5 კითხვა, რომელიც რემონტის დაწყებამდე უნდა დასვათ

3 წუთიანი წაკითხვა

რემონტი საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია, ის ხშირად თვეების განმავლობაში მიმდინარეობს და ყოველ ეტაპზე საჭიროებს დაკვირვებას. რემონტის მსვლელობისას არის მომენტები, როდესაც პროცესი მოულოდნელად ჭიანურდება. სწორედ ამიტომ რემონტის დაწყებამდე დასმულ სწორ კითხვებს და მასზე გაცემულ პასუხებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და აისახება როგორც რემონტის პროცესზე, ისე საბოლოო შედეგზეც. შემოგთავაზებთ რამოდენიმე კითხვასა და დეტალს, რომელზეც პასუხის გაცემაც, დადებითად იმოქმედებს თქვენი სახლის რემონტზე.


რომელი ოთახების რემონტი მსურს?

ეს კითხვა შეიძლება არასერიოზულად მოგეჩვენოთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ რემონტი საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და სასურველია სხვადასხვა ოთახებს განსხვავებული სარემონტო პრიორიტეტი მივანიჭოთ, ხშირად ვხვდებით პრობლემას როცა რემონტი აუცილებელია, ამ შემთხვევაში იგი პრიორიტული უნდა გახდეს სახლის სხვა ზონებთან შედარებით. ოთახებთან, სადაც რემონტი მხოლოდ და მხოლოდ სასურველია და არა აუცილებელი.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network


5 კითხვა, რომელიც რემონტის დაწყებამდე უნდა დასვათ


არის ჩემი ფინანსები რემონტისთვის საკმარისი?


რემონტის შედეგი საკმაოდ სასიამოვნო შეგრძნებაა, სწორედ ამ შეგრძნების სურვილია ის, რამაც შესაძლოა დაუფიქრებლად გადაგადმევინოთ ნაბიჯები რემონტის დაწყებისკენ. მოარგეთ რემონტის მასშტაბი თქვენს ბიუჯეტს. განსაზღვრეთ რემონტის ტიპი, დროებითი თუ კაპიტალური? ამის შემდეგ კი ჩამოწერეთ სია, სადაც დაიანგარიშებთ მიახლოებით ხარჯებს, რათა პროცენტულად გადაანაწილოთ სარემონტო ხარჯები. სარემონტო მასალისა და ხელოსნის ანაზღაურების გარდა არ დაგავიწყდეთ პროდუქციის მიტანისა და სარემონტო ნარჩენების გადაყრისთვის საჭირო ხარჯები.  ხელოსნის შესარჩევად აუცილებლად გამოიყენეთ ინტერნეტი და რეკომენდაციები, შეადარეთ ფასები ერთმანეთს და მხოლოდ შემდეგ გადაწყვიტეთ ვისთან გსურთ თანამშრომლობა. გაითვალისწინეთ, რომ ახლოებელ ხელოსნებთან თანამშრომლობა ხშირად არ არის მომგებიანი და არსებობს რიგი მიზეზები, თუ რატომ არ უნდა გავაკეთებინოთ რემონტი ნაცნობებს.
5 კითხვა, რომელიც რემონტის დაწყებამდე უნდა დასვათ — ფოტო 2


რა დრო დამჭირდება რემონტისთვის?

რემონტის ერთ-ერთი უარყოფითი მხარე – მისი ხანგრძლივობაა. სტატისტიკის თანახმად რემონტი იმაზე 30%-ით დიდხანს გრძელდება, ვიდრე ეს ჩანაფიქრშია. სანამ რემონტს დაიწყებდეთ, წინასწარ გათვალეთ რემონტისთვის საჭირო დაახლოებითი პერიოდი. კითხეთ ხელოსნებს თუ რა დროა საჭირო მათი საქმიანობისთვის. შეაჯამეთ სხვადასხვა ხელოსნისთვის განკუთვნილი დრო, მნიშვნელოვანია, თუ რამდენად არის შესაძლებელი რამოდენიმე ხელოსნის ერთდროულად მუშაობა, ეს კონკრეტული შეგიმცირებთ ხარჯებს და რაც მთავარია რემონტისთვის განკუთვნილ დიდ დროს დაზოგავთ. ამასთან ერთად შესაძლოა თქვენი ხარჯებიც საკმაოდ შემცირდეს, ვინაიდან ხშირად რემონტის დროს სხვაგან ცხოვრება გვიწევს, რაც ბუნებრივია დამატებით რესურსს მოითხოვს.

READ  რა არის ვინტაჟური ინტერიერის დიზაინი?

5 კითხვა, რომელიც რემონტის დაწყებამდე უნდა დასვათ — ფოტო 3


როგორ სახლში მინდა ცხოვრება? 


თუ დარწმუნებული ხართ იმაში, რომ თქვენს სახლს რემონტი აუცილებლად სჭირდება. ამ შეთხვევაში სასურველია გქონდეთ წარმოდგენა, თუ როგორი სახლი გინდათ რემონტის შემდეგ. ათვალიერეთ სურათები, ბლოგები, ინტერიერის ჟურნალები და შეიქმენით გონებაში სასურველი სახლის პროტოტიპი, თუმცა ეს არ კმარა, თქვენი წარმოსახვის ხელოსანთან გაზიარების დროს, აუცილებელია ფოტომასალის მოშველიებაც, რათა ადამიანმა, რომელმაც სამომავლოდ უნდა შეასრულოს სარემონტო სამუშაოები, ზუსტად იცოდეს და ნათელი იყოს თქვენი, როგორც ბინის მეპატრონის ჩანაფიქრი. ინტერიერის უამრავი მაგალითისა და მრავალფეროვანი დიზაინის სანახავად კი ეწვიეთ ჩვენს „ინტერიერის რჩევების“ ტიპის ბლოგებს ან გამოიყენეთ ინტერიერის დიზაინერის მომსახურება.

5 კითხვა, რომელიც რემონტის დაწყებამდე უნდა დასვათ — ფოტო 4

იქნებ შემიძლია რემონტში ჩავერთო?

იმ შემთხვევაში, თუ ამ კითხვაზე ნაწილობრივ მაინც დადებითი პასუხი გაქვთ, თქვენ ნამდვილად აიცილებთ თავიდან დამატებით ხარჯებს. რემონტი უამრავ დეტალს მოიცავს, პროექტის მსვლელობისას ხშირად ვაწყდებით საქმეებს, რომლის შესრულებას არ სჭირდება პროფესიონალური ცოდნა და გამოცდილება. მცირე სამღებრო სამუშაოებიდან დაწყებული იატაკის საფარის მონტაჟით დამთავრებული, შეგიძლიათ თქვენვე შეასრულოთ აღნიშნული სამუშაოები. ამისთვის კი უკვე არსებობს უამრავი ტიპის ხელსაწყო და ინსტრუმენტი, რომელიც საქმეს საკმაოდ გაგიმარტივებთ და სამუშაო პროცესსაც ბევრად კომფორტულს გახდის.5 კითხვა, რომელიც რემონტის დაწყებამდე უნდა დასვათ — ფოტო 5

წყარო:https://mihouse.ge

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). 5 კითხვა, რომელიც რემონტის დაწყებამდე უნდა დასვათ. 15 აპრილი, 2024. https://sheniinterieri.ge/5-kitkhva-romelits-remontis-datsyebamde-unda-dasvat/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. 5 კითხვა, რომელიც რემონტის დაწყებამდე უნდა დასვათ [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/5-kitkhva-romelits-remontis-datsyebamde-unda-dasvat/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
READ  პარკეტი თუ ლამინატი: რომელი იატაკი სჯობს თქვენი სახლისთვის

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network