5 ფერი, რომლებიც 2025 წელს ტრენდული იქნება

3 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ფერები ის მთავარი ინსტრუმენტია, რომელიც წლის ტენდენციებსა და მოთხოვნებს განსაზღვრავს არა მხოლოდ ინტერიერში, არამედ მოდასა თუ დეკორაციაში. დიზაინერები მუდმივად ცდილობენ საზღვრების გადალახვას და სიახლეების დამკვიდრებას, რომელთა უმეტესობა ფერთა განსხვავებული კომბინაციების თამაშით მიიღწევა. დღევანდელ სტატიაში გესაუბრებით 2025 წლის მთავარ ტენდენციებზე და იმ ფერებს გაგაცნობთ, რომლებსაც დიზაინერების თქმით, მომავალ წელს უპირატესობა მიენიჭება.

 

მდოგვისფერი

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

2025 წელს უმეტესად აქტუალური იქნება მშვიდი, თბილი, ბუნებრივი ტონები, რომლებიც მიმზიდველობასთან ერთად, სივრცეებს დამამშვიდებელ ეფექტს შესძენს და ადამიანებზე სასიკეთო ფსიქოლოგიურ ზეგავლენას მოახდენს. ამავდროულად, კვლავ აქტუალურია ბუნებასთან სიახლოვე და ექსტერიერსა და ინტერიერს შორის კავშირის დამყარება. მდოგვისფერი იმ ფერთაგან ერთ-ერთია, რომელიც თბილი და ნაზი ტონებით გამოირჩევა და მზის სხივების ასოციაციას ქმნის. მისი დახმარებით მარტივად შესაძლებელია სივრცის გამოცოცხლება და ბევრად ნათელი, პოზიტიური გარემოს შექმნა, ამასთანავე ოთახისთვის მდიდრული ელფერის მინიჭება და ორიგინალური აქცენტების შექმნა.

5 ფერი, რომლებიც 2025 წელს ტრენდული იქნება | შენი ინტერიერი

 

თბილი თეთრი ტონები

2025 წელს ტრადიციულ, შედარებით მკაცრ თეთრ ტონალობას თბილი ფერთა გამა ანაცვლებს, რომელიც სირბილით და სინაზით ხასიათდება. თბილი თეთრი ტონალობა, რომელიც კრემისფერ ფერში გადადის, სივრცეს სასიამოვნო იერს სძენს და უხეშ ელემენტებს აბალანსებს. ამავდროულად ის იდეალურ გადაწყვეტად რჩება ძირითადი ფონის შესაქმნელად და მომხიბვლელი ვიზუალის მისაღებად.

5 ფერი, რომლებიც 2025 წელს ტრენდული იქნება | შენი ინტერიერი

 

ღვინისფერი

ღვინისფერი მნიშვნელოვანი ფერია არა მხოლოდ ინტერიერში, არამედ დიზაინის ნებისმიერ მიმართულებაში, რადგან 2025 წელს მთავარი აქცენტი სწორედ ამ ტონალობაზე კეთდება. ღვინიფერი პალიტრა ინტერიერს ღრმა, საინტერესო, მომნუსხველ იერს სძენს, ამასთანავე კი მას სინაზესა და სირბილეს მატებს. აღნიშნული ტონალობით, რომელიც სახლის ნებისმიერ ზონას ერგება, შესაძლებელია როგორც მყუდრო, მშვიდი გარემოს შექმნა, ასევე ინტერიერის გამოცოცხლება და კონტრასტული შტრიხებით ოთახის გახალისება.

5 ფერი, რომლებიც 2025 წელს ტრენდული იქნება | შენი ინტერიერი

 

ღია იასამნისფერი

ღია იასამნისფერი საკმაოდ მსუბუქი და რომანტიკული ფერია, რომელიც სასიამოვნო გარემოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ის ბუნებასთან კავშირზეც მიუთითებს და გაზაფხულის ესთეტიკა შემოაქვს სივრცეში. ამავდროულად ქმნის ორიგინალურ აქცენტებს და მდიდრულ იერს სძენს ნებისმიერი ფუნქციის მქონე ოთახს. მისი დახმარებით შესაძლებელია მაცხოვრებლის ხასიათის გამოკვეთა და საცხოვრებლის უნიკალურობის ხაზგასმა.

5 ფერი, რომლებიც 2025 წელს ტრენდული იქნება | შენი ინტერიერი

 

READ  კასტელო-მყუდრო, კომფოტული ინტერიერი

ტერაკოტასფერი

ტერაკოტასფერი მოდიდან 2025 წელსაც არ გადადის და აქტუალობას კვლავ ინარჩუნებს. მიწისფერი ელემენტების მქონე ტონალობა ბუნებასთან სიახლოვეს განსაკუთრებით უსვამს ხაზს და სხვადასხვა სეზონს იდეალურად ერგება — ერთი მხრივ, შემოდგომის ესთეტიკას ქმნის, მეორე მხრივ კი საზაფხულო განწყობა შემოაქვს სახლში. ტერაკოტასფერის გამოყენებით თქვენ ნამდვილად შეძლებთ მდიდრული და თბილი ატმოსფეროს შექმნას, სივრცეში კი ამაღლებული განწყობისა და სასიცოცხლო ენერგიის შეტანას.

5 ფერი, რომლებიც 2025 წელს ტრენდული იქნება | შენი ინტერიერი

წყარო

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). 5 ფერი, რომლებიც 2025 წელს ტრენდული იქნება. 15 ოქტომბერი, 2024. https://sheniinterieri.ge/5-feri-romlebits-2025-tsels-trenduli-iqneba/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. 5 ფერი, რომლებიც 2025 წელს ტრენდული იქნება [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/5-feri-romlebits-2025-tsels-trenduli-iqneba/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network