5 ყვავილი, რომელიც სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ

1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ყველასთვის ცნობილია, რომ სახლში ცოცხალ ყვავილებს ენერგია და პოზიტიური აურა შემოაქვთ. ყვავილები თითოეულ ოთახს აცოცხლებენ და ახალისებენ, სივრცეს კი სიჯანსაღეს და ენერგიას მატებენ. გთავაზობთ ყვავილის 5 სახეობას, რომლებიც თქვენს სახლს განსაკუთრებულ სიხალისეს მიანიჭებენ:

ვარდი

5 ყვავილი, რომელიც სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ | შენი ინტერიერი

ვარდი ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და სასურველი ყვავილია, რომელიც ნებისმიერ ოთახში ლამაზად გამოიყურება. ამას გარდა, ამ ჯიშის ყვავილები ფერების მრავალფეროვნებითაც გამოირჩევიან და შესაძლებლობას გაძლევენ, რომ მათი დიზაინი თქვენი დეკორის შესაბამისად შეარჩიოთ. წითელი ვარდი სიყვარულის ნიშანია, ვარდისფერი-მეგობრობის, ხოლო თეთრი მისი ახალგაზრდობითა და სილაღითაა ცნობილი.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ტიტა

5 ყვავილი, რომელიც სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ | შენი ინტერიერი

ტიტა ძირითადად გაზაფხულზე გხვდება. სქელი ღეროსა და დახვეწილი ყვავილის ხარჯზე, ის თქვენი ინტერიერის განუყოფელ ნაწილად იქცევა. ვარდის მსგავსად, ტიტებსაც განსხვავებული ფერები აქვთ – ვარდისფერი ბედნიერების სიმბოლოა, წითელი სიყვარულის, ხოლო ნარინჯისფერი – სითბოსა და სიმყუდროვის.

მიხაკი

5 ყვავილი, რომელიც სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ | შენი ინტერიერი

მიხაკი სახლის კიდევ ერთი ძალიან პოპულარული ყვავილია, რომელიც განსაკუთრებულად უხდება მისაღებისა და სამზარეულოს მაგიდებს. მიხაკები სიყვარულის, სიმშვიდისა და ოჯახის სიმბოლოები არიან.

ლილია

5 ყვავილი, რომელიც სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ | შენი ინტერიერი

მდიდრული და დახვეწილი – ლილიები თავიანთი განსხვავებული გარეგნობით არიან ცნობილნი. ლილიების შეძენა განსაკუთრებით სასურველია მათთვის, ვინც ცხოვრებას ახალ სახლში აგრძელებს.

გვირილა

5 ყვავილი, რომელიც სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ | შენი ინტერიერი

გვირილები მათი სადა და ლამაზი გარეგნობით გვხიბლავენ. ეს ყვავილი ბედნიერების და ერთგულების სიმბოლოა და დიზაინერები მის განთავსებას საძინებელ ან მისაღებ ოთახში გვირჩევენ.

წყარო

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2023). 5 ყვავილი, რომელიც სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ. 15 სექტემბერი, 2023. https://sheniinterieri.ge/5-yvavili-romelits-sakhlshi-autsileblad-unda-gqondet/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. 5 ყვავილი, რომელიც სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2023 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/5-yvavili-romelits-sakhlshi-autsileblad-unda-gqondet/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
READ  თანამედროვე სამზარეულო- 3 ფერი , რომლებიც დიზაინერებმა წელს ახალი…

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network