5 ფერი მისაღები ოთახისთვის, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია…

3 წუთიანი წაკითხვა

ჩვენი საცხოვრებელი ბევრს გვიამბობს იმაზე, თუ ვინ ვართ ჩვენ – ჩვენი დამოკიდებულება ხელოვნებისა და ფერების პალიტრის მიმართ მკაფიოდ უსვამს ხაზს ინდივიდუალურ ხასიათსა და სტილს. თუმცა, დროის ცვლილებასთან ერთად, იცვლება ჩვენი შეხედულებები და მსოფლიო ტენდენციებიც, რის გამოც, ბუნებრივია, ცვლილებებს ინტერიერშიც ვახორციელებთ.

5 ფერი მისაღები ოთახისთვის, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია…

ოთახების ხელახალი მოწყობა ახალი ფერებითა და იდეებით არა მხოლოდ პირადი და ექსპრესიული პროცესია, არამედ მას აქვს ძალა შეცვალოს გრძნობები და ხასიათი მთელს სახლში. სწორმა ფერებმა შეიძლება მოგვცეს შთაგონება, ენერგია და უამრავი სასიამოვნო ემოცია. აქედან გამომდინარე, დღეს მისაღები ოთახის კედლისთვის რეკომენდებულ 5 საუკეთესო ფერს გაგიზიარებთ, რომლებიც 2024 წელს განსაკუთრებით პოპულარულია.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ყავისფერი

ყავისფერი ბოლო დროს უამრავ განხორციელებულ პროექტში ვნახეთ. ნეიტრალური ფერთა სისტემის მოყვარულები არჩევანს ამ ტონზე ხშირად აკეთებენ, რადგან ის აღიქმება როგორც მიწიერი ფერების ნაწილი. ყავისფერი თბილი კრემისფრისა და იისფრის შედარებით მუქი ტონალობაა, რომელიც ხაზს უსვამს საერთო იერს და ოთახი ერთიანობაში მოჰყავს, დამატებით კი სახლში ღრმა და დამამშვიდებელ ეფექტს ქმნის. ასეთი ფერი კარგია მისაღები ოთახისთვის, რადგან ეს არის სივრცე, რომლისკენაც ვისწრაფვით დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ და გვსურს, რომ ის ძალიან თბილი და მყუდრო იყოს, იგრძნობოდეს ფერის დამამშვიდებელი გავლენა, რომელიც მოგვაგონებს ბუნებასა და სიმწვანეს.

 

5 ფერი მისაღები ოთახისთვის, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია… | შენი ინტერიერი

 

ლურჯი

გასული რამდენიმე წლის განმავლობაში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ბუნებრივი და მიწიერი ტონები. ადამიანები გამუდმებით ცდილობენ, რომ ინტერიერში ბუნების სილამაზე იგრძნობოდეს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ დღეს ლურჯის მშვიდი ტონი სახლის მეპატრონეებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ფერია. საშუალო ტონის ლურჯს მიმზიდველი იერი და თბილი აურა აქვს, რაც საბოლოოდ, მთელს სახლში ვრცელდება და ჰარმონიულ ატმოსფეროს ქმნის.

 

5 ფერი მისაღები ოთახისთვის, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია… | შენი ინტერიერი

 

შავი

ჩვენ ყველას გვაქვს უნიკალური და პირადი კავშირები თუ ემოციები ფერებთან, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ნახშირსფერი შავი, რომელიც აღიქმება, როგორც მუქი ნაცრისფერი, შესანიშნავი ტონია მისაღები ოთახისთვის და სივრცეში გამორჩეულ ფონს ძალიან მარტივად ქმნის.

READ  საუკეთესო ინტერიერის სასტუმროები - ხარისხის უცვლელი სტანდარტი

მათთვის, ვინც ეძებს დახვეწილ და ელეგანტურ მისაღებს, ეს ფერი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია, რადგან ის არა მხოლოდ მყისიერად ამაღლებს განწყობას ოთახში, არამედ დადებითად მოქმედებს ჩვენს ხასიათზეც. ასეთი მისაღები არის ძალიან თანამედროვე და მარადიული, რომელიც არასდროს ხდება თვალისთვის მოსაწყენი ან უინტერესო.

 

5 ფერი მისაღები ოთახისთვის, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია… | შენი ინტერიერი

 

მწვანე

მწვანე მისაღების კედლებისთვის ერთ-ერთი შეუცვლელი ფერია. ეს ფერი განსაკუთრებით უხდება ნაცრისფერ დეტალებსა და მინიმალისტურ სტილს, სადაც აქცენტი კეთდება ბუნებრივ დეტალებზე და მასალაზე. შედარებით “მტვრიანი” მწვანე კარგად შეეფერება პატარა ზომის მისაღებს, თუმცა თუ ამ ტონს გამოიყენებთ როგორც კედლებზე, ასევე ჭერზეც, მოახერხებთ სივრცეებს შორის საზღვრების ვიზუალურად გაქრობას და შედეგად, ოთახი იმაზე ფართო და ვრცელი გამოჩნდება, ვიდრე სინამდვილეში არის.

 

5 ფერი მისაღები ოთახისთვის, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია… | შენი ინტერიერი

 

მტვრიანი ვარდისფერი

ჩვენი საცხოვრებელი შესანიშნავი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ გამოვხატოთ ინდივიდუალური სტილი და გემოვნება და ხაზი გავუსვათ თითოეულ იმ დეტალს, რომელიც ნამდვილად გვიყვარს. მისაღებ ოთახში კი, როგორც წესი, გვსურს შევქმნათ დამამშვიდებელი და თვალისთვის მარტივი ინტერიერი, სადაც შევძლებთ დროის კომფორტულად და სასიამოვნოდ გატარებას. ამ მიზეზით, ბუნებრივი შეფერილობის ვარდისფერი შესანიშნავი არჩევანია, რადგან ის ქმნის დახვეწილ, მშვიდ და ძალიან ბუნებრივ ინტერიერს.

 

5 ფერი მისაღები ოთახისთვის, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია… | შენი ინტერიერი

წყარო

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2022). 5 ფერი მისაღები ოთახისთვის, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია…. 15 ივნისი, 2022. https://sheniinterieri.ge/5-feri-misaghebi-otakhistvis-romlebits-gansakutrebit-aqtualuria/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. 5 ფერი მისაღები ოთახისთვის, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია… [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2022 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/5-feri-misaghebi-otakhistvis-romlebits-gansakutrebit-aqtualuria/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
READ  რატომ უნდა შეარჩიოთ ფერადი შიდა კარი – 5 მიზეზი

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network