პარასკევი, აპრილი 11, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიინტერიერი7 მცენარე, რომელიც საძინებელ ოთახში უნდა გქონდეთ

7 მცენარე, რომელიც საძინებელ ოთახში უნდა გქონდეთ

ოთახის მცენარეები ბინას სიმყუდროვესა და სიფერადეს ანიჭებენ. მცენარეები ჩვენს სახლში განსაკუთრებულ გარემოს ქმნიან, წმენდენ ჰაერს და გამოყოფენ ჟანგბადს. თავად მცენარეები კი ჩვენ მიერ შექმნილ ატმოსფეროზე რეაგირებენ, ხშირი ყვავილობისთვის კი ჩვენი ზრუნვა სჭირდებათ. უამრავი მიზეზი არსებობს, თუ რატომ უნდა გქონდეთ მცენარეები სახლში, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი ბინა თბილისში მდებარეობს. მაგრამ რამდენად სასურველია საძინებლის მცენარეებით გაფორმება? არსებობს მითები, რომელთა თანახმად, მცენარეების საძინებელში ყოფნა რეკომენდებული არაა, თუმცა როგორც ნასა კვლევებით გვიმტკიცებს, მცენარეები ღამით იმაზე ნაკლებ ნახშირორჟანგს გამოყოფენ, ვიდრე ადამიანები ან ცხოველები. ჩვენი ბლოგით კი გაგაცნობთ იმ მცენარეებს, რომლებიც საძინებელი ოთახისთვის არიან განკუთვნილი და ჰაერს არაჩვეულებრივად წმენდენ.

 

  • სანსევიერია ანუ „გველის“ მცენარე

 

სანსევიერია ნასას ტოპ 10-ეულშია შესული, როგორც ჰაერის გამწმენდი ერთ-ერთი საუკეთესო მცენარე. არაპირდაპირი განათების პირობებში სანსევიერა საძინებელი ოთახისთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. ის იმ სახლის მცენარეთაგან უიშვიათესია, რომელიც ღამეც აგრძელებს ნახშირორჟანგის ჟანგბადად გარდაქმნას. რაც შეეხება მორწყვას, ის კვირაში ერთხელ მორწყეთ ხოლმე.

 

  • ფილოდენდრონი

 

საძინებელი ოთახის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მცენარე გულის ფორმის ფოთლებიანი ფილოდენდრონია. ის იწოვს ისეთ მომწამვლელ ნივთიერებას, როგორიცაა, ფორმალდეჰიდი. გაითვალისწინეთ, რომ ჭამის შემთხვევაში ეს მცენარე ტოქსიკურია, ამიტომ ის ბავშვებისა და ცხოველებისგან მიუწვდომელ ადგილას დადგით. უყვარს სინათლე. მორწყეთ კვირაში ერთხელ ხოლმე.

 

  • ინგლისური სურო

 

გაიცანით მცენარე, რომელიც ნასას სიაში პირველ ადგილს იკავებს. ძლიერი, ლამაზი მცენარე თავისი გარეგნობითა და ჰაერის გაწმენდის ეფექტური თვისებებით გამოირჩევა. ინგლისური სურო ჰაერს ტოქსინებისა და სოკოსგან წმენდს. გაითვალისწინეთ, რომ ამ მცენარემ შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს. ის კარგად იტანს მაღალ ტემპერატურას, სჭირდება ზომიერი განათება და რეგულარული მორწყვა.

 

  • ობობა მცენარე

 

ობობა მცენარე ჰაერის არაჩვეულებრივი გამწმენდია. ის ისრუტავს ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებებს, როგორებიცაა, ნახშირორჟანგი, ფორმალდეჰიდები, ქსილოლი და სხვა. ობობას ზრდისთვის სინათლე სჭირდება. კარგი მოვლის შემთხვევაში ის მარტივად მრავლდება.

READ  როგორ გავაფორმოთ ინტერიერი სააღდგომოდ

 

  • გარდენია (ხევარდი)

 

გარდენიას შედარებით უფრო მეტი მზრუნველობა სჭირდება, ვიდრე სხვა მცენარეებს. თუმცა შედეგის სანახავად ეს ნამდვილად ღირს. გარდენია ულამაზესად ყვავილობს და არაჩვეულებრივი სურნელით გამოირჩევა.  სწორედ ამიტომ საძინებელი ოთახისთვის ეს მცენარე ერთ-ერთი პოპულარული არჩევანია. უყვარს არაპირდაპირი განათება. მორწყეთ კვირაში ერთხელ. რაც ყველაზე მთავარია, გარდენია ხელს უწყობს სტრესის შემცირებას და აუმჯობესებს ძილის ხარისხს.

 

  • ალოე ვერა

 

ალოე ვერა ჰაერს ოთახში 24 საათის განმავლობაში წმენდს. ის ღამით ჟანგბადს გამოყოფს, რაც თქვენი ძილისთვის არაჩვეულებრივ გარემოს ქმნის. ალოე ვერას მოვლა უმარტივესია. შეგიძლიათ მას წყალი 3 კვირის განმავლობაშიც კი არ დაუსხათ. „წვნიან“ მცენარეს სამედიცინო თვისებებიც აქვს. მაგალითად, ალოე ვერას მცენარის წვენი შველის დამწვრობასა და ნაკაწრებს. სჭირდება არაპირდაპირი განათება.

 

  • კაუჩუკის ფიკუსი

 

ულამაზესი კაუჩუკის ფიკუსი თავისი უხვი რაოდენობის ფოთლებით ტყის მცენარეს წააგავს. მას თავისუფლად შეგვიძლია ფილტრიც ვუწოდოთ, რომელიც მომწამვლელ ნივთიერებებს ფილტრავს. თუ საძინებელში ბევრი სინათლე არ გიყვართ და უპირატესობას სიბნელეს ანჭებთ, მაშინ ეს მცენარე სწორედ თქვენთვისაა. სინათლესთან ერთად მას მორწყვაც არ უყვარს.

 

როგორც ჩანს, არსებობენ საძინებელი ოთახის მცენარეები, რომლებიც ინტერიერის გალამაზებასთან ერთად ჰაერის გაწმენდის ფუნქციებითაც გამოირჩევიან.

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
8 საუკეთესო აქტივობა იტალიის კურორტ სერვიაში

8 საუკეთესო აქტივობა იტალიის კურორტ სერვიაში

9 April, 2025
„სოფლის ნობათის პროდუქცია – რძე, ხაჭო, არაჟანი მაწონი, კეფირი, იოგურტი, მოჭიქული ხაჭო – არის ჯანსაღი და უვნებელი“-ხათუნა ცქიტიშვილი

„სოფლის ნობათის პროდუქცია – რძე, ხაჭო, არაჟანი მაწონი, კეფირი, იოგურტი, მოჭიქული ხაჭო – არის ჯანსაღი და უვნებელი“-ხათუნა ცქიტიშვილი

აპრილი 10, 2025
არ გიმართლებს? იქნებ მიზეზი შენს სახლშია – ნახე, როგორ დგას სარკე!

არ გიმართლებს? იქნებ მიზეზი შენს სახლშია – ნახე, როგორ დგას სარკე!

11 აპრილი 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები