კვირა, აპრილი 19, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარიავეჯი/აქსესუარებირატომ შეიძინა მანათობელი ონკანი და უცნაური სამარილე ბარბარა სამხარაძემ - ექსკლუზიური ინტერვიუ...

რატომ შეიძინა მანათობელი ონკანი და უცნაური სამარილე ბარბარა სამხარაძემ – ექსკლუზიური ინტერვიუ ცნობილ მომღერალთან ✨️

ავტორი: თინათინ თავხელიძე

Sheniinterieri.ge ცნობილი მომღერალ, “ნიჭიერი 2016″-ის გამარჯვებულ ბარბარა სამხარაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ… 

რატომ შეიძინა მანათობელი ონკანი და უცნაური სამარილე ბარბარა სამხარაძემ – ექსკლუზიური ინტერვიუ ცნობილ მომღერალთან ✨️ | შენი ინტერიერი

ბარბარა, რას გამოარჩევდი შენი სახლის ინტერიერიდან ისეთს, რაც სიმშვიდის და სიმყუდროვის განცდას გიქმნის?

– ყველაზე დიდ სიმყუდროვეს და სიმშვიდეს მანიჭებს სურათები, რომლებიც თავად შევქმენი, მიყვარს სამზარეულოში ყოფნაც, სადაც კედლები ასევე ჩემი ხელით მაქვს მოხატული, შეიძლება ცოტა ბავშვურია, მაგრამ შავი ფერის იყო და პატარა ნახატებით გავამხიარულე.

რატომ შეიძინა მანათობელი ონკანი და უცნაური სამარილე ბარბარა სამხარაძემ – ექსკლუზიური ინტერვიუ ცნობილ მომღერალთან ✨️ | შენი ინტერიერირატომ შეიძინა მანათობელი ონკანი და უცნაური სამარილე ბარბარა სამხარაძემ – ექსკლუზიური ინტერვიუ ცნობილ მომღერალთან ✨️ | შენი ინტერიერი

შენი ფავორიტი ფერი სახლის ინტერიერში? 

– ძალიან მომწონს იასამნისფერი და ვარდისფერი კედლები.

–  თუ თქვენმა ფავორიტმა ფერმა მოიცვა თქვენი მთელი ინტერიერი, როგორ იმოქმედებდა ეს თქვენს განწყობასა და შემოქმედებითობაზე? მიგაჩნია, რომ ფერები ადამიანის ხასიათზე გავლენას ახდენენ?

–  ზოგადად, როგორც მუსიკას აქვს თერაპიული დატვირთვა, ასევე აქვს ფერებსაც ჩემთვის და ვფიქრობ, რომ დიდ გავლენას ახდენს ფერები განწყობაზე. როდესაც სახლში ვამბობ ხოლმე – მინდა ფერადი კედლები, ყველა მეუბნება, რომ დამღლელი დღის ბოლოს სახლში მოსული ზედმეტად ფერად კედლებში ვერ დავისვენებ და არ იქნება რელაქსაციისთვის კარგი, მაგრამ მაინც ვერ გადამაფიქრებინეს. ჩემთვის ფერადი, მკვეთრი ფერები ძალიან სასიამოვნო საყურებელია…

შენთვის რასთან ასოცირდება თბილი სახლი?

– ჩემთვის თბილი სახლი მშობლებთან და საყვარელ დამიანებთან ასოცირდება, რომლებიც ქმნიან თბილ გარემოს და იქ უკვე აღარ აქვს ფერებს მნიშვნელობა, ფერები მაშინ უფრო მჭირდება განწყობის შესაქმენალდ, როცა მარტო ვარ.

რატომ შეიძინა მანათობელი ონკანი და უცნაური სამარილე ბარბარა სამხარაძემ – ექსკლუზიური ინტერვიუ ცნობილ მომღერალთან ✨️ | შენი ინტერიერი

როგორია შენს წარმოსახვაში იმ სახლის ინტერიერი, სადაც საბოლოოდ იცხოვრებდი?

–  საბოლოოდ ვიცხოვრებდი სახლში, რომელიც სავსე იქნებოდა მცენარეებით და კედლები ჩემი ხელით მექნებოდა მოხატული, თუნდაც თეთრი კედლებით, სადაც კომპოზიციებს მცენარეებით შევქმნიდი. ასეთი წარმომიდგენია ჩემი მომავლის სახლი…

შენს ბოლოდროინდელ ვიდეოებს, რომ გადავხედოთ “მანათობელმა ონკანმა “ და უცნაურმა სამარილემ დიდი მხიარულება გამოიწვია სოციალურ ქსელში… მსგავსი ნივთების შეძენა გამხიარულებს?

– ძალიან მიყვარს მსგავსი “სილულელეების “ შეძენა, ესეთ უცნაურობებს რომ ხედავენ ჩემი სტუმრები, ეცინებათ და ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, თუნდაც არაფრიდან მოსული ღიმილი ადამიანების სახეზე… რატომაც არა, თუ ასეთი უცნაური ნივთები ჩემს სტუმრებს გაამხიარულებს?!

READ  სახლი "უბის წიგნაკიდან" და ექსკლუზიური ინტერვიუ ლეგენდარული ჯეიმს გარნერის შვილთან

შენს ხმას ფერი რომ ჰქონდეს, როგორ ფიქრობ, რა ელფერი იქნებოდა და რატომ?

–  ჩემი ხმა ვარდისფერი და მწვანე იქნებოდა, იმიტომ რომ განსაკუთრებით მიყვარს ეს ფერები!

რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტად გადაქცევა რომ შეგეძლოს ერთი დღით, რომელს აირჩევდი?

– ორღანის ხმაზე ვგიჟდები, მუსიკალური ინსტურუმენტების მეფედ მიიჩნევა და თან განსაკუთრებულია იმითაც, რომ ყოველთვის თავის ადგილი აქვს. სახლში არავის არ აქვს, როგორც სხვა მუსიკალური ინსტრუმენტები, ძირითადად, კათოლიკურ ეკლესიებში დგას.

სამყაროს ნებისმიერ წერტილში, რომ შეგეძლოს კონცერტის გამართვა, რომელს აირჩევდი?

– ოცნებად მაქვს, რომ იტალიაში გავმართო კონცერტი, არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, აუცილებლად წავალ. დადგება ეს დღეც და დიდი სიამოვნებით ვიმღერებ!

შენს კედლებს რომ შეეძლოს ლაპარაკი, როგორ ფიქრობ, რას მოყვებოდნენ შენს შესახებ? როგორი ხარ სახლში ? ისეთივე მხიარული და პოზიტიური, როგორიც შენს ვიდეობში?…

–  ალბათ ბევრ ისეთ დეტალს მოყვებოდნენ ჩემზე, რაც ცოტა გასაკვირი იქნებოდა სხვებისთვის, იმიტომ რომ სახლში სულაც არ ვარ ისეთი მხიარული, როგორც გარეთ, ხალხთან. ზოგადად ვფიქრობ, რომ გარეთ მაინც ყველას აქვს გარკვეული ტიპის “ნიღაბი” მორგებული, ვერ ვიტყოდი, რომ ეს მხიარულება, რაც მახასიათებს ნიღაბია ჩემი, მაგრამ განსხვავება ნამდვილად არის… სახლში არ ვარ განსაკუთრებულად მხიარული.

რატომ შეიძინა მანათობელი ონკანი და უცნაური სამარილე ბარბარა სამხარაძემ – ექსკლუზიური ინტერვიუ ცნობილ მომღერალთან ✨️ | შენი ინტერიერი

თქვენი ინტერიერის დეკორს, რომ ჰქონდეს საკუთარი “საუნდტრეკი”, რომელი ჟანრის მუსიკა შეავსებს მის განწყობას? და რატომ?

–  უფრო მეტად სევდიანი, ვიდრე ძალიან მხიარული და პოზიტიური, რადგან სახლში ძირითადათ ასეთ განწყობაზე ვარ… ჩემი ნახატების დეკორით თუ ვიმსჯელებდი, ალბათ, უფრო ეპიკური ჟანრის “საუნდტრეკს” მივუსადაგებდი… –  Sheniinterieri.ge -ს მკითხველს, ალბათ, ძალიან დააინტერესებს შენს სამომავლო მიზნებსა თუ სურვილებზე შეიტყოს…  უკავშირდება შენი გეგმები სიმღერას და ამ კუთხით კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევას?

– ამ ეტაპზე მაქვს ჩემი მუსიკალური სტუდია, სადაც ვასწავლი ბავშვებს სიმღერას. ამ წელს აუცილებლად მექნება რამდენიმე სიმღერა, შესაძლებელია ალბომზეც დავიწყოთ მუშაობა. დანარჩენს ჯერ ვერაფერს გეტყვით. მეც თქვენსავით ველოდები სიახლეებს და ვნახოთ…

READ  სამზარეულოს 7 დიზაინი, რომელიც აქტუალობას არ კარგავს

რატომ შეიძინა მანათობელი ონკანი და უცნაური სამარილე ბარბარა სამხარაძემ – ექსკლუზიური ინტერვიუ ცნობილ მომღერალთან ✨️ | შენი ინტერიერი

დაბოლოს, დაუტოვეთ განწყობისთვის sheniinterieri.ge -ს მკითხველს თქვენი საყვარელი პოზიტიური ფრაზა!

– გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ადამიანიები, “ჰუმანოიდები” და ჩვენთვის შეუძლებელი არაფერია. მყინვარის წვერზეც, რომ დაგვსვან, იქაც კი ვიპოვით გამოსავალს და შევეგუებით გარემო პირობებს. ასე რომ, არასდროს დაუთმოთ ცხოვრებას თქვენი ოცნებები!

#drpkhakadze #gochadze #sheniemigranti

author avatar
SheniInterieri.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.