სამშაბათი, აპრილი 28, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგი"სახლში ჩემთვის საყვარელი კუთხე ფანჯარასთან ბებოს სკამია" - ექსკლუზიური ინტერვიუ საოცრად პოზიტიურ...

“სახლში ჩემთვის საყვარელი კუთხე ფანჯარასთან ბებოს სკამია” – ექსკლუზიური ინტერვიუ საოცრად პოზიტიურ ანუკა გვალიასთან

“შენიინტერიერი” ანუკა გვალიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ… საოცრად პოზიტიური ანუკა სოციალურ ქსელში პოპულარული სიმღერითა და განსაკუთრებული იუმორით გახდა… ერთი სიამოვნებაა, მისგან თბილისში, ბებიასთან გატარებული ბავშვობის კურიოზების მოსმენა… ანუკა არაჩვეულებრივად მღერის, გერმანულ “Voice”- შიც მონაწილეობდა… ამჟამად კი ცნობილ ბენდში სოლისტია… საინტერესო ისაა, რომ ჩვენს რესპონდენტს ინტერიერის აფრიკული სტილი იზიდავს... 

– ანუკა, თავდაპირველად გვიამბეთ თქვენზე, როგორც ვიცი, გერმანიაში ცხოვრობთ…რას საქმიანობთ?

– მე ვარ ანუკა გვალია, დავიბადე თბილისში, ერთ არაჩვეულებრივ ოჯახში, სადაც დილიდან საღამომდე მღეროდნენ, ცეკვავდნენ და სულ მხიარულობდნენ. ჩემ ირგვლივ იყო ერთმანეთისადმი პატივისცემა, ერთგულება და მეგობრობა. ჩავაბარე ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე თეატრალურ უნივერსიტეტში და მოვხვდი კოტე მახარაძის ჯგუფში. ვმუშაობდი არაერთ ტელეკომპანიაში და ბოლოს ჩემი გადაცემაც მქონდა. დავდიოდი ბალეტზე, ჩოგბურთსა და ქართულ ცეკვებზე… საქსოფონზეც, ფორტეპიანოზეც, მაგრამ ერთხელ არ მოსვლიათ თავში აზრად, რომ ეს ბავშვი სიმღერაზე შეეყვანათ!…

– თქვენ არასდროს გამოგიჩენიათ ინიციატივა, რომ გემღერათ?

– არ გამომიჩენია… იმიტომ, რომ ყველგან ვცეკვავდი, ძალიან აქტიური ტიპი ვიყავი…

– გერმანიაში რას საქმიანობთ ამჟამად?

– ამჟამად ბავშვთა ფსიქოლოგი ვარ. სკოლაში ვმუშაობ და შშმ ბავშვებს ვეხმარები. დაახლოებით 12-13 წელია, გერმანიაში ვცხოვრობ. აქ პირველად მეგობარს ვესტუმრე, რა დროსაც გავიცანი ჩემი ყოფილი მეუღლე.

ერთხელაც, უბრალოდ, ჩამოვედი და აეროპორტში მან ხელი მთხოვა… დავრჩი. ეს იყო ჩემი ცხოვრების ურთულესი პერიოდი. წარმოიდგინეთ, საკუთარი გადაცემა გაქვს, ისწავლე, რაღაცას მიაღწიე და უცებ უცხო ქვეყანაში აღმოჩნდი. ძალიან გიყვარს მეორე ნახევარი, თუმცა არც ენა იცი… რადიკალურად ამოვატრიალე ჩემი ცხოვრება და დავიწყე ნულიდან. ბევრი სამსახური გამოვიცვალე. ბოლოს კი შემეძინა შვილი და 3 წელი დავჯექი სახლში. ისეთი ერთფეროვანი დღეები მქონდა, “გავაფრინე” და “Smule”, კარაოკე პროგრამა, გადმოვიწერე.

დავიჭირე წყლის მილი და ვითომ მიკროფონი იყო ვიმღერე. დავდე ფეისბუქზე, ოღონდ, ისეთი აჟიოტაჟი ატყდა, სრული შოკი მივიღე. მეც გავთამამდი და ბოლოს გერმანიის “ვოისში” მონაწილეობა გადავწყვიტე. 4 ტური წარმატებით გავიარე.

READ  რა უნდა ვიცოდეთ კერამიკული ფილების სწორად შერჩევისთვის

ბოლოს ბერლინში უნდა მემღერა, თუმცა ბავშვის დამტოვებელი არ მყავდა და კონტრაქტი გავაუქმე. ერთხელაც გაზეთში ვნახე განცხადება, რომ უძველესი ბენდი “ფანკომატიკი” ეძებს სოლისტს. მეც დავრეგისტრირდი და უკვე წელიწად ნახევარია, ამ ბენდის სოლისტი ვარ. ვაკეთებთ ახალ სიმღერებს, რომლებიც, ძირითადად, ფანკი და ჯაზია. 

– პროფესიული მუსიკალური განათლება თუ გაქვთ მიღებული?

– არა, არანაირი მუსიკალური განათლება. სხვათა შორის, ძალიან ცნობილმა მომღერლებმა საქართველოში მირჩიეს, რომ არანაირი პროფესიული განათლება არ მიმეღო, რადგან “იშტამპები”, აღარ ხარ თავისუფალი. პირდაპირ რასაც იგრძნობ, როგორი ტიპიც ხარ, ის უნდა იყო. მურმან ჯინორია ბაბუად მეკუთვნის. თეატრალურზე რომ მინდოდა ჩაბარება, გადავიფიქრე და ბაბუაჩემთან დავიწყე სიარული ოსტატობაში, ლექსის კითხვაში…

“ჩემო კარგო ქვეყანა” მათქმევინა ზუსტად ასჯერ. ასივეჯერ მითხრა, რომ ვარ უნიჭო და ვერ ვგრძნობ, რასაც ვამბობ. სიმღერაში ვიპოვე ის, რაც ვარ, ლექსის თქმაში – ვერა. ერთხელ მამაჩემის მეგობარი, ლაშა ღლონტი მურმანთან ერთად იყო. ლაშამ დამალაპარაკა. პირველად მითხრა მაშინ, “აუ, ბაბუ, იცი როგორ მომწონხარ. ლექსი ხომ არ გამოგდიოდა, სიმღერით ლაპარაკობო”.

– დიახ, თქვენი სიმღერებით ბევრს აღაფრთოვანებთ… ანუკა, გავიგე, რომ ინტერიერის აფრიკული სტილი გიზიდავთ. რით გამოიწვია თქვენი დაინტერესება ამ ეგზოტიკურმა და ორიგინალურმა სტილმა?

– იაფია. თან აფრიკული ხე, დაწნილი ელემენტები უფრო განსაკუთრებულია, ვიდრე შავ-თეთრი მოსაწყენი ნივთები. რა დიზაინიც მე მომწონს, ძალიან ძვირი ღირს. აქედან გამომდინარე, ავირჩიე ის, რაც უფრო პრაქტიკულია. ერთი ადამიანიც არ ჩამირთავს დიზაინის პროცესში, ყველაფერი თავად შევქმენი. თითოეულ ნივთს ვუფრთხილდები და მიყვარს. თითოეულ მათგანს აქვს მნიშვნელოვანი დატვირთვა და მოგონება. ძალიან მიყვარს აფრიკული სტილის დეკორაციები, აურის გამწმენდი სანთლები…

“სახლში ჩემთვის საყვარელი კუთხე ფანჯარასთან ბებოს სკამია” – ექსკლუზიური ინტერვიუ საოცრად პოზიტიურ ანუკა გვალიასთან | შენი ინტერიერი

– გასაგებია.. აფრიკული დეკორაციის მნიშვნელოვან ნაწილს ცხოველების ფიტულები, ტყავები, ბეწვები და ბუნების ინსპირაციით შექმნილი ელემენტები წარმოადგენს. თქვენ თუ ფლობთ რომელიმეს ამათგან და რომელ დეკორს გამოარჩევდით თქვენი სახლის ინტერიერში? 

READ  ინგლისური ინტერიერის დიზაინი და მისი მახასიათებლები

– დეკორებიდან გამოვარჩევდი ჩემს შვილთან ერთად გაკეთებულ რკოს ნათურას. დავალება გვქონდა ბაღში, სახელად “გამინათე დღე”. გადავწყვიტე, რომ სანათი გამეკეთებინა. მოვაგროვეთ რკოები და შევღებეთ თეთრად. დავუტოვე თავები, რითაც დავაწებე პატარა პლასტმასის ხეზე და გავუკეთე განათება. ეს ხე კი ლარნაკში მოვათავსე. ვერც ვიფიქრებდი, რომ შეიძლებოდა მსგავსი რაღაც გამომსვლოდა. მე, ზოგადად, ყველაფრის მოვლა და შეყვარება ვისწავლე ცალკე გადმოსვლის შემდეგ… ყველა ჭანჭიკს შენ რომ უჭერ, ამ სიმწრით სწავლობ ცხოვრებას, აფასებ, გიყვარს შენი ნაშრომი და პატივს სცემ სხვის შრომას. 

“სახლში ჩემთვის საყვარელი კუთხე ფანჯარასთან ბებოს სკამია” – ექსკლუზიური ინტერვიუ საოცრად პოზიტიურ ანუკა გვალიასთან | შენი ინტერიერი

– დიახ, გეთანხმებით.. აფრიკას ეკლექტიზმიც უხდება, ფერებით თამაში და სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურებით სახლის გაფორმება. თქვენ თუ გიყვართ ასეთი ექსპერიმენტები ინტერიერში?

– ძალიან. ყველანაირ ექსპერიმენტს ვატარებ ცხოვრებაში, თუ რამე შეიძლება, რომ ჩატარდეს. მთელი ცხოვრების განმავლობაში ვცდილობ, რომ ყველაფერი ამოვაყირავო. ამ ბინაში რომ შემოვედი, არაფერი არ იყო. ელექტროგაყვანილობიდან დაწყებული, კარადების აწყობით დამთავრებული აბსოლუტურად ყველაფერი ჩემი ხელით შევქმენი, ერთი კაცის დახმარების გარეშე. სახლში აქცენტის კედელიც მე შევღებე, რომელიც სურათებისთვის გამოვყავი. ვფიქრობ, საშენი მასალა რომ მქონდეს, ძალიან დიდ სახლს ავაშენებდი და ყველა დეტალს თავად გავაკეთებდი, იმდენად გავიწაფე…

– სახლში თუ გაქვთ საყვარელი კუთხე და რატომ გახდა ის თქვენი ფავორიტი?

– ჩემი საყვარელი კუთხე არის ფანჯარასთან არსებული ბებოს სკამი, სადაც ვჯდები და ვმღერი, ვმღერი და ვმღერი…

– საინტერესოა.. სკამის ისტორიას ხომ არ მოგვიყვებოდით?

– ჩემი ყოფილი დედამთილი მოხუცებულთა თავშესაფრის უფროსი იყო. იქ გავიცანი ერთი არისტოკრატი ქალბატონი. როდესაც მასთან ვიყავი, ამ სკამში ვჯდებოდი ხოლმე და ვირწეოდი, ძალიან მომწონდა. ამ სკამს გაჩუქებო, მითხრა, თუმცა, ვიუარე, შენთან რომ მოვალ შენთან დავჯდები-მეთქი. ერთ დღესაც დედამთილმა სკამი სახლში მომიტანა, გარდაიცვალაო. მას მერე, სადაც მივდივარ ყველგან თან დამაქვს. 

“სახლში ჩემთვის საყვარელი კუთხე ფანჯარასთან ბებოს სკამია” – ექსკლუზიური ინტერვიუ საოცრად პოზიტიურ ანუკა გვალიასთან | შენი ინტერიერი

– როგორი ამაღელვებელია.. თქვენი აზრით, რა გავლენას ახდენს ადამიანზე ინტერიერში ბუნებრივი ელემენტების არსებობა?

READ  განსხვავებული სტილის სახლი ბრაზილიაში

– ძალიან დიდს. ჩემი მეგობრები დამცინიან, იმიტომ, რომ მცენარეებს ვესაუბრები. ჩემმა პატარა მანდარინმა, იმდენი ველაპარაკე, შვილი მოისხა… რამდენიმე გარდამეცვალა, რამდენიმემ ზამთარს ვერ გაუძლო. მცენარეებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ ჩემთვის და სახლის სურნელზეც ძალიან მოქმედებენ.

– ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, ანუკა!

– ასევე, დიდი მადლობა!

“სახლში ჩემთვის საყვარელი კუთხე ფანჯარასთან ბებოს სკამია” – ექსკლუზიური ინტერვიუ საოცრად პოზიტიურ ანუკა გვალიასთან | შენი ინტერიერი “სახლში ჩემთვის საყვარელი კუთხე ფანჯარასთან ბებოს სკამია” – ექსკლუზიური ინტერვიუ საოცრად პოზიტიურ ანუკა გვალიასთან | შენი ინტერიერი “სახლში ჩემთვის საყვარელი კუთხე ფანჯარასთან ბებოს სკამია” – ექსკლუზიური ინტერვიუ საოცრად პოზიტიურ ანუკა გვალიასთან | შენი ინტერიერი “სახლში ჩემთვის საყვარელი კუთხე ფანჯარასთან ბებოს სკამია” – ექსკლუზიური ინტერვიუ საოცრად პოზიტიურ ანუკა გვალიასთან | შენი ინტერიერი

ავტორი: თაკო არდოტელი-ზვიადაური

author avatar
SheniInterieri.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.