციაში ეწვია

ნანი ბრეგვაძე პროფესორ გიორგი ფხაკაძეს რეზიდენციაში ეწვია

მარტი 15, 2025
რა უნდა დაათვალიეროთ ანტალიაში მოგზაურობისას

რა უნდა დაათვალიეროთ ანტალიაში მოგზაურობისას

14 მარტი 2025
გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო, 7800 აბონენტსგაზის მიწოდება შეუწყდება — ,,თბილისი ენერჯი”

გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო, 7800 აბონენტსგაზის მიწოდება შეუწყდება — ,,თბილისი ენერჯი”

მარტი 14, 2025
პირველი საგადასახადო AI ასისტენტი საქართველოში — Prive AI

პირველი საგადასახადო AI ასისტენტი საქართველოში — Prive AI

მარტი 14, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები